ჩემს მეუღლეს
სულ შენთვის და შენთან ვივლი...გვერდიდან არ მოგცილდები...
ძვირფასო,ვინ იცის თუ სადმე შეგაჩერებს დაღლილობა,ან სიცხე მე დაგიჩრდილავ მზეს...ცივ ხელებს დაგაფენ შუბლზე და პეშვიდან შეგასმევ ანკარა წყალს...
სადაც არუნდა წახვიდე მოვალ და სულს მოგათქმევინებ...გავლამაზდები და მოვირთვები ალუბლებით,რომ შენს სიახლოვეს ვიარო სხვებზე ლამაზმა...
ძვირფასო და ნუ დახუჭავ თვალებს ჩემი გამოჩენისას...
ნაბიჯებად ვიქცევი და სათითაოდ ავკრეფ შენს ნატერფლებს ქვიშიანი სანაპიროდან...
გაგამხნევებ და ყოველი შეღამებისას ვილოცებ შენთვის...ყოველ გარიჟრაჟზე გიპოვნი და მადლიანი დილის გათენებას გისურვებ...ყოველი მონატრებისას დაგაკვირდები,რომ მთელი დღეები მხოლოდ შენი ხალი მახსოვდეს ტუჩებთან ახლოს...
სად არ წავალ და რას არ შევძლებ...ოღონდაც შენთვის,ოღონდაც შენთან...
ქუჩებს გადავივლი გადარეულს და ათიათას ნათქვამ სიტყვაში ვიპოვნი შენთვის უთქმელს...ათიათას ხელის დაქნევაში მოვბრუნდები მხოლოდ შენი ხელებით და წავალ ისევ,რომ თავიდან მოვბრუნდე...