აღარ მიგიღებ

  • კატეგორია:
  • კამკამა ცრემლებს დავემსგავსე-თითქოს ნაღვლიანს..
    და ეს ფიქრები,ოცნებები-თითქოს ქარს მიაქვს..
    ცრემლის გუბეებს შევუერთე სველი მიწა მე,
    შენი სიტყვები..სიყვარული როგორ ვიწამე..

    შევეგებები ცრემლიანი შავ-თეთრ განთიადს,
    და თვალებს დავხრი..კვლავ დავმალავ სახეს დარდიანს..
    შენ კი გაფანტე იმედები,ფლიდი ფიქრები
    რომ მე ოდესმე დავბრუნდები..შენი ვიქნები..

    ახლოს ნუ მოხვალ..მოშორებით,ჩუმად მისმინე,
    ისიც იკმარე ეს ამდენი რომ მოგისმინე,
    ვიცი გაქრება ეს ოხერი გულის დარდები
    და აღარასდროს..აღარასდროს შემიყვარდები!!

    ახლა კი წადი!გინდ იცინე,თუ გინდ იტირე,
    თუ სხვასთან მნახავ-ნურასოდეს ნუ გაიკვირვებ..
    შენზე არასდროს-წამითაც კი აღარ ვიფიქრებ,
    ნუღა ეცდები დაბრუნებას…აღარ მიგიღებ!