ბრმა თვალებით დანახული სიყვარული...
კვირები და თვეები გრძელდებოდა ეს ისტორია და პატარა, შეყვარებული ბავშვები იზრდებოდნენ - ბიჭის ცალმხრივ სიყვარულთან ერთად...გაზაფხულის პირველივე დღიდან გოგონას მოსდიოდა წერილი, რომელსაც წაუკითხავად კუჭავდა და სანაგვე ყუთში აგდებდა...დღეები გადიოდა...
3 თვე მიიმალა ავსებული ურნის უკან და სიცოცხლის სეზონის უკანასკნელ დღეს, უკანასკნელად სცადა ბედი და უკანასკნელი წერილი დაწერა...მისთვის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ საღამოს გოგონამ 92-ე წერილი მიიღო...სწორედ იმ ერთადერთხელ მას ქალურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია და ლაქით გადაღებილი თითებით მოვარდისფრო სურნელოვანი კონვერტი გახსნა...
მერე იყო ღამე, რომელიც ამაყმა ქალიშვილმა ტირილში, უკვე გაციებულმა ბიჭმა კი შვებაში გაატარა...ის მხოლოდ ტიროდა და ვერაფრით დაეჯერებინა, როგორ ვერ მიხვდა ამ ყველაფერს...ტირილი ვეღარ შველოდა...უკვე გვიანი იყო...საბრალოს ხელთან დავარდნილი კალამი ისევ სუნთქავდა...ისევ მისი სიყვარულით...ტყუილად ელოდა მორიგ სასიყვარულო წერილს, რომელსაც მისი წვერი მოხაზავდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რას წერდა მისი მელანი სინამდვილეში...
გოგონამ კი ეს უკვე იცოდა...
უკვე ეძინა...
ღიად დარჩენილი ფანჯრიდან შემოჭრილი სიო აფრიალებდა ღია ფერის ფარდას...იქვე მაგიდასთან კი კვლავაც ეგდო საბედისწერო ფურცელი, რომელზეც არათანაბარი, მაგრამ ლამაზი ასოებით გულისგამგმირავი სიტყვები იყო გამოყვანილი: „და სწორედ ამ ლამაზი გაზაფხულის სურნელოვან დღეებს მე ვერ ვხედავდი...გხედავდი მხოლოდ შენ...თვითონ კი ვერც შემამჩნიე“
...ქალიშვილის თვალებიდან ჩამომდინარი მარილიანი ცრემლები ღაწვებთან შეჩერებულიყვნენ, ბიჭის დაბინდული, ბრმა თვალები კი დაუხუჭავად მისჩერებოდნენ მისთვის საუკეთესო ქალის ფოტოსურათს...