შენ რა იცოდი რომ შემიყვარდი..
და რომ ფიქრები კვალდაკვალ გსდევდა,
ჩემი მეგონე უთქმელი დარდი,
თურმე ყოფილხარ ერთგული სევდა.
რა იქნება რომ არ ვიყო ბოლო
ჩემს სანაპიროს მოადგე გემით,
ეს საიდუმლო მე ვიცი მხოლოდ
შორეული ხარ ოცნება ჩემი.
მე რა გიბრძანო მაღალო ღმერთო,
თუ თავად არ გსურს ვიბრძოლო მისთვის,
მიყვარხარ, გეტყვი შენ, ერთადერთო,
არასდროს ასე არ მითქვამს სხვისთვის.
მოგენატრები, და მაშინ მნახავ
მთვარე დაიწყებს ღრუბლებზე ცოცვას,
დაგესიზმრები ვდგავარ შენს თავთან
და სასთუმალთან ვიქვცევი ლოცვად.
საით მივმართო გრძნობების სეტყვა,
ნუთუ იქ სადაც არავინ მელის,
შენს თვალებს სიზმრად რამე რომ ეთქვა
მე მოგიკრეფდი ვარსკვლავებს ხელით.
შენ შემიცვალე ცხოვრების ნირი
და გამახსენე უტკბესის გემო,
შენ გამიმდიდრე ცხოვრება მწირი
გული ამინთე, ვარსკვლავო ჩემო.