)))

  • კატეგორია:
  • -ნახე მაკო რა ბანძი სიტუაციაა სანდროს ხედავ სადმე?მგონი ძალიან ადრე მოვედით....გოგონებს ლაშა მიუახლოვდა.
    -ამ ბიჭის ატანა არ მაქვს,მაკო მომაშორე თორემ სკანდალს ავუტეხ.ლაშა ძალიან ახლოს მივიდა ნუცასთან და ლოყაზე აკოცა.
    -სანდრო,ხო გითხარი ლაშა და ნუცა ერთად იქნებიან კარნავალზეთქო.სანდრომ არ შეიმჩნია,თუმცა დაიბოღმა.მთელი საღამო ვერც კი ამჩნევდა ნუცას.მთელი საღამო ლაშა კუდში დასდევდა ნუცას,გოგო წყობიდან გამოიყვანა მისმა საქციელმა თაკო კი კმაყოფილი იყო ლაშას საქციელით.
    -ლაშა ეგრე გააგძელე სანდრო უკვე დაიბოღმა ხომ ხედავ ზედაც არ უყურებს ნუცას?ისე არ მოგწონს?შეაბი,ზუსტად საშენოა,ცოტას გაგანათლებს.
    -მაგარი ბოღმა ვინმე ხარ,ისე უნდა აღიარო ნუცა დღეს მაგრად გამოიყურება,ვიდზეა გოგჩო.არ გეწყინოს და გემოვნებაში მოიკოჭლებ ეგ არის და წითლებია მოდაშიო და სულ გადაწითლებულხარ ეგ ტუჩები რას გიგავს!.....
    -დავაი რა,შენ საქმეს მიხედე მთავარია მე მომწონს.მაკო ერთობოდა ნუცამ ცოტა არ იყოს მოიწყინა.
    -ლაშა თავს არ დამანებებ?შე თაკოს “შისწიორკავ” დაჩმორებული ხარ?
    -გეყო ნუც შეურაცყოფის მოყენება,რა რაზბორკებს მიწყობ,დამშვიდდიი უბრალოდ მართლა მომწონხარ........
    -კაი წყვილი ხართ,ერთმანეთს მართლა უხდებით ისე ჩემი დამსახურებაა ეგ ამბავი-ირონიულად ჩაულაპარაკა ნუცას თაკომ.
    -მართლა?შენი ყბედობა არავის აინტერესებს,გირჩევნია ლაპარაკის მანერა შეცვალო ტუჩების დემონსტრირებას ნუ ახდენ,ისედაც “გეძმას”გავხარ!-სანდროს სიცილი აუტყდა.
    -რა გაგიტყდა?წადი იცეკვე და მოგეშვება-ურჩია გოგოს მაკომ.
    სიტუაცია ცოტა არ იყოს და აირია,ბიჭები დათვრნენ.
    -ნუცა ცეკვა არ გინდა?-მიუახლოვდა გოგოს სანდრო.
    -რო გადათვერი მაშინ გაგახსენდი,ეგეთ მდგომარეობაში თაკოს ეცეკვე,ისედაც არ არის მოწყენილი და კარგად გაართობ.
    -ლაშა სად არის როგორ მიგატოვა აე ეჭვიანობ?
    -შენ უფრო გაქვს საეჭვიანო ნახე თაკო როგორი ჩახუტებული ცეკვავს ლაშასთან,მას კი გოგოების არჩევა კარგად გამოდის.
    -მაგარი არ მადარდებს,ისე კარგად გამოიყურები,წიგნი რა სტადიაში გაქვს ამთავრებ?
    -არა დასასრული ვერ მოვიფიქრე.
    -უჩემოდ ვერც მოიფიქრებ,მე ვარ მაგ წიგნის მუზა.
    -სანდრო გირჩევნია სადმე მიიძინო.
    სანდრო ძალიან ახლოს მივიდა გოგოსთან და მოფერება დაუწყო.
    -ნუც მიყვარხარ!!!
    ნუცას არ ესიამოვნა სასმლის სუნი და ბიჭის ხელები უხეშად მოიცილა,თაკოს ეს სცენა არ გამორჩენია,თვალები სულ მათკენ ჰქონდა,ნუცა აიმღვრა,აირია,ჩაიცვა და მაკოსკენ გაემართა.
    -მაკო მე ტაქს ვიძახებ დ მივდივარ შენ თუ გინდა დარჩი.
    -არა მეც წამოვა და ამაღამ შენთან დავრჩები,
    ნახევარ საათში გოგოები ნუცასთან იყვნენ.
    -მაგრად დავიღალე და მეძინება,
    -ჯერ მითხარი სანდრომ რა გითხრა?
    -გატრეტილი მთვრალი იყო,როცა დათვრა მაშინ გავახსენდი.სიყვარულის ახსნა და მოფერება დამიწყო,ხო იცი მთვრალ კაცებს ვერ ვიტან მით უმეტეს სანდრომ ძალიან გამაღიზიანა,იცი როგორი უჭირავს?შენ დამნაშავე ხარ ლაშას ხვდებიო მაგრამ მე მაინც გაპატიებო ეს მიშლის ნერვებს გამომივიდა თვითონ “ჩესწი”კაცი.
    -ადამიანი რასაც სიმთვრალეში ამბობს ყველაფერი მართალია,ხომ გაგიგონია?
    -მე უკვე აღარაფრერი არ მაინტერესებს,სულ ერთად არიან,ერთობა ბიჭი,მე ერთხელ მნახა ბიბლიოთეკაში მასთან ერთად და ჩაიხვია დებილი ბავშვივით,ჩემ სტილში არ ზიან ეგეთი არასტანდარტული ბიჭები.
    -იმიტომაც არ შეგიყვარდა არა???
    -კაი დავიძინოთ!