სანამ ფიფქებს დაუწყიათ თოვა,
სანამ ღამე მაჭარივით გვათრობს,
სანამ მთვარე ცაზე ისევ ბრწყინავს,
ძმებო სიცოცხლეს ნუ დავთმობთ.
სანამ შუქი ერთგან მაინც ელავს,
სანამ ბუხარს,მუხის ცეცხლი ათბობს
სანამ ჩვენზე დედა ისევ ღელავს
ძმებო სიცოცხლეს ნუ დავთმობთ.
სანამ ყურში ქალის სუნთქვა გვესმის,
სანამ ბავშვი ჯამბაზივით გვართობს.
მოდით სიკვდის ნუ გავუწევთ ძმობას
სანამ თვითონ სიცოცხლე არ დაგვთმობს..