მითხარი...

  • კატეგორია:
  • მითხარი რომ სულში, ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა, 
    რომ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა. 

    მითხარი რომ მოკვდა, ყველა იმედი და ყველა დაპირება, 
    ნუ გადარდებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.

    მითხარი რომ ჩემთვის, აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს, 
    გეძნელება თქმა და მაინც მალე, მალე მიმატოვებ. 

    წავალ ისევ მარტო, და დამრჩება სულში უსაშველო ბინდი, 
    სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი. 

    მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები, 
    შენზე ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.

    წავალ ისევ მარტო, და დამრჩება გულში უსაშველო დარდი,
    როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი...