სული სიყვარულს წერდა......

შენი თვალები აპრილის ფერი...
იღიმის როგორც მარტი სილაზე...
ატმის კვირტებში ფიქრებით მღერის....
შეყვარებული შენი სინაზე....
თოვლის ფანტელი გაყრია თავზე...
მომნატრებია მე შენთან ყოფნა...
შენ ამაყი ხარ...ამაყი...ქარზე...
და სპეტაკი ხარ...ვით დედის კოცნა...
შენ სიყვარულის ფიქრები გცვივა...
მივსდევ ყოველ ფიქრს...და ვიკრავ გულში...
ვაი თუ კარგო...უჩემოდ გცივა...
ვაი თუ სხვასთან იყავი გუშინ...
მე აჩრდილივით დაგეძებ ისევ...
გულში სანთელი ავანთე შენთვის...
ჩაუქრობელი გრძნობები მიწვევს...
ჩამოვასხი და უშენოდ შევსვი....

ავტორი: ნინო მაჭავარიანი