ჩემს ირგვლივ
რომ წავიდოდა ცივი ზამთარი
და წაიღებდა თავის ცივ გრძნობებს,
რომ მოვიდოდა ზხელი ზაფხული
და რომ ჩვენს გულებს ის გაათბობდა
გაყინულ გრძნობებს გააცოცხლებდა
და დაადნობდა ყინულის სახლ-კარს ,
რომელშიც მხოლოდ სასოწარკვეთა იბადებოდა.
მწამდა სიცივეს სითბო შეცვლიდა....
თუმც გარეთ იყო საშინელი სიცხე, გოდება
ჟრიამული და ხალხის მოდება
ჩემს ირგვლივ სითბო ვერას შვებოდა,
ვეღარ ადნობდა ყინულის ფენებს
ჩემი სასახლე დღითიდღე უფრო ცივი ხდებოდა
და ირგვლივ ისევ ქარბორბალა იგრიხებოდა.