პოეზიის გოლგოთა

  • კატეგორია:
  • შენ უსაზღვრობა მოგექცია გსურდა საზღვრებში,
    მატერიალურს გამიჯვნოდი ცდილობდი მუდამ,
    და იმას ალბათ ვერასოდეს გაისაზრებდი,
    ვიღაცა წერდა - ყვიროდა და ვიღაცა დუმდა...

    ფაქტი ერთია, პოეზია გზაა ულევი,
    მიწის ფსკერიდან გალაქტიკის მიღმა გაშლილი,
    იგი ჩხრიალებს ოცდაათი ვერცხლის ფულივით,
    რაც პირველცოდვის შედეგია, - ევას ვაშლივით..

    ნიღბების კერვას უნდებოდი, წერას კი არა,
    თუმც პოეტისას ვერ ირგებდი, ვერ იკერებდი,
    შენი ლექსები, გექცა შენვე ანტიპიარად...
    გულდაწყვეტილი დადის ღამით პოეტერენტი.

    გზა კი ორია, ვერტიკალი - ქვევით და ზევით,
    მოდიხარ გეზს კი ძველებურად, არა და არ ცვლი,
    ჰორიზონტზე კი ამაღლდები ცისკარზე მზე ვით,
    იმის მიხედვით ჯვარს გაცვამენ – მარჯვნივ თუ მარცხნივ.

    ავტორი: გიორგი გაბაიძე