შექსპირის სონეტი

  • კატეგორია:
  • გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
    არ დაიჯერო , განშორებამ გრძნობა გასრისა,
    არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
    შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას,
    შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
    შინ დაბრრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
    შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
    მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
    არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
    და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
    მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
    გადავიწყვიტო შენი სული სვეტი ცხოველი.
    შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
    ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ!