შენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზღაპარს ჩამრჩურჩულებს შეღამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი, მატყუარაც კი მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის მფეთქავი...

და არ გეგონოს უჩემოდ შეძლებ ყოფნას ოდესმე. ყოველთვის როდესაც სხვის ღრმა თვალებში ჩაიხედები მე გეგონები და ყოველი ნაზი სიტყვა სხვისი ყურით გაგონილი, ჩემთვის იქნება ნათქვამი...

ვერავის სხეულს ვერ შეითვისებ,ვერ შეერწყმები რადგანაც ვერც ერთი სხვა კალაპოტი ვერ აიტანს ასეთ დინებას და ზიზღით გაიხდის შემთხვევით შემოცმულ პერანგს. და არ გეგონოს რომ ცალ -ცალკე ყოფნა შევძლოთ ოდესმე რადგანაც შენზე მეტად მე მხოლოდ შენ მიყვარხარ ჩემზე მეტად კი საიდუმლოდ შენთვის ჩუმად მხოლოდ შენ ხარ შეყვარებული.