როგორც პილატე ხელს დავიბან ცოდვის წინაშე.
როგორაც ქრისტე ჯვარზე მაცვით თანაჯვარცმული.
სხვა რა ხვედრია ამ დაწყევლილ დედამიწაზე.
ვარ ცარიელი ვით ქალაქი გადაძარცვული.
ვმადლობ შემოქმედს სინანულით მე შვიმოსე,
ცოდვების დარად დამყივიან თავზედ მამლები.
მინდა ვიტირო როგორც პეტრემ ან როგორც მოსემ.
უამრავ ცოდვის ვართ ყველანი შთამომავლები.
ყოველი ჩემი უზნეობით ჯვარს ვაცვამ უფალს,
ან მერამდენედ ან როდემდე მე ვარ ჯალათი.
ტუნდაც მათხოვარს, ან მედუქნეს, ან ხელისუფალს,
ცოდვის გვაცვია ერთნაერი ყველას ხალათი'.