)))
-რა ვიცი გამოცდები მქონდა და ვმეცადინეობდი.
-მეცადინეობდი?რატომ მხოლოდ მარტო შენი დაქალი სად არის?
-ნუცა?ნუცა ორი თვე წინ ლონდონში სანთვიან კურსებზე წავიდა,ისე თუ მომეწონა შეიძლება ერთი წლით გავაგრძელოო.
სანდროს აშკარად არ ესიამოვნა,აილეწა,ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს.
-ეგრე ჩუმად რა პონტში იჩალიჩეთ,ჩვენც გაგაცილებდით.....ვინ იყავით აეროპორტში?
-ლაშა არ იყო სხვა ვინ გაინტერესებს?
-არც არავინ მეზიზღება ეგ "ჩმორი"
-შენც კარგად იცი რომ ნუცას და ლაშას ისტორია თაკოს შეთხზული იყო და მათ შორის არც არაფერი ყოფილა,უბრალოდ შენ გააბუქე რაღაც-რაღაცეები.
-ნუცა უცნაურია,სულ რაღაცას ახალს ეძებს,სულ მოწყენილია.მაშინ რა იყო მისი საქციელი ბაკურიანიდან რომ გამოიქცა?
-სანდრო დავიჯერო ვერაფერს ხვდები?თუ თავს იდებილებ?
რას უნდა მივხვდე იმას რომ ნუცას არ ვუყვარვარ და თავი უნდა დავანებო?ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს,მაგრამ ნუცა მიყვარს,სხვებს არ ჰგავს,მასთან შეიძლება სიმშვიდე იპოვო,საინტერესო თემებზე ისაუბრო არ არის ჩაციკლული ფეშენებზე ბარებზეღამის ცხოვრებაზე.წარმოდგენა აქვს ოჯახზე,არ ჰყავს გამოცვლილი ასი შეყვარებული.ეს ყველაფერი მიზიდავს მასში.ახლანდელი ოგოების 80%-ს სწორედ ის აინტერესებს რაც ზემოთ ჩამოვთვალე ამიტომაც ვუდგები მათ არასერიოზულად.
-აუ სანდრო მაგარს უბერავ,რითი ვერ მიხვდი რომ ნუცასაც უყვარხარ.უბრალოდ ისიც დაიღალა თავის მართლებით.ლაშას და თაკოს დგენერატული გამოხტომებით,თან როგორც შენ თქვი,ის უფრო რეალურად უყურებს ამ ყველაფერს.
-მიყვარს და იმიტომ ვეჭვიანობ,აი თაკოთი კი ვერთობი და ეს მეტყობა კიდეც,სულ არ მაინტერესებს ვისთან ერთად იქნება და ვისთან არა,მე ჩემსას ვისწორებ.
-აი ეგ ხართ ბიჭები.
-მითხარი ნუცას როგორ დავუკავშირდე მაგრად მენატრება.
"წვიმის ქალაქში ნუცა თითქოს ბედნიერად გრძნობდა თავს,წერისა და ფიქრისთვის.,მისთვის შესაფერისი სიტუაცია იყო.მხოლოდ სანდროზე ფიქრი აწუხებდა,იცოდა რომ ის ისევ თაკოსთან იყო.ვიზას გავაგრძელებ სამ თვეში ვერ დავივიწყებ და თბილისში ჩასვლისთანავე დაიწყება ჩემი ტანჯვა.უკვე ორი თვე გავიდა და მაინც ისეთივე ინტენსივობით ვფიქობ მასზე.
-მაკო როგორ ხარ,იცი როგორ მომენატრე?მაგარ ცუდ ხასიათზე ვიყავი და შენც დარეკე.
-ისევ სანდროა შენი პრობლემა არა?
მაკომ ტელეფონი სანდროს მიაჩეჩა.
-ჰო,ისევ სანდროზე ვფიქრობდი,მაგრამ არაუშავს ვიზას გავაგრძელებ და მაგ პრობლემასაც ეშველება.მაკო გესმის ჩემი?რატომ არ იღებ ხმას?
-მესმის და თან ძალიან კარგად,არ მაინტერესებს ერთი წელი კი არა,ერთ კვირაში აქ იყავი იცოდე მანდ ჩამოვალ.
-სანდრო შენ ხარ?ნუცა დაიბნა,არ იცოდა რა ეთქვა
-არაფრის თქმა არ გინდა,გთხოვ ჩამოდი,მაგრად მენატრები,ისე გაიპარე როგორც იმ დღეს ბაკურიანიდან,ისე "პრივიჩკად" გექცა ჩემგან გაქცევა.იმედია ქორწილიდანაც არ გამექცევი.
ნუცამ ტელეფონი გათიშა.
-მაკო ვერ ვხვდები რას აკეთებს მეკაიფება?თუ რა უნდა მემგონი თვითონაც ვერ გარკვეულა საკუთარ თავში.
-არ ვიცი,შეიძლება საღამოს დაველაპარაკო და გავარკვევ ყველაფერს.
მაკო მთელი საღამო ცდილობდა ნუცასთან დაკავშირებას მაგრამ ვერაფერს გახდა,მას მობილური გამორთული ქონდა და სახლშიც არ იღებდა ყურმილს.რამდენიმე დღე ასე გაგრძელდა.
-რას შვები,გცალია?
-ნუცა ხომ არ გაუბერე?ჯერ დაიკარგე და ეხლა მშვიდი ტონით მელაპარაკები.
-გცალია?აეროპორტში ვარ ჩამოვფრინდი ტაქსით წამოვიდე თუ მოხვალ?
-დაიცა,ნუ გამაგიჟე,სწავლის კურსი არ დაამთავრე ფული ტყუილად გადაყარე?დიპლომს არ მოგცემენ?
-სულ არ მადარდებს,მინდა და ჩამოვედი.ჰა რას შვები მოდიხარ?
-ჰო მოვდივარ.
მაკომ სანდროს გადაურეკა და ყველაფერი მოუყვა.
-სანდრო როგორ ხარ/მაკო არ წამოვიდა?
-არა,რა ვქნა უკან წავიდე?
წიგნი დავამთავრე იცი რა დავარქვი?"მეოცნებე სულები"
-რისთვის ჩამოხვედი და რას აირებ?არაფრის თქმა არ გინდა ისედაც მივხვდი რაც უნდა მითხრა ვეცდები არ შეგაწუხო,უბრალოდ იცოდე ძალიან მიყვარხარ და იმიტომ ვაკეთებ ამას.
.....ნუცა სანდროს მიუახლოვდა და ტუჩებზე მიაფარა ხელი.
-იცი წიგნი ჩვენზეა არ გაინტერესებს რა ხდება?
ნუცას ცრემლებით აევსო თვალები და უცებ ტირილი მორთო.
-სანდრო იცი მეც მიყვარხარ!
ბოლო ხმაზე დაიყვირა ნუცამ.
სანდრო აყვირდა სიხარულისგან,ნუცა ხელში აიტაცა,კინაღამ ორივე ძირს დავარდა,მერე დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს.
-ხომ ოცნებობდი ჩემზე სანდრო.იცი წიგნში რამხელა ფსიქოლოგია ჩავდე....
ტაქსში რომ დააპირეს ჩაჯდომა,მაშინღა დაინახეს მათ გარშემო ხალხი რომ შეკრებილიყო და ბედნიერი სახეებით უყურებდნენ წყვილს!!!