მათხოვარი:(:(

  • კატეგორია:
  • თბილისში დავიბადე,.ქუჩაში ვცხოვრობდი, თუ ამას ცხოვრება ერქვა. მამა სულ მთვრალი იყო, დედას კიდევ ეგონა, რომ მის იქით გზა არ ექნებოდა, ამიტომ აკეთებდა იმას, რასაც მამა უბრძანებდა.ხიდის ქვეშ ვცხოვრობდით.

    ზამთარი მძულდა. გაცვეთილ ფეხსაცმელში შეღწეული სიცივე უსუსურად მისერავდა სხეულს.ალაგ-ალაგ დახეული ზედა და შარვალი მეცვა. ასე რომ ვთქვათ, ბავშვობა არ მქონია. ჯერ დედა მათხოვრობდა, მერე კიდევ ჩემს " ძვირფას ოჯახს" მე გამოვუჩნდი იმედად და ოჯახში ფულის შემომტანი მე ვიყავი, 4 წლის ბავშვი.რა ვიცოდი მაშინ რას ვაკეთებდი, დაპროგრამებულივით ვიყავი, ვიცოდი დილიდან-ღამემდე უნდა ვყოფილიყავი ქუჩაში, ხელგაწვდილი.

    დედა ისე მიყვარდა, რომ ეთქვა მტკვარში თავი დაიხრჩვეო ბავშვური გულუბრყვილობით მართლა დავიხრჩობდი.

    ვმათხოვრობდი ყოველ დღე, არ არსებობდა ჩემთვის არაფერი, რაც არ უნდა ცუდად ვყოფილიყავი სახლიდან მაგდებდნენ.ვაკვირდებოდი ადამიანებს. როცა თხოვნით დავიღლებოდი ღიმილით ვეუბნებოდი მათ:

    - დეიდა, ეგ წიგნი მაჩუქე- დეიდა გამიღიმებდა.

    -დეიდა ეგ ქურთუკი მაჩუქეთ- ეს დეიდა კი უცებ გამეცლებოდა ზიზღით შემყურე თვალებით. ასე მთავრდებოდა დღე.

    განსაკუთრებით მიყვარდა ის ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ, ვუღიმოდი მათ და თვალებიდან სიყვარულს ვჩუქნიდი.მეთქი დიდი რომ გავიზრდები ვინც ფული მაჩუქა, რამეს ვუყიდი და სამაგიეროს გადავუხდი, მაგრამ მოვდიოდი ჩემს ხიდქვეშა სახლში და ყველა იმედი, გახარება და ბედნიერება ქრებოდა. დედა ფულს მამას სასმელში ხარჯავდა, მამას არ შეეძლო რომ არ დაელია, მერე კი დედას სცემდა. ვხვდებოდი, რომ დედის სიყვარული ნელ-ნელა მიქრებოდა.სულ ვნატრობდი, ნეტავ დედამ ხელი შეუბრუნოს ,მერე მაგრად ჩამიკრას გულში და წავიდეთ მამასგან შორს, ოღონდ ეს გაბედოს და მთელი ცხოვრება ვიმათხოვრებ-მეთქი.

    გავიდა 2 წელი, მე ყველაფერს ვუძლებდი. თუ ძალიან არ შემაწუხებდა შიმშილი არაფერს არ ვჭამდი.

    6 წლის ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბავშვს წლოვანების გამო ვამბობ, ჩემი ფიქრები და დარდები არ ჰგავდა 6 წლის ბავშვის ოცნებებსა და სურვილებს.
    ზამთრის ერთ სუსხიან ღამეს დავინახე ლამაზად გამოწყობილი გოგონა მოდიოდა ჩემკენ. მე როგორც მჩვეოდა ისე მივედი და ვუთხარი:

    -რა ლამაზი კაშნე გიკეთიათ. მაჩუქეთ თუ შეიძლება.

    -ოჰ, პატარა ვაჟკაცო, რათამამი თხოვნა გაქვს. ძალიან ძალიან გინდა თუ ისე რა?

    -ძალიან მინდა, რომ მაჩუქოთ. მცივა და თქვენი ჯადოსნური კაშნე გამათბობს.

    ღმერთო ჩემო, ცხოვრებაში ამ თხოვნაზე პირველად და უკანასკნელად დადებითად მიპასუხეს. მოიხსნა თავისი კაშნე და დედობრივი მზრუნველობით შემომახვია ყელზე.

    -შენ უფრო გიხდება. ხოდა შენი იყოს.

    -დიდი მადლობა. რა კეთილი ხართ. უკვე ზამთარი შემიყვარდება, აღარ შემცივდება თქვენი წყალობით.

    - შენ როგორ განსხვავდები სხვა მოწყალების მთხოვ ადამიანებისგან, ფულის ნაცვლად ტანისასმოსს ითხოვ, რა გონიერი ბიჭი ყოფილხარ.

    -შეიძლება მოგეხვიოთ?

    _ კი, როგორ არა.

    წელამდე ძლივს ვწვდებოდი, ვეხვეოდი და სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. სიჩუმე ჩემმა ქალბატონმა დაარღვია.

    - როგორ მინდა დაგეხმარო, წაგიყვანო ჩემთან სახლში და მოგიარო, ვიზრუნო შენზე. შენ არ ხარ ქუჩის სიბინძურისა და ბოროტების ღირსი. მე არსად არ ვმუშაობ, ჯერჯერობით ვსწავლობ, ჯიბის ფულს დედა მაძლევს, თუ კი ყოველ დილას 9 საათზე ამ აღმართზე დამელოდები დაგეხმარებით მეც და ჩემი მეგობრებიც.მინდა, რომ იზრუნო შენს მომავალზე და არ გაიზარდო ბოროტი და დაუცველი.

    -არ მინდა თქვენი დახმარება, მაინც სახლში უნდა მივიტანო, მამას სასმელში დავხარჯო და მერე მან დედა სცემოს, არ მინდა ფული.
    -თუ კი ასეა, მაშინ ცალკე დაიწყე ცხოვრება.მე ყველაფერში დაგეხმარები, რაც კი შემეძლება, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ ამ დახმარებას ცუდად არ გამოიყენებ. შენი მშობლები არ ზრუნავენ შენზე. ვიცი, დედა გეცოდება, მაგრამ მას თუ ეცოდები შენ? მას თუ უყვარხარ ერთ დღესაც მიატოვებს ქმარს და მოგძებნის. არ შეგეშინდეს. მე შენთან ვარ და ვიქნები.შეიყვარე შენი თავი. იზრუნე შენს მომავალზე. შენ ჯერ პატარა ხარ და უკვე იმდენ რამეს შეეჭიდე, იმდენჯერ გეტკინა ეგ წმინდა გული, რომ ახლა შენც იმსახურებ ბედნიერებას. მე დამიჯერე და მე მომყევი.ღმერთი შენთან არის ყოველთვის.

    - ვინ არის ღმერთი?

    -ის ყველაზე კეთილია მთელ დედამიწაზე.როცა შენ მას გულში იპოვი, დარწმუნდები რომ ამქვეყნად ვერაფერი დაგამარცხებს.ღმერთს ყველა უყვარს.

    -მამაჩემიც?

    -მამაშენიც უყვარს.ის მოწყალეა. ღმერთი ბედნიერებას ანიჭებს ადამიანებს დიდი მწუხარების და განსაცდელის შემდეგ. განსაცდელი კიდევ ისაა, როცა რაღაც პერიოდი ადამიანი უბედურია და ცუდი რაღაცები შეემთხვევა ხოლმე. ღმერთს ვერავინ ხედავს, რადგან ის დიდსულოვანია და ზეცაში ცხოვრობს, ზემოდან გვიცავს და გვმფარველობს.დამპირდი რომ ბოროტად არ გამოიყენებ ღმერთის გულისხმიერებას, მის სიყვარულს.

    - გპირდები. შენს მასწავლე როგორ ვიცხოვრო და ისე მოვიქცევი.

    შუბლზე მაკოცა, მე მათხოვარს, რომელსაც დედაც არ ჰკოცნიდა. რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა მის გვერდზე. ყველაფერი ერთად მოგროვდა ჩემში სიყვარული, სითბო, ზრუნვა, ყურადღება, ვიღაცას ვაინტერესებ თურმე.

    მერე დაიწყო ბედნიერი დღეები. აღარ მივსულვარ ჩემს ძველ სამყოფელში.სულ ველოდებოდი დილის 9 საათს, რომ ჩემი ქალბატონი მენახა,ის კიდევ ყველასგან განსხვავებული სილამაზით მოაბიჯებდა, მაკოცებდა, დამეხმარებოდა და შემდეგ მეორე დღის 9 საათს მოუთმენლად ველოდებოდი.მის პირობას ვასრულებდი. ყულაბა მაჩუქა, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა.დღე ისე არ გასულა რომ 5 თეთრით მაინც არ დამხმარებოდა, მისი მეგობრებიც გულმოწყალენი იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ ყური მომიკრავს:

    - ამ მათხოვარ ლაწირაკთან რა გესაქმება?

    - შენთვის მათხოვარი ლაწირაკი, ჩემთვის პატარა ძმასავით არის, და შენზე მეტი სიკეთის გაცემა შეუძლია -.უპასუხია ჩემს ქალბატონს.

    წერა-კითხვა მან მასწავლა.რა დამავიწყებს გაკვეთილებს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.

    რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს 6 წელი ასე ვიმათხოვრე.ჩემმა ქალბატონმა სწავლა დაამთავრა. იმის საშიშროება დამიდგა, რომ მას ვეღარ ვნახავდი, მაგრამ არ გამწირა.მალე მუშაობა დაიწყო, ადრე თუ 10 თეთრს, 50თეთრს და ლარს მაძლევდა ახლა უკვე ჩემი შემოსავალი ყოველ კვირეულად 10 -15ლარს შეადგენდა. მილიონერი მეგონა ჩემი თავი. ბოლოს ქარხანაში დამაწყებინა მუშაობა, იქ ყუთებს ვზიდავდი და ჩემი ხელფასი მქონდა.უკვე მივხვდი, რომ ადამიანი ვიყავი.პირად ცხოვრებაზე ბევრს არ ვისაუბრებ. 5 წელიწადში გავიცანი ანა. ძალიან შემიყვარდა. არ ვიცი ჩემში რა მოეწონა მას , მაგრამ მალევე შევქმენით ოჯახი.როცა უკვე მყარად დავდექი ფეხზე ჩემი ქალბატონი გაქრა, საკუთარი კერა მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ქალბატონის სახლიც არ ვიცოდი, რომ უბრალოდ მენახა და მადლობა მაინც გადამეხადა ყველაფრისთვის.ჩემი ქალბატონი დამეკარგა და მაშინ მივხვდი, რომ მისმა ღმერთმა მე ის გამომიგზავნა განსაცდელის დროს, ღმერთსა, ჩემს ქალბატონსა და ანას ვყვარებივარ მხოლოდ ამ ქვეყანაზე.

    ერთ დღეს ჩემს კართან წერილი ვნახე.რა თქმა უნდა ჩემი ქალბატონისგან იყო. გავხსენი და წავიკითხე:

    " მიხარია, რომ ბედნიერი ხარ. ახლა შენი ცხოვრება გაქვს. ეს იყო ჩემი მიზანიც. ძალიან ძლიერი და მიზანდასახული ხარ,ამაყი ვარ რომ ყველა დაპირება აასრულე. მე სულ შენ გვერდით ვიქნები სანამ მე და შენ ვიარსებებთ. ამიტომ ნუ შეგეშინდება თუ რამე განსაცდელი შეგემთხვევა. მომიწია უცხოეთში გამგზავრება.მაგრამ ამაზე არ იდარდო.როცა გეგონება რომ მე შორს ვარ და ვერავინ დაგეხმარება სწორედ მაშინ გავჩნდები შენთან და ერთ რამესაც გასწავლი, სულ გქონდეს იმედი, სულ რომ ყველაფერი გაქრეს ერთ დღეს იცოდე რომ შენი ქალბატონი არასოდეს გაქრება. როცა იმედი გაქვს ყველაზე ბედნიერი ხარ და ხედავ ათას შანსსა და გზას გადარჩენისას. ძალიან მიყვარხარ."

    შენი კეთილის მსურველი ქალბატონი.