მე ვიდექ გარეთ
მიფარფატებდა ქარი საყელოს,
ცივი ფიფქები მივსებდნენ კისერს,
და ვუყურებდი,
სველ ხეთა ძირში მიმქრალ ანგელოზს,
რომ ოცნებობდა ზეცაზე ისევ.
ცვიოდა თოვლი
და მისველებდა თმებს და ტანსაცმელს,
ხეებს ეფარათ თეთრი მანდილი.
ნათლად ვხედავდი,
მე,მის თვალებში,როგორ ჯვარს აცვეს,
ყველა ოცნება.ყველა ნატვრა,ყველა წადილი.
ციოდა,ჰქროდა,
განუწყვეტელი ქარი ორპირი,
თვალებს მიწვავდა ჰაერის სუსხვა.
ზურგს უკორტნიდა,
დაღლილ ანგელოზს ქარი ორბივით
და ესობოდა ფოლადის ლურსმნად
გაციებული,
მე უმიზეზოდ ქარბუქში ვიდექ,
ზამთრის მუსიკით გარემოცული
და ანგელოზი,
უსულოდ იწვა ნამქერში პირქვე,
დაბერებული და გამოცლილი.