იცი შენ და ვიცი მე

  • კატეგორია:
  • მიყვარს შენგან გაქრობა, შემოდგომის თვესავით
    ჯერ გართობა, სითბო და მერე უცებ სიცივე
    ვიცი ნათქვამს ვერავინ ვერ გამიგებს თქვენსავით
    თქვენც, რომ ასე იქცევით უკვე ისიც ვიცი მე.

    ცივი ზამთრის გატანა დაგებედათ უჩემოდ
    ახლა დეკემბერია ნუღარ ელით მაისებს,
    კაცი გულს რომ განახებთ, ზურგი აღარ უჩვენოთ
    თორემ შემდეგ გაზაფხულს აღარ მოგიმაისებთ.

    ხშირად წვიმა მოდის და უცნაურად მაცივებს
    მატყუარა ამინდის აღარა მაქვს ატანა..
    მორჩა ბოლო მოეღო იმ ღრუბელთა დაცინვებს
    სხივმა სითბო გადმომცა მზემ, რომ გამოატანა.

    მიყვარს შენგან გაქრობა, შემოდგომის თვესავით
    მაგრამ ახლა უვადო მოსჩანს ჩვენი სიცივე
    ვიცი ნათქვამს ვერავინ ვერ გამიგებს თქვენსავით
    ჩვენთვის ასე სჯობია იცი შენ და ვიცი მე.