– გოგონა ვამპირის სულით ♥ 3 ♥
_რა გჭირს? _ვერ ხედავ იდიოტო სიცხისგან ვკვდები. ძლივს ამოვილუღლუღე . _ნიკა დროზე წადი და საიდანაც გინდა ექიმი მოათრიე, სანამ ხელში არ ჩაგვაკვდა. ან რამე ჭამალი , დროზე. ალექსმა ხელში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა. მის თბილ ხელებს ვგრძნობდი და თითქოს ვთბებოდი. მაგრამ მალე გონება დავკარგე . _ ბიჭო აქამდე სად ეგდე . ნიკას წამლებით სავსე პარკი ეჭირა ხელში და დამნაშავე ბავშვივით ისმენდა ალექსისს საყვედურებს.
_ჩაეძინა, სანამ შენ მოცოცავდი. რომ გაიღვიძებს მერე დავალევინებ. _ შენ აქ დარჩები და რომ გაირვიძებს მაშინვე მეტყვი, გაიგე! _გავიგე ხო ვრჩები , ტვინი ნუ წაიღე . ნიკა გავიდა გარეთ, სიგარეტს მოუკიდა და სინდისის ხმას მიუგდო ყური. _რას აკეთებ ამით, ამ ამ გოგოს , რომ სტანჯავ? _ მამაშენს ამით ვერ გააცოცხლებ. _ შურისძიების წყურვილმა დაგაბრმავა და ვერ ხვდები რას აკეთებ. მას რა ტკივილიც მამამისმა მიაყენა, ისიც ეყოფა, შეეშვი დაანებე თავი! _არა მე მამაჩემისთვის შურს ვიძიებ და სულ არ მაინტერესებს სხვისი გრძნობები . სინდისიც კი ასეთ ადამიანთან უძლური აღომჩნდა და ცოტახნით მიჩუმდა, მაგრამ მხოლოდ ცოტახნით..
_ალექსს დროზე! შიშნარევი ყვირილი შემოესმა. _ რა მოხდა ? _ სიცხისგან იწვის ბიჭო და ასე თუ გაგრძელდა არამგონია გადაიტანოს. _სწრაფად მეორე პლედი მომაწოდე და ის წამლებიც . _მე კი ვეცდები გონზე მოვიყვანო . _მარიშკა!მარიშკა! გამოფხიზლდი . _სწრაფად წამალი მომეცი, თანდათან გონზე მოდის . _ ალექსს საშინლად მცივა , გთხოვ დამეხმარე და ცოტახნით ეგ შენი სიამაყე დაივიწყე . _ვიყინები! _ნუ ღელავ, დაწყნარდი, ვეცდები დაგეხმარო. აი წამალი და იმედია ცოტათი მაინც გამოხვალ ამ მდგომარეობიდან . _ნიკა შენ კი წადი , სადაც გინდა და მალე ექიმი მოიყვანე ჩვენ მას, მარტო ვერ მივხედავთ. წავიდა ნიკა და მარტონი დავრჩით, მე და ის. დუმილს ჯიუტად არცერთი არ ვარღვევდით. ბოლოს კი ხმა ისევ ალექსმა ამოიღო. მარ გთხოვ მაპატიო , მინდოდა ის ტანჯვა გეგრძნო, რაც მე ვიგრძენი მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ და არ ვფიქრობდი ,რომ სრულიად უდანაულო ადამიანისათვისშეიძლებოდა ცხოვრება დამენგრია. შენ სრულიად არაფერ შუაში ხარ და მაინც ამდენი ტანჯვა გიწევს . მე კი ესეც არ გაკმარე და ჩემი ტკივილიც თავს მოგახვიე . მინდა მაპატიო და გამიგო. _რა თქმა უნდა ალექს. მე მესმის შენი და ყველაფერს გპატიობ და მინდა მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ მივლი და ყველაზე მნიშვნელოვანისთვის .შენი წყალობით ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის . შენ სინამდვილე დამანახე. კიდევ ცოტახანს ვილაპარაკეთ და შემდეგ თანდათან სიზმრებში წავედი. როცა შენიშნა, რომ მარიშკას ჩაეძინა ჩუმად ადგა და უხმოდ, პეხაკრეფით დატოვა ოთახი . გარეთ გავიდა და გზას დაუწყო ყურება. შორს ნიკას ჩრდილი გამოჩნდა , რომელსაც გვერდითაც თეთრ ხალათიანი ექიმი ედგა და ქოხისკენ მოდიოდნენ. _აი ექიმიც ! სწრაფად შევიდეთ. ექიმმა მარიშკა გასინჯა და დიაგნოზი დაუსვა . მწვავე ფილტვების ანთება აქვს . თუ სწრაფად არ გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან შეიძლება პაციენტი ხელიდან გამოგვეცალოს. _ექიმო ყველაფერი უნდა გააკეთოთ და უნდა გადაარჩინოთ , თორემ ვერც თქვენ გააღწევთ აქედან ცოცხალი. ალექსმა ხელში იარაღი აათამაშა . ექიმს კი შიშისგან ოფლმა დაასხა. _რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ . ხმის კანკალით ძლივს ამოღერღა . _იმედია. გთხოვთ პაციენტთან მარტო დამტოვეთ უნდა გავსინჯო. _ ნიკა ვერ გაიგე? გამოადგი ფეხი მკაცრი ტონით უთხრა . _ალექსს ეტყობოდა , რომ საშინლად ნერვიულობდა მარიშკაზე. _ბიჭო მაგ გოგოს , რომ რამე დაემართოს , ჩემ თავს ვერ ვაპატიებ , გესმის! _დაწყნარდი კარგი , გამოძვრება . _წესიერად ბიჭო . ეს იმ გოგოებს არ გავს რომელსაც ვხვდებით. ის ისთი წმინდა და უცოდველია. _ეე ბიჭო შენ რა ის გოგო ხომ არ შეგიყვარდა ? _რეებს ბოდიალობ ? _იმას , რომ შენ ის შეგიყვარდა . _მოკეტე შენც არ იცი რას ამბობ . მამაჩემის მკვლელის შვილი არასოდეს შემიყვარდბა. _უკვე გვიანაა . ცინიკურად უთხრა ნიკამ . _მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს მთავარია გადარჩეს. _ექიმს რა უნდა ვუყოთ? _რა თქმა უნდა ცოცხალს აქედან არ გავუშვებთ. მაშინვე პოლიციაში გაიქცევა. _ ასე , რომ კიდევ ერთი მკვლელობისთვის უნდა მოვემზადოთ...