ბედის ირონია
- გამარჯობათ! თქვენ ბრძანდებით ექიმი ბექა მესხი?!
- დიახ, მე გახლავართ! – მშვიდად იჯდა ექიმი მაგიდასთან თეთრ ხალათში და რაღაცას წერდა.
- მე თქვენთან გამომგზავნეს. . . ბექა მორგოშია ვარ, მგონი გელაპარაკნენ ჩემზე. . .
- დიახ, დიახ. მობრძანდით, დაბრძანდით. . . – ბექამ წერა შეწყვიტა. . . .
უცებ მობილურმა დარეკა და ახალგაზრდა ექიმს უკმაყოფილება დაეტყო. . . ტელეფონი გათიშა და ჩაილაპარაკა: - ეს გოგოები, მოკლედ სიყვარული. . . ყველას ეს აწუხებს. . .
ბექა მესხი 28 წლის ახალგაზრდა ექიმი იყო, უცხოეთში ჰქონდა დამთავრებული უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის განხრით.
- ბატონო ბექა, მოდით, ყველაფერი მომიყევით. . .
- გიყვართი!
- ბატონოი!
- ვინც დაგირეკათი!
ბექამ უცნაურად შეხედა კაცს და თვალებით აგრძნობინა, რომ რაღაც გრძნობა გააჩნდა. . .
- მოგიყვეთ ყველაფერი? თუ ის, როგორ შევეჩვიე მე ამ ყველაფერსი
- ყველაფერი. . . აბსოლუტურად ყველაფერი. . .
- მაშ, დავიწყოთ. . . ძალიან გრძელი ამბავია. . .
ბექამ მდივანი გააფრთხილა დღეს მეტს არავის მივიღებ და არ შეგვაწუხოთო.
- 13-14 წლის ვიქნებოდი, მეგობარს ვარჯიშზე გავყევი, ის სპორტსმენი იყო და ფიზკულტურას ვარჯიშობდა დამატებით. ერთმა გოგონამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება. . . ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე მეც დამეწყო სიარული ფიზკულტურაზე. . . ძალიან მალე შევეჩვიეთ ერთმანეთს. . . საერთო ძმაკაცი გვყავდა, ამან უფრო შეგვიწყო ხელი ურთიერთობაში. . .
* * *
- ბექა დამელოდე, ასე ჩქარა არ შემიძლია!
- ნანკა, ცოტა მოუმატე, ცოტა და დამეწევი. . .
- ვერ გეწევი, დამიცადე. . . დავიღალე. . .
- ჰო, კარგი, კარგი. . . აი გიგაც მოვიდა. . .
- სადი! სად ხედავი!
- აგერ! მოდის, წამო, გავაგრძელოთ, დაგვეწევა. . . გიგამ გაიხადა ქურთუკი და მეგობრებს შეუერთდა. . . ისინი დარბოდნენ. მასწავლებელი მათ ყოველდღე ახალ-ახალ ვარჯიშებს აკეთებინებდა. იქ ყოველდღე მხიარულება და ჟრიამული იყო.
გიგა და ნანკა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, პატარაობიდან ერთად ვარჯიშობდნენ, ბექაც მალე შეუერთდა ნანკას და გიგას მეგობრობას, გიგას ისიც დიდი ხანია იცნობდა. ისინი თანასკოლელები იყვნენ. . .
* * *
ნანკას და ბექას თითქმის პირველი დანახვისთანავე მოეწონათ ერთმანეთი. ნანკა უფრო თბილი და გულღია ბავშვი იყო, ბექა კი პირიქით სიყტვაძუნწი და ცივი. გიგა ორივესთან მეგობრობდა, ორივე ძალიან უყვარდა და ორივეს აფასებდა. . .
ყოველდღე ხვდებოდნენ განუყოფელი სამი პიროვნება ერთმანეთს. . . ისინი იხსენებდნენ განვლილ, ერთად გატარებულ დროს, განსაკუთრებით კი გიგა და ნანკა არ ჩერდებოდნენ. . .
- გიგა გახსოვს ერთმანეთი რომ გავიცანით, ერთმანეთს ვერ ვიტანდით. . .
- ჰო, ნერვებს მიშლიდი და სულ ვჩხუბობდით. . .
- თქვენ და ერთმანეთს ვერ უგებდითი!
- ჰო, რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, მე ერთი ოთხი წლის წინ გიგას ვერ ვიტანდი, მეტიც ერთხელ წადი და აღარ დაბრუნდე – მეთქი, - მივაძახე. გახსოვს, გიგაი!
- ჰო მახსოვს, ვარჯიშიდან სოჩაში უნდა წავსულიყავით. ნანკა მიდიოდა, მე კი არ ვიცოდი, წავიდოდი თუ არა. . . ბოლოს ნანკას ნერვების მოსაშლელად ვთქვი მეც მოვდივარ-მეთქი. ნერვები აეშალა და გამომლანძრა. ერთმანეთს არაფერს ვაკლდებდით. მერე მისი ჩხუბი ყელში ამომივიდა და ვუთხარი: არ მოვდივარ, კახეთში მივდივარ – მეთქი და ეგეც მაშინ მომაძახა. გულში შევიგინე. . .
- ასეთი აუტანლები ვიყავით ორივე. მერე ვერც მე წავედი სოჩაში, გიგა კი კახეთში ისვენებდა, როცა სექტემბერში დავბრუნდით გიგამ თბილად გადამკოცნა და მომიკითხა. . . იმ დღის მერე ჩვენი ჩხუბი წარსულს ჩაბარდა. . .
- ჰო მერე არც ერთხელ არ გვიჩხუბია. . .
- თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ! არ გაგიგიათ, ჩხუბით დაწყებული ურთიერთობა ყოველთვის კარგად მთავრდებაოი!
- ჰო, ბექა, ალბათ მართალია. ჩვენ და ძმასავით ვართ!
ვარჯიშობდნენ და მეგობრობდნენ. . . მაგრამ ნანკასა და ბექას შორის მაინც რაღაც ზღვარი არსებობდა. . . დადგა პირველი ზაფხული, დღე მათი განშორებისა, ყველა დასასვენებლად გაეშურა. ნანკა მშობლებთან ერთად ქობულეთში ესტუმრა თავისი მეგობრის ოჯახს. . .
ნანკა ბექასთან დაქალს არეკინებდა და ამით იქარწყლებდა მონატრებას. ისინი თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ ერთმანეთს. ერთხელ ბექას ნანკაც შეხვდა და ილაპარაკეს, მაგრამ ბექამ იგი შეცვლილი სახელით ვერ იცნო. . . ბექა თურმე ბათუმში ისვენებდა და გოგოებს ბათუმში ჩასვლა სთხოვა, გოგოები კი, პირიქით, ფიქრობდნენ, რომ ბექა ქობულეთში ჩავიდოდა და გეგმებს აწყობდნენ, თუ როგორ მოეწყოთ ვითომდა მოულოდნელი შეხვედრა ბექასი და ნანკასი. . . . არც ბექა ჩასულა ქობულეთში და არც გოგოები ბათუმში. . . . ზარები აგვისტოს ბოლოს შეწყდა. . .
* * *
სექტემბერი. . . . ისევ დაიწყო ვარჯიში. . . ნანკა მოუთმენლად ელოდა ბექას გამოჩენას ვარჯიშზე, სანატრელი დღეც დადგა. ნანკამ შორიდან მომავალი ბექა დაინახა და თვალები გაუბრწყინდა. . .
- ნანკა, როგორა ხარი გადაკოცნეს მეგობრებმა ერთმანეთი. . . .
- კარგად, ბექა, შენ როგორ ხარი
- მეც კარგად ვარ, ახლა ცოტა ცუდად ვიყავი, მაგრამ გამოვკეთდი. . .
- სად დაისვენე, კარგად გაატარე დროი გოგომ ინტერესიანი თვალებით შეხედა ბიჭს, თითქოს არ იცოდა, სად ისვენებდა და როგორ იყო. . .
- ბათუმში ვიყავი, კარგი დრო ვატარე. . . შენ სად იყავიი
- მე სოფელში, მეც კარგი დრო ვატარე. . . მოიტყუა გოგომ. . .
ბექა სიტყვაძუნწობასთან ერთად ძალიან მხიარული იყო, ყოველთვის ის აცინებდა ჯგუფელებს, მასწავლებელი კი ყოველთვის მას ეჩხუბებოდა, ნუ მასხრობო. . .
* * *
ახლოვდებოდა ბექას დაბადების დღე, ნანკას ერთ-ერთი ჰობი დაბადების დღეების მილოცვა იყო. იგი წინასწარ ემზადებოდა, თუ როგორ უნდა დაერეკა და მიელოცა ბექასთვის დაბადების დღე. დადგა ეს დღეც. ნანკა დილიდანვე უაზროდ ნერვიულობდა, ყოველ წუთს საათს უყურებდა, - ახლა დავრეკოი! არა, არა, ცოტა გვიან. . . ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა. . .
- ბექას სთხოვეთ. . . .
- ბექასი! ახლავე. . .
- ბექა, როგორ ხარი
- კარგად! რომელი ხარი
- ნანკა ვარ. . .
- უი, როგორ ხარი
- მე კარგად, შენ რას შვებიი მოდიხარ დღეს ვარჯიშზეი
- არა დღეს არ მოვდივარ. . .
- ბექა, იცი რა უნდა მეთქვა შენთვისი
- ჰო, რაი
- გილოცავ დაბადების დღეს. . .
- ვიცოდი, რომ დარეკავდი. . .
- გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წინსვლას და მოკლედ ყოველივე საუკეთესოს. . .
- გმადლობთ, გმადლობთ! ძალიან გამახარე. . .
- რამდენის გახდიი. . .
- თხუთმეტის. . .
* * *
გიგას დაბადების დღეც მოახლოვდა, ახლაც არ უღალატა ნანკამ თავის ჩვეულებას და დაურეკა ძმაკაცს, მას ძალიან გაუხარდა. . .
ვარჯიშზე იყო შეხვედრები. . . ვარჯიში იყო ერთადერთი მათი გამაერთიანებელი. . . ერთხელ ბურთებით თამაშობდნენ და ბექა ნანკას გადაეკიდა. . .
- ბექა ერთხელ კიდევ გამარტყამ და რქებიც ამოგივა. . . ბექამ არ მოიშალა და ერთ-ერთმა ჯგუფელმა უთხრა:
- ბექა, რა იყო, რას ერჩი ამ გოგოსი თუ გიყვარს, რაღა ბურთების სროლით უხსნი სიყვარულს, პირდაპირ უთხარი რომ გიყვარს. . . ბექა ანერვიულდა, გაწითლდა. . .
* * *
ნანკა ყოველდღიურ ჩანაწერებს აკეთებდა, როგორც პატარა გოგოებს ჩვევიათ. რა თქმა უნდა ყოველი ჩანაწერი ბექაზე და მეგობრებზე იყო:
ჩანაწერი:
დღეს რაღაც განსაკუთრებული იყო ჩვენს შორის. დღეს ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო. შეცდომებს მისწორებდა, რაღაცეებს მესაუბრებოდა და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. . . მინდა მჯეროდეს, რომ მას ვუყვარვარ. ნათქვამია: შეყვარებულების ურთიერთობაში უთქმელად შეიძლება გრძნობის გადაცემაო. . . მე ვგრძნობ, რომ მას უყვარვარ. . .
ბევრი რაღაცეები ხდება. . . უფრო შევედით ერთმანეთთან ურთიერთობაში გუშინწინ ერთად გავისეირნეთ. . . ორივე კარგ ხასიათზე ვიყავით. . . სასაცილო რამ მოხდა. . . სირბილის დროს შემთხვევით დავეჯახე. ისე მწარედ დავეჯახე, რომ შეიძლებოდა ორივე წავქცეულიყავით, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და დამიჭირა, გადამარჩინა მწარედ დაცემას. . .
ვერ ვიტყვი, რომ მე ბექა სერიოზულად მიყვარს, არ ვიცი, იქნებ ეს მხოლოდ ბავშური გატაცებაა . . .
ვკამათობთ ვარჯიშის დროს, ვდაობთ, მაგრამ მალევე ვრიგდებით. . .
* * *
ზამთარში ბექა და გიგა ერთად ისვენებდნენ. . .
ნანკა კი თბილისში იყო და მეგობრებს ყოველდღე ნატრულობდა. . . ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მობილურით წერილი მიეწერა დაკარგული მეგობრებისათვის და თავი შეეხსენებინა. . .
- სალამი შორიახლოდან ნანკასგან! კარგ ხასიათზე ხართ, გეტყობათ და კარგ ადგილას, საერთოდ რომ აღარ მიხსენებთ. . . რატომ დაგავიწყდით ბიჭებოი! მენატრებით. . . მეტი რა ხდება თქვენკენი აბა, ახლა ნახვამდის და ფრთხილად. . . გამიხსენეთ ხოლმე. . .
პასუხი არ აყოვნებს:
- ნანკა, შე ძველო, რავა ხარი ჩვენ ძალიან კარგ დროს ვატარებთ. . . უბრალოდ, ცოტა შეციებულები ვართ. შენსკენ რა ხდებაი დადიხარ ვარჯიშზეი
აეწყო წერილები, დიდხანს წერდნენ ერთმანეთს. . .
* * *
ისევ დაიკარგნენ ბიჭები:
- გიგა, სალამი, როგორ ხარი რა იყო, სად დაიკარგებით ხოლმე შენ და ბექაი!
- გოგო, რა ვიცი, მე საქმეები მაქვს, ბექა არ ვიცი, საით არის. . .
ბექა საერთოდ აღარ დადიოდა ვარჯიშებზე, ნანკა ნერვიულობდა, გიგას კი არაფერს ეკითხებოდა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იყო. ნანკამ გიგას მისწერა მისალოცი წერილი. მათ გააბეს საუბარი. მოიკითხეს ერთმანეთი, ბევრი ისაუბრეს. . .
- გიგა, ეს შენი ძმაკაცი სად დაიკარგა, ხომ არ იცი?
- ბექაი ბექა ხომ გადავიდა ჩვენი ჯგუფიდან, არ იცოდიი!
- არა, როდისი - უკვე კაი ხანია, - მაგიტომ აღარ დადისი – ჰო!
- ცუდია. . .
გოგოს ხმა შეეცვალა და ცრემლები ჩამოუვიდა. . .
ჩანაწერი:
გიგამ მომწერა, ბექა ჩვენი ჯგუფიდან გადასულა თურმე!. . . რატომ, ღმერთო, რატომ! არ მეყოფოდა ტანჯვა, კიდევ ეს რომ დამემატაი
ეხ. . . აწი ვისზე დავწერი! ნეტა ვისზეი გადავიდა. . . დამტოვა. . . წავიდა და დამტოვა. . . აღარ ვიცი, შევხვდებით თუ არა ჩვენ ასე ხშირად ერთმანეთს!. . . დრო გვიჩვენებს. . .
* * *
გიგა საზღვარგარეთ ხშირად დადიოდა და ამიტომ ნანკა იშვიათად ხედავდა მას ვარჯიშებზე. . . ის კი დადიოდა ნაღვლიანი და თავს ვერაფრით ირთობდა. . . იქ ყოველივე იმ ორ წელს ახსენებდა, გიგასთან და ბექასთან გატარებულ ყოველ წამს. . .
ბექა ახალ ჯგუფში თავს უცხოდ გრძნობდა. დრო გადიოდა და აკლდა რაღაც. ეს რაღაც მისი მეგობრები და საყვარელი გოგონა იყო. . .
იმ ჯგუფიდან გადასვლის მიზეზი არავინ იცოდა. . . თვით ბექამაც კი. . .
* * *
ნანკამ გადაწყვიტა, პირველად მიეწერა ბექასთვის:
- გაუმარჯოს დავიწყებულ მეგობარს! და ყოველთვის ჩემს მოსაკითხარს! როგორ ხარ! რას შვებიი წახვედი უკვე დასასვენებლად თუ ჯერ არაი მომწერე თუ შეიძლება! ნახვამდის!
- შენ რას შვებიი როგორ ხარი მე არა მიშავს ჯერ თბილისში ვარ, ველოდები 10 აგვისტოს და წავალ ქობულეთში. შენ რა გადაწყიტე საით მიდიხარი
- მე არ ვიცი ჯერ. ვარჯიშები მაქვს და ქვეყნის სამეცადინო. მაგრამ უკვე აღარ შემიძლია, დავიღალე Yყველაფრისაგან. 15-ში მეც წავალ სადმე.
- რას მეცადინეობ ამდენსი ახლა წავედი. მომწერე ხოლმე აუცილებლად!
- კარგი, მოგწერ ხოლმე. არ დაიკარგო. . .
საღამოს გიგამ გამოუგზავნა წერილი ნანკას.
- ნანკა, როგორ ხარი მე უკვე ბათუმში ვარ!
- ცუდად ძალიან! შენ როგორ ხარი კარგია ბათუმში? მე ჯერ ისევ თბილისში ვარ, ვმეცადინეობ. მალე წავალ ალბათ სადმე. . . რამდენი ხანი რჩები შენ ბათუმში?
- ცუდად რატომ, ხომ არ კვდებიი აქ დიდი არაფერი. მე და ერთი ჩემი მეგობარი სულ ერთად ვართ თვის ბოლოს მეც თბილისში ვიქნები. . .
ნანკამ ვეღარ მოითმინა და გადაურეკა.
- არა, ჯერ ნამდვილად არ ვკვდები.
- აბა რაი
- როგორ ხარი
- კარგად, შენი
- ისე რა.
- მეგობარი როგორ გყავსი
- სულ ერთად ვართ. გვერდით არის
- მომიკითხე
- აუცილებლად, ნანკა გინდა გაცინო
- ჰო, მიდი. . .
- მოვედი თუ არა ვიღაც ვნახე, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობს.
- ვინი
- აბა ვინ იქნებაი
- არ ვიცი. . .
- მოდი, მიხვდი, რა გთხოვ
- ახლა არ თქვა, რომ ცაბაძეი
- ჰოო. . .
- ბედი გაქვს რა. . .
- ჰო. . .დავინახე და კინაღამ ინფარქტი დამემართა. . .
- ვიზიარებ შენს მწუხარებას. . .
- მადლობა. . . ჩემს მეგობარს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა.
- აბა, რა მოუვიდოდა, თბილისში რომ არ გშორდებოდა ეს გოგო და ახლა კი მაგის მეზობლად ხარ!!!
- შენ სად მიდიხარი
- არ ვიცი, ალბათ სოფელში, ერთი კვირით დედულეთში წავალ.
- იცი, რა დამწვარი ვარი! სულ წითელი ვარ!
- შენ რა, ზაგარი ისედაც გქონდა!
- კი, მაგრამ ზურგზე დავიწვი ძალიან. . .
- ფუ, ფუ. . .
- რა იყო, სულს იბერავი
- ჰო ვინიავებ. . .
ბევრი ილაპარაკეს მეგობრებმა. . .
* * *
მობილურზე ზარია; ნანკამ იცნო ნომერი, გაუხარდა. . .
- ალო. . .
- ალო, ნანკა როგორ ხარი რას შვებიი
- არ მესმის
- ნანკა . . .
- ჰო, როგორ ხარი
- კარგად, შენი
ეს იყო ბექას ნომრიდან გიგა.
- ჩვენც კარგად ვართ. . .
- თქვენი
- ჰო, მე და ბექა ერთად ვართ, მოიცადე. . .
- ალო. . .
- ბექა, როგორ ხარი
- კარგად, შენ როგორ ხარი
- როგორ ვიქნები თქვენგან დავიწყებული?
- ჩვენგან დავიწყებული?
- რას შვებით, როგორ ხართი
- რავი, კარგად, შენი
- მეც. რას აპირები
- მე რას ვაპირები
- ჰო. . .
- რავი, წავალ სადმე. ალბათ სოფელში. . .
- ბათუმში არ ჩამოხვალი
- ბათუმში? თუ გინდათ, ჩამოვალ
- მინდა, ჩამოდი!
- ჰო მაშინ გამოგივლით. . .
- რა გამოვლა გოგო, ჩამოდი. . .
- ბათუმის გასაყარზე რომ ვიქნები, ხელს დაგიქნევთ. . .
- ხელის დაქნევა არა, ჩამოდი!
- არა, სოფელში მივდივარ. . .
- ცუდია. . .
- მთვრალი ხართ ჰოი
- თან ძალიან!
- გეტყობათ. . .
- გვეტყობა არა. გიგა, გეტყობათო!
- რას შვებით, იწვებით მზეზეი
- ზაგარი არა, იცი რა თეთრი ვარი! საერთოდ არ გავდივარ გარეთ. . . გიგა მაგარი დამწვარია.
- ჰო, ეგ ვიცი, მელაპარაკა. . .
- ჩამოდი რა, მართლა. . .
- ვნახოთ.
- სიხარულო, თუ ჩამოხვალ, ძალიან გამახარებ.
- ჰო კაი.
- კაი, აბა, ახლა კარგად.
- კაი, კარგად, არ დამივიწყოთ!
- კარგად. . .
* * *
- ნანკა რას შვებიი
- შე დამპალო ბავშვო, სად დაიკარგეი რამდენჯერ მოგწერე და ერთხელ არ მიპასუხე. როგორ ხარი რას შვებიი მე უკვე კარგად ვარ! ხვალ მოვდივარ მაქეთ. . .
- როგორ არ მომდიოდა წერილები, მაგრამ ნაბახუსევი ვიყავი და ხომ მიხვდი. . .
ბოლო დღე იყო ნანკას თბილისში ყოფნის. . .
- ალო. . .
- როგორ ხარ ნანკაი
- კარგად ბექა, შენი
- კარგად, რა იყო ასე მალე მობილურის აღებაი!
- წერილს ვკითხულობდი და დამეჭირა. . . ჰო. . .
- რას შვებიი
- შენ რას შვები, ისევ თბილისში ხარი
- ხვალ მოვდივარ მანდეთ.
- კაია! რომელი საათისთვის ჩამოხვალი
- ბათუმში კი არა!
- აბაი
- სოფელში მივდივარ!
- ბათუმში არ ჩამოხვალი
- არა, არა მგონია!
- ცუდია. . .
ბიჭი სულით და გულით ეპატიჟებოდა ნანკას ბათუმში, მაგრამ ნანკა მშობლებთან ერთად დედულეთში წავიდა. ნანკასთვის კი უკეთესი იქნებოდა ბათუმში დასვენება მაგრამ სად იყო ნანკას ნებაზეი!. . .
მთელი ზაფხული წერილებით და ლაპარაკით არ მოუწყენიათ ნანკას და ბექას ერთმანეთი. . .
* * *
დადგა სექტემბერი, ჩვეული ვარჯიში, გიგა და ნანკა ისევ ერთად იყვნენ. . . ყოველდღე ვარჯიშის მერე ტელეფონზეც ლაპარაკობდნენ. . . ვარჯიშის მერე გიგამ ჩვეულებრივად აკრიფა ნანკას ნომერი
- ნანკა, რას შვებიი!
- ვფიქრობდი, გიგა!
- რაზე ან ვისზეი
- ერთზე!
- შეყვარებული ხარი
- ჰო.
- ვინ გიყვარსი
- ბექა, ბექა, ბექა და ბექა. . . . ჰო იცი არაი!
- ჰო რა, ვხვდებოდი!!!
- მას კი არ ვიცი. . .
- არც მე. .
- სასაცილოა. . . საღამოს გადმომირეკე რა, გთხოვ, გვიან, თორმეტისთვის.
- კარგი
ნანკამ ცოტა იმეცადინა, დრო ფიქრებში მალე გავიდა, ტელეფონი რეკავს, ნანკას მამამ დაუძახა:
- ჰო, გიგა!
- რავა ხარი
- კარგად. მამაჩემმა გიცნო.
- მამაშენი იყოი
- ჰო
- ვერ ვიცანი, თავიდან გათიშვასაც ვაპირებდი, მომიკითხე. . .
- კარგი.
- რაც გირჩიე, ითვალისწინები
- შენ მირჩევ, რომ დავურეკო, მოვიკითხო, მაგრამ ერთი მითხარი თვითონ რატომ არ მკითხულობსი თან ბოლოს რომ ველაპარაკე, რაღაც დაღლილი იყო და სხვანაირად მელაპარაკა, რავი აბა. . .
- მაგას, გოგო, ყოველთვის ეგეთი ლაპარაკი აქვს, რაღაც ზოზინა, მე მაგასთან რომ ვლაპარაკობ, ვბრაზდები და, ნახვამდის, ვეუბნები, აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს-თქო. ეგ ეგეთი დაკავებულია! იმიტომ არ გირეკავს! ჩვენსავით უსაქმური კი არ არის!
- ვაიმე, მოუკვდეს საცოდავს ჩემი თავი. . .
- ვის ვინ მოუკვდეს, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ უნდა დაურეკო და მოიკითხო. . .
- ყოველ დღეი!
- დღე გამოშვებით. . .
- მერე თავი რომ მოვაბეზროი და თქვას წავიდეს ერთი მაგისიცოი!
- მაგას არ იტყვის. . .
- აი, ახლა ეს სარაფანი უნდა ჩავიცვა, გამოგივლი და ავიდეთ სახლში. . .
- რა სარაფანი?
- ჟურნალში ხატია, ძაან მაგარია
- აუ, ნუ ხარ ბავშვი!
- ჰო კაი, კაი. . ე.? დავურეკო დღე გამოშვებით. . . აუ, არა, დედამისის მერიდება. . .
- რისი გერიდებაი დარეკე რა. . .
- არა, ახლა არა!
- აბა როდისი
- მე არ შემიძლია ეგრე. მე გოგო ვარ! ის ბიჭი მან უნდა მომიკითხოს. მე ვერ ვიაქტიურებ! თუ არაფერი მოხდა, ვიქნები ჩემთვის და ცას შევხედავ, იცი რა ლამაზია ვარსკვლავებიი!
- მაშინ იყავი ეგრე გაურკვევლობაში და ითვალე ვარსკვლავები!. . .
- ვიქნები და დავითვლი. . . ერთი, ორი, სამი. . .
- არა, ეგრე არ გამოვა. . .
- თავს ვერ მოვაბეზრებ. . .
- არ მოაბეზრებ, უნდა მოიკითხო. . .
- შენ, სანამ მე არ გეტყოდი, არ იცოდიი ვერ ხვდებოდიი არ თქვა, გთხოვ, არაო!
- არა, არანაირად!
- ჰო, მე კი, და ყველა შეყვარებული ინტუიციით ხვდება. . .
- ჰო, აი, სად მარხია ძაღლის თავი. . .
გოგომ წაიყრუა ბიჭის ნათქვამი. . .
- გოგო, ბექას უთხარი გამოგიაროს.
- სადი გაგიჟდიი
- უნივერსიტეტში, მაგალითად. . .
- როგორ ვუთხრა ეგი!
- ჩვეულებრივად. . .
- ბექა, ერთი გამომიარე რა უნივერსიტეტში-თქოი!
- არა, ერთი და ორი არა, უბრალოდ უთხარი: გამომიარე!
- ჰო და თუ მოვიდა. . . .
- ჰო და თუ მოვიდა . . . . აუ, რა კარგია, მე რომ არავინ მიყვარს. . .
- კარგია და ერთი-ორი წელი არ გირჩევ. . .
- რატომ ორი?
- იმიტომ, რომ ჯერ პატარა ხარ!
- პატარაი შენი
- მეც პატარა ვარ, გიგა! თუ შეგიყვარდა ცალმხრივად, ისე დაიტანჯები. . .
- პატარა ხარი!
- ჰო!
- თუ პატარა ხარ, საწოვარას მოგიტან!
- მომიტანე
- აი, ვინც არ მოგიტანოს!
- ეგრე, მართლა ვინც არ მომიტანოს!
- სერიოზულად, მართლა მოგიტან დაბადების დღეზე. . .
- ჰო რომ არ გადავიხადო, მაინც მომიტანე!
- ჰო, სადაც გნახავ, მოგცემ.
- აი, ეგრე იყოს.
- კარგი!
- დაბადების წინა დღეებში გაგახსენებ.
- ჰო გამახსენე და აუცილებლად მოგიტან!
- ისე ორ თვეში ვისი დაბადების დღეაი
- ბექასი. . .
- მიდიხარი
- არა, ჯერ არაფერი უთქვამს და მგონი დაუპატიჟებელი ვრჩები. . .
- არა უშავს ჩვენ წავიდეთ სადმე. . .
- და ბექას დაბადების დღე აღვნიშნოთ, არა, ნანაკაი
- ჰო, უიმისოდ
- კარგი იდეა. . . .
ძალიან ბევრი ილაპარაკეს მეგობრებმა იმ დღეს. გიგა არწმუნებდა გოგოს, ხშირად დაერეკა ბექასთვის, მაგრამ ნანკა არ აკეთებდა ამას. . . .
* * *
დილის ათი საათია, ნანკა ტელეფონს იღებს და
- უკაცრავად, ბექას სთხოვეთ. . .
- ბექას სძინავს გენაცვალე
- უკაცრავად
ნანკამ ტელეფონი დადო თუ არა, ზარია:
- გოგო, როგორ ხარი
- კარგად, შენი
- გოგო ხომ არ დაგავიწყდა, ვისი დაბადების დღეა! არ ურეკავი
- დავურეკე უკვე. . ეძინა
- მოიცა. . .
გიგამ გადარეკა, ეტყობოდა, ბექა გააღვიძა და მიულოცა . . .
- გოგო, ახლა Eღვიძავს, დაურეკე
- ხო კარგი, ცოტახანში. . .
- არა ახლა დაურეკე. . .
- კარგი, კარგი დავურეკავ
ნანკამ გადარეკა
- ბექა, გილოცავ დაბადების დღეს!
- გმადლობთ!
- ხომ მიცანი?
- კი
- როგორ ხარი
- კარგად, შენი
- მობილური ახლოს გაქვსი
- კი, რა არისი
- წერილი ნახე
- ეს რა არის, რანაირად წერიაი
- ახლა არ თქვა, არ იკითხებაო!
- არა, კი იკითხება, მოიცა.
/ბექა გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიყვარულს და ყოველივე კარგს!/ ნანკა!
- მადლობა, ნანკა.
- არაფერს.
- რატომ გეცინებაი
- გიგას ველაპარაკე და მაცინა. . . მაგას რომ დაელაპარაკები როგორ ხასიათზე დადგებიი. . .
- გიგას ელაპარაკეი
- მაგას ყოველდღე ველაპარაკები!
- ჰოი!
- კარგი, ახლა აღარ მოგაცდენ და წავედი. . .
გოგომ გიგას გადაურეკა და მოუყვა ყველაფერი. . .
- გიგა, ახლა არ თქვა, ასე მალე როგორ მორჩი ლაპარაკსო!
- რააი შენ უკვე ელაპარაკე და მიულოცეი გოგო, ჩემთან ლაპარაკში ყურმილი გვადნება და ბექასთან რა გჭირსი რა უთხარი ასე ცოტა ხანში?
- ოო, მოიცა რა. . .
* * *
გიგა და ნანკა ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ერთად ვარჯიშს. ერთხელ ნანკამ ცოტა დაიგვიანა და მისულს ნაცნობი სახე შემოეგება. . . მათ ერთმანეთი გადაკოცნეს, დიდიხნის უნახავი ადამიანი მონატრებული ჰყავდა ნანკას. . .
ჩანაწერი:
დღეს გიგამ ბექა მოიყვანა ვარჯიშზე. მივედი, გიგა დგას და რაღაცას მანიშნებს. გავიხედე და ვის ვხედავ – ბ ე ქ ა! გადავეხვიეთ ერთმანეთს, გადავკოცნეთ, დიდი შეყვარებული და მონატრებული ადამიანებივით ერთმანეთი. ეს ჩემგან ხომ ასეა! მისგან კი არ ვიცი! მაგრამ რომ არა, არ მოვიდოდა. . . დიდხანს იყო და მერე ერთად წამოვედით. ახლა კი ემოციებით და დიდი სიხარულით ვარ სავსე. დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სიურპრიზი გამიკეთა. . .
* * *
დრო გადიოდა ნანკა ძალიან იტანჯებოდა. ბექა კი სულ სხვა რაღაცეებზე ფიქრობდა და ნანკა ათასში ერთხელ თუ გაახსენდებოდა. ნანკა ცდილობდა, როგორმე დაევიწყებინა ბექა და სხვა მრავალი თაყვანისმცემლებისათვის შეეხედა. ის თითქმის გადაერთო ერთ-ერთზე, მაგრამ ისევ საერთო ძმაკაცი აბრუნებდა და ახსენებდა ბექას სიყვარულს. . .
ღამის პირველი საათი იქნებოდა, ნანკას წერილი მოუვიდა.
- ნანკა, გძინავს უკვეი არ დაიძინო რა, ძალიან გთხოვ! რა ამბებია ჩექმებზეი
გიგა ნანკას ერთ-ერთ თაყვანისმცემელს ჩექმებს ეძახდა, რატომ და რისთვის ვერავის გაერკვია. . . ხან ჩექმებს ეძახდა, ხანაც ფეხსაცმელს. . .
- ნანკა, არ დაიძინო! არ დაგაძინებ!
- აუ, გიგა, მაპატიე, აქამდე რომ ვერ მოგწერე, მეძინა, ახლა გავიღვიძე, გამაღვიძა წერილის ზარმა. . . რავი, აბა, ჩექმა თუ ფეხსაცმელი ერთი კვირაა შეხვედრას მთხოვს. რა ვქნა, არ ვიცი.
- გოგო, დაეტიე სახლში და ჭკვიანად იყავი, ვინ არის ეგ საერთოდი
- რავი აბა, არ შევხვდეი ბექას ვუცადო, როდის მორჩება მეცადინეობას და ხუთი წლის მერე გავახსენდებიი თუ იქით ავუხსნა სიყვარული?
- მოგწონს ისი მომიყევი იმაზეი
- არ ვიცი თვითონაც, რა დამემართა! ერთხელ ვნახე, იმ დღეს გამიცნო, მერე იმ დღესვე დამირეკა და მირეკავს ყოველდღე, შეხვედრას მთხოვს. უნივერსიტეტში კი ყოველდღე ვხედავ, მაგრამ ცალკე მთხოვს შეხვედრას! მეპატიჟება ყველგან, სადაც კარგი რამ ეგულება. . .
- გოგოებს მეტი არაფერი არ გინდათ, გაგაგიჟა არაი! აი მე მაგიტომ არ მყავს შეყვარებული, მაგეთი რაღაცეები მე არ ვიცი და მაგიტომ! ე.?. ბექაზე ხელი ჩაიქნიეი რა ჰქვიაი რა გვარიაი რა უბნელიაი რამდენი წლის არისი მოკლედ ყველაფერი მომწერე. . .
- ბექას შემოვევლე! ჯერ არა, ჯერ საქმე ეგრე არ არის, ბექა რომ დამავიწყდეს! ბექა ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს მაინც, როგორიც არის, ისეთი მომწონს და მიყვარს! უბრალოდ შეიძლება გადამაყვარონ!
- შენ მე რაც მოგწერე, იმაზე მიპასუხე და მერე თუ გადაგაყვარებენ, ვნახოთ!
- არა, არა, ეგეთები არა! მაშინ ეგ ჩემზეა დამოკიდებული, მე კი ჯერ რატომღაც ბექა მიყვარს ისევ! ისიც კი არ ვიცი, რატომი არ ვიცი, გიგა, არ ვიცი. ოდნავი ყურადღება მაინც რომ იყოს ბექას მხრიდან, ქვეყანაზე სხვა ბიჭის არსებობას დავივიწყებდი!
- შენ რა გჭირს, გოგოი შენც უთხარი იმ ფეხსაცმელს, შეყვარებული მყავს-თქო და, თუ კაცია, თავი უნდა დაგანებოს! რა კარგია, ვიღაცას რომ უყვარხარ! მე რატომ არავის უყვარვარი
- რატომ ხარ დამპალი? შენ არ უყვარხარ ხომ არავისი მთელი ფიზკულტურის ხალხი, ალბათ სკოლაც, შენზე ჭკუას კარგავს და კიდევ მაგას ამბობი არ გადამრიო!
- ჰო, კარგი, კარგი. თუ გინდა ბექას ყურადღება, უნდა იაქტიურო, დამიჯერე, ეგ მაინც მესმის!
- კარგი რა! კიდევ მე უნდა ვიაქტიუროი კითხვებზე მიპასუხე!
- რა კითხვებზეი დამისვი და გიპასუხებ.
- რომ ამბობ იაქტიურეოი რამდენჯერი რამდენჯერ მოვისმინო ერთი და იგივე. ვსწავლობ, დაღლილი ვარ. . . თითქოს ჩვენი საუბარი ჩაწერილია და ყოველ დარეკვაზე გვასმენინებენო! მინდა, მეც ვიგრძნო, რომ ქალი ვარ და კაცი ყურადღებას მაქცევს!
- ის შენი ტალახიანი ჩექმები გაგრძნობინებს თავს ქალადი! მაშინ მას მიხედე! კაცი სწავლობს, მომავალზე ფიქრობს, შენ კი გინდა, სადმე დაგპატიჟოს და სულ ერთად ისეირნოთ, მერე შენ არჩენ და აცხოვრები. ცოტა შორსაც უნდა გაიხედო!
- გიგა, განა მე მცალია, მთელი დღე მასთან ვიყო! მეც დამეწყო სწავლა, ხანდახან რომ ვიცლი, იმას დრო არ ქვია! მდგომარეობას ხედავ! ერთხელ დამპირდა, უნივერსიტეტში მოვალო და აბა არ მოვა, იტყვის, ვმეცადინეობო! ზოგი ჩემს ადგილას წადი შენიო, ეტყოდა. შენ კი მეუბნები, სხვებს არ შეხედოო, იაქტიურეო. . .
- აბა, რა გითხრა, თან ბექა გიყვარდეს და თან სხვასთან იარე-თქოი! და კოცნის უფლება მიეცი-თქოი!
- ბიჭო, ბექა მიყვარს და არ დავუშვებ სხვასთან ერთად უადგილო ადგილებში სეირნობას. . . თან არ ვაპირებ არანაირად სიყვარულის გარეშე ვინმეს ვაკოცო!. . .
- ჰო და მეც მაგას გეუბნები და რა გინდა, ის მელაპარაკებაო, შენ თუ გგონია, სხვა რამისთვის გელაპარაკება, სცდები! კოცნა უნდა და მორჩა. . .
- არ დავუშვებ არანაირად!
- მოიცა, ჯერ შენ არავისთვის გიკოცნიაი გინდ შეყვარებულისათვის არ გიკოცნია ტუჩებში?
- არა, გენაცვალე! წესიერი ბავშვი ვარ! თავს გასული კი არ ვარ! ბექამდე არავინ მყვარებია. იყო ვიღაცეები ბავშვობაში, მაგრამ გატაცება მხოლოდ!. ბექა კი. . . გატაცებასაც თუ აკოცე ე.?. ქუჩაში 50%-ს აკოცო უნდა და ეგაა!
- როდემდე აპირებ ასე იყოი
- ეს ბექაზეა დამოკიდებული! შენ რას იზამდი ჩემს ადგილასი ოღონდ ვიაქტიურებდიო, არ გამაგონო!
ბიჭმა პასუხს თავი აარიდა.
- ნანკა გინდა მე მივახვედრებ, რომ გიყვარს! რა იცი, იქნებ ის არ გეუბნება მეგობრობის გამო. . .
- მიხვედრება აჯობებსი ნუთუ ძმაკაცს შენთვის არაფერი უთქვამსი
- არ ვიცი, არ ვიცი!
- გიგა, შენ ამ ყველაფერს რატომ მეუბნებიი იმიტომ, რომ ძმაკაციაი თუ ბექასგან მოდის ეს ყველაფერი, თვითონ ვერ იტყვისი მოციქული რად უნდაი მე სხვისკენ რატომ არ უნდა გავიხედოი როცა ის შეიძლება გოგოებს სიყვარულს ეფიცება, იქნებ საერთოდ არ ვაინტერესებ! თუ რამის ეშინიაი ნუთუ ეგეთი მშიშარაა ან მორცხვი, რომ მომწონხარსაც ვერ ამბობს!
- რაც გინდათ, ის გაგიკეთებიათ! მე ნუ ჩამრევთ. მამაღმერთი კი არ ვარ, ყველას პრობლემები მე მოვაგვარო. მე ჩემი პრობლემებით ხომ არ გაწუხებთ, თქვენ პრობლემებს თქვენვე მიხედეთ.
- ვიცოდი ასე იტყოდი! ეგ მაგათი პასუხი არ არის! თავს არიდებ! თან უკვე მერამდენედ! მე აი, ზუსტად თავის არიდების მიზეზი მაინტერესებს! თუ ვიფიქრო რომ. . . ?
- რაც გინდათ, ის იფიქრეთ და გაგიკეთებიათ! ძალიან გთხოვთ მე თავი დამანებეთ! არ მაინტერესებს და მორჩა!
- გეტყობა, მაგრად გაგაბრაზეთ! ძალიან შეგაწუხეთ ჩვენი პრობლემებით! ბოდიშს გიხდი ამისათვის! არ ვიცი ბექაზე არაფერი მაგრამ მის მაგივრადაც ბოდიში! გთხოვ, ეს ამბავი როგორც უნდა დამთავრდეს, იყავი მუდამ ჩვენს გვერდით! მე მუდამ დამჭირდება შენგან რჩევები და დახმარება, იმიტომ ძმასავით მიყვარხარ! ჩემი იმედიც მარად გქონდეს. დაე, მუდამ მეგობრობა სუფევდეს ჩვენს შორის! ერთზე მიპასუხე! მაგრა გაგაბრაზეი
- რა თქმა უნდა! ძალიან მაგრად! ნერვები ამეშალა. მე, ხომ იცი, ისედაც ცოტა ფიცხი ვარ!
- გიგა გაფსიხებაც საჭიროა ხოლმე! ისე, შენ ხომ არ გამომივლიდი უნივერსიტეტში?
- არ ვიცი, ვნახოთ!
გიგას რაზე აეშალა ნერვები, რა უთხრა ნანკამ ასეთიი არაფერი! იგი ალბათ ორმაგ ზეწოლაში მოჰყვა. ეტყობოდა, რომ ბექაც წერდა და თხოვდა, გოგოსთან საქმეები ჩაეწყო. . .
* * *
ჩანაწერი:
რა დაგიშავეი რატომ მოხვედიი რად დამტანჯეი მე ხომ საერთოდ არ გიცნობდი, არ ვიცოდი შენი არსებობა, ვერ გიხილავდა ჩემი თვალები ვერასოდეს, რომ არ გამოჩენილიყავი. ვიყავი ბავშვი, ბავშვი, რომელმაც არ იცოდა, თუ რა იყო სიყვარული. ის მხოლოდ თავისი რეალური, ბავშვური, ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო შენ დაუნგრიე მას ეს ცხოვრება. თუმცა თვითონაც ბავშვი იყავი ჩემო სიცოცხლევ, და რა უნდა გცოდნოდა, რომ ერთ პიროვნებას სიგიჟემდე შეუყვარდებოდიი! შენ შემოხვედი ჩემში, როგორც მეგობარი, მაგრამ მეგობრობას სიყვარულმა სძლია. თითქოს გიყვარდი, თითქოს გინდოდა ჩემთან ყო