istoriebi
ნახე ვინ არის აქაც “გაიჩითა” მეთქი დავივიწყებ და...........
-ვინ არის რომლის დავიწყებაც გინდა,ვისაც გაიცნობ ყველა ბიჭი გიყვარდება.
დაცინვით უთხრა ნუცამ და იქით გაიხედა საითაც თაკო უთითებდა,სანდრო სასრიალოდ ემზადებოდა.
-ნუცა,ძალიან გთხოვ ნუ მკბენ,შენ გირჩევნია შენს წიგნებს მიხედო,ცოტა ხანში ორმაგი სათვალე რო დაგჭირდება მერე ნახე,ისე რა მაგარი “კაიფი”იქნებაა.
თაკოს ხმამღლა გაეცინა,სანდრომ გოგოებისკენ გამოიხედა,მაკომ და თაკომ ასე თუ ისე იცოდნენ თხილამურებზე დგომა.
-აუუ ნუც,შენ გაგებაში აარა ხარ არა?-ჰკითხა მაკომ.
-გაანებე თავი,ცოტახანი დააცადე რაღაც წიგს “დააძრობს” და დაიწყებს სწავლას მწვთნელიც არ უნდა.
-თაკო ძალიან გთხოვ მოკეტე და თუ სრიალებ ისრიალე სანამ კისერი არ მოგიტეხავს-გააჩუმა გოგო მაკომ.
თაკომ სანდრო რაც იმის მერე სულ იპრანჭებოდა,ცდილობდა როგორმე ყურადღება მიექცია.
-სასწრაფოდ მწვთნელი მჭირდება,თქვენ იციგურაოთ და მე გიყუროთ??არა მე მაგ ამბავს ვერ შევეგუები,რა არის ეს ლადო სულ სხვებს როგორ უნდა ასწავლიდეს ჩემამდე ვერ მოვიდა რა-ბუზღუნებდა ნუცა.
ამ დროს ნუცას სანდრო მიუახლოვდა-არ გინდა დაგეხმარო?
-არა გმადლობთ.
-საიდანღაც მეცნობი...
-საიდან და უბნიდან-მიახალა ნუცამ.
-მოდი გასწავლი სანამ შენი მწვთნელი მოვა ეგრე უნდა იჯდე?წონასწორობის სენარჩუნებას მაინც მიგაჩვევ.
-კაი ოღონდ ცხვირ-პირი არ დ
მამტვრევინო,დარწმუნებული ხარ რო რამე გამოვა???
ბიჭმა თავდაჯერებულად გაუღიმა.თითქმის მთელი საათ-ნახევარი ახსნა-განმარტებაში იყო სანდრო,მთელი მონდომებით უხსნიდა გოგოს.
-შენ ამბობდი საერთოდ გაგებაში არ ვარ?საერთო ჯამში ცოტა გცოდნია.
-ჰოო,შარშან რაღაცას ვცდილობდი,მოდი სანდრო სულ ზემოთ ამიყვანე,თურმე მაგარი ყოფილა,მწვთნელმა გამაფრთხილა არ აახვიდეთო.
-კაი წამო.
სანდრო და ნუცა ნელ-ნელა შეუყვნენ გზს და ცოტა ხანში ყველაზე მაღალ ტრასაზე იყვნენ,ნუცა აღფრთოვანებული იყო.
-გოგო იცი აქედან შენ კი არა ყველაზე მაგარ მოთხილამურეებს უჭირთ დაშვება,როგორ აპირებ ჩამოსვლას?
ნუცა გაჩუმდა.-რა ვიცი რამე იქნება,ბოლო-ბოლო მწვთნელი ამომაკითხავს.კარგა ხნის გასვლის შემდეგ მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს სანდრომ ზურგზე შეისვა ნუცა და ასეთ მდგომარეობაში დაეშვა ზემოდან.
-ვაა,შენ რა ნაგარი ყოფილხარ და არ მცოდნია.
-მაგარი კი არა მაგა რისკზე წავედი ორივე რო დავმტვრეულიყავით??ამ დროს მატ თაკო და მაკო მიუახლოვდნენ.
-გოგო სად ახვედით,ისე ხალხი სულ თქვენ გიყურებდათ,კაი იყო არა??
-აუუ მაგარი მომშივდა წავედით რა და ნუცა დაიძრა გოგოებიც მას გაყვნენ.
-მადლობა ვის ნუცა?მიაძახა სანდრომ.ნუცას გაეცინა.
-შენ და “ჯეოსელს”.
თაკო დაიბოღმა,სანდრო ისე მოიქცა თითქოს არც კი იცნობდა და არც ამჩნევდა თვითონაც ვერ დაეკონტაქტა.-თაკო რა გჭირს?ჭამე ან თქვი რამე რას გაჩუმებულხარ?-ნუცა რაო სანდრომ ზემოთ ხო არ გაგინა?ძვლის ამოიღო ხმა გოგომ.ნუცა მიხვდა თაკოს დაბოღმის მიზეზს.
-შენგან განსხვავებით წერილები არ გამიგზავნია და არც ცრემლები მიღვარღვარებია,აშკარად იცის სანდრომ ვინ არის საგინებელი.მაკოს გაეღიმა.ნუცამ აღფრთოვანებით გააგრძელა მოყოლა,თან თაკოს ჯიბრზე რაღაცეებს ამატებდა.მთელი საღამო თაკო ნუცას “ეიაზვებოდა”ერთ სიტყვას არ არჩენდა ნუცას ნერვებს უშლიდა მაგრამ ნუცა არ იმჩნევდა.მაკო როგორც ყოველთვის გამშველებლის ამპულაში იყო.
-აუუუ,ჩვენ ოთახში მაინც არ მოხვედრილიყო დამღალა რააა....
დილის 5 საათზე ნუცა თავზე დაადგა თაკოს და ნელ-ნელა შეუდგა მის გაპასტვას.დილით ნუცა მისმა კივილმა გააღვიძა,მაგრამ გადაბრუნდა და ვითომ ღმად ეძინა თან ჩუმად იცინდა,მთელი დღე გააწამა,ყავაში იმდენი მარილი ჩაუყარა,გოგომ რო მოსვა ლამის ცუდად გახდა.მერე სადილობის დროს სკამი გამოაცალა და ამდენ ხალხში თაკო ძირს გაიშხლართა.-კაი ნუც,რა დაგემართა ცოდოა,რამე წიგნი არ წამოგიღია?ანერვიულდა მაკო.
-თვითონ დაიწყო “იაზვობა” შენ რაღაც ძაან შეგტკივა გული თაკოზე და რაო პატარავ გინდა ამაღამ შენც გაიპასტო?
-არც გაბედო თორემ კბილის პასტას მთლიანად გადაგაყლაპებ გაიგე??!
მთელი ჯგუფი შეშინებული იყო,ყველა კბილის პასტას მალავდა და ოთახებს კეტავდნენ.მუქარის მიუხედავად გაპასტვას მაკოც ვერ გადაურჩა.