დამიბრუნეთბავშვობა... დამიბრუნეთ ფერადი წლები !... დღეებიც... საათებიც... წუთებიც... წამებიც... გემუდარებით დამიბრუნეთ !... შეგევედროთ ? - სხვაგვარად როგორღა შეგევედროთ.... მუხლებზე დავდგე ? დავდგები ! დაგიჩოქებთ ოღონდ დამიბრუნეთ! არც... არც ვისუნთქებ თუ გინდათ, ოღონდ დამიბრუნეთ ! საკუთარ იდეებზე, აზრებზე ვიტყვი უარს... დამიბრუნეთ და სხვა ოცნებებსაც გადავუსვამ პერმანენტულ ხაზს... დამირესტარტეთ ცხოვრება! გადავიტვირთე... ამხსენით ბორკილები... ჩაჟანგებული ბორკილები და მომეცით გაქცევის უფლება... არ გამომეკიდოთ ! არ ამედევნოთ !....... დამეხსენით და გააგრძელეთ ცხოვრება ჩვეულ ტალღაზე. ნუთუ ასე ძნელია გასაღები მიპოვნოთ ბორკილებისთვის.... დამიბრუნეთ ბავშვობა... ფერადი ბავშვობა... რათა მცირე ხნით მაინც გავუღიმო ცხოვრებას... ჩამტოვეთ მასში !.. არ მჭირდება სხვა, ჭუჭყიანი, ბინძური წლოვანებები ! გულის ამრევია.! მაშინ... მხოლოდ დედიკოს მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები ნიშნავდა დიდობას........... რა მარტივი გვეგონა მისი ჩაცმა.............. როგორ გვეჩქარებოდა დიდობა...................... ახლა კი.......... დამიბრუნეთ ბავშვობა ! დედა-შვილობანა უნდა ვითამაშო ...! ჩემი შეწუხებული აზროვნებით, ცხოვრება მარტივ.. ? ხო, ნაწილობრივ მარტივ მამრავლებად იშლება და მხოლოდ მერე რთულდება...... ანუ, პირადად მე მგონია, ჩვენი დაბადება - ჩაძინებაა. ბავშვობა - ლამაზი სიზმარი, ( მთბილა ) რომელიც დედიკოს ფეხსაცმელის აღარნდომის თანავე ინგრევა... - გამოღვიძება ! ( მცივა.... დიდობის სიცივეა) გამოღვიძების შემდეგ კი... მთელი ცხოვრება ვცდილობთ ზუსტად გავიხსენოთ, აღვიდგინოთ სიზმარი. მაგრამ მხოლოდ ფერად კადრებად ავსახავთ მას. დამიბრუნეთ ბავშვობა !!!!! დამიბრუნეთ ფერადი წლები !!!!!!! დედიკოს ფეხსაცმელები უნდა მოვიპარო... ჩავიცვა... და მერე დედა-შვილობანა ... -მოიცააა, ხომ მეთამაშებიი? ..????