მთვარიან ღამეს
შენი წარბები,შენი თვალები
ღამეში კარგად მოჩანდი ,მაგრამ
სიბნელე მაინც გრგვილავდა თმებს.
შეშინებული ღამეში მარტო
მიაბიჯებდი ,კანკალ–კანკალით.
სულ უკან ცქერდი,შენს დიდრონ თვალებს,
და მიდიოდი ,ცახცახ–ცახცახით.
უეცრად მე ,რომ გამოველ შენსკენ
გაგიფართოვდა გიშრის თვალები,
გულმა გიმტყუნა და უცებ ძირას ,
წაიქეც ხესთან ,ბანცალ–ბანცალით.
ახლომდებარე წყარო იქ იყო,
ჩაგარბენინე,წყალს გამბორვინე,
შენ უცებ გააღე დიდრონი თვალი
და გააბრწყინე ,შენი დიდ სახე.
მე შინისაკენ სწრაფად გაგწიე ,
ორ ხეებს შორის მე გაგატარე,
შენი ღიმილი,შენი ტირილი,
იმ ღამეს ,ჩვენ–ჩვენ ადგილზე დავდეთ,
მერე შინისკენ გავწიე სწრაფად,
შენი სახლი კი დარჩა აქა
მე შენ შეგხედე ფანჯარაში და
ტუჩებზე ლამაზი ღიმილი დაგვრჩა.