მიყვარხარ♥))

  • კატეგორია:
  • მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ♥

    ნეტა ეს წლები სადღა მიდიან, 
    დროც, ისე უცებ, გასცილდა საზღვარს 
    მე შენი წასვლა არ გამიგია 
    და ვდგავარ ასე, ქუჩაში, სადღაც.. 

    ჩემი ცხოვრება სავსეა ისევ 
    სიცოცხლით, სევდით,ფიქრით, ლექსებით 
    ვიცი, მე წარსულს ვერ დავივიწყებ, 
    და ბედსაც, ვერსად ვერ გავექცევი.. 

    ნეტა ეს დარდი სანამდე გასტანს, 
    გულში ფიქრები, წლებია იწვის, 
    სიყვარულს ისევ ქარებად ვფანტავ, 
    და ასე ყოფნა, უშენოდ, მიმძიმს 

    ფიქრები ისევ ქარს შევატოვე 
    მეძახის ვიღაც:'დამთავრდა, მორჩა' 
    მივდივარ იქით, სადაც დაგტოვე... 
    იქ, სადაც შენი წარსული მოჩანს.. 

    მოწყენილია ახლა სამყარო, 
    უშენოდ ყოფნა ყოფილა ძნელი, 
    ვგრძნობ დანაშაულს, თავი დავხარე, 
    და მაინც, ისევ საშველად გელი... smile