მიდიოდა მანქანა და უკან იტოვებდა ყველაფერს . უკან იტოვებდა ცისფერ და მოლივლივე ზღვას , ლამაზ ცას , უცნაურ , მაგრამ სამარადისოდ დასამახსოვრებელ თავგადასავლებს , საბას , ირაკლის ...
მივდიოდი და ვგრძნობდი , როგორ მწყდებოდა გული... არ მინდოდა წასვლა .. თანაც ,როცა იცი , წინ გელის სასიამოვნო შეგრძნება . შენი საყვარელი ადამიანის ნახვა , მაგრამ ძალიან ცუდი შეგრძნებაა , როდესაც იცი ამ ყველაფერს ხაზს სხვა რამ გადაუსვამს .. ჯობდა კიდევ მეცადაა და კიდევ დავტანჯულიყავი , მზად ვიყავი . ვერ მივემტებდი გიორგის ასეთი მწარე განაჩენისათვის. გადაიტანს კი ამ ამბავს?
ფანჯარა ჩამოვწიე და ხელი გადავყაავი... უეცრად გამახსენდა ერთი დღე , როცა გიორგიმ ქალაქგარეთ წამოყვანა პიკნიკზე და გზაში მასწავლიდა ტალღების კეთებას... მაშინვე გავიმეორე , რამაც უდიდდესი ღიმილი მომგვარა . მუცელში სასიამოვნოდ დაიწყეს პეპლებმა ფრენა და გულიც ამიჩქარდა ... ვგრძნობდი, თითქოს მის მოახლოვებას ვგრძნობდი. გული გრძნობდა , რომ მალე ისევ ჩაიხუტებდა თავის ოცნების ადამიანს ...
მაშინ ვიგრძენი , რომ მე ვიყავი ადამიანი , რომელიც ყველაფრის გადატანაში დავეხმარებოდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა !
ფიქრებიდან მამას ხმამ გამომიყვანა :
–რომ იცოდე , როგორ გელოდებიან , დედა , ნიკუშა , ნინი , თორნიკე და საერთოდ ყველა .. ძალიან გვენატრებოდი პრინცესა .
–მეც ძალიან მენატრებოდით მამი .
–იცოდე აღარ გაგიშვებ ... ძალიან გამიჭირდა ჩემი გოგონას გარეშე ...
–მეც მიჭირდა მამიკო შენს გარეშე ,,,
გავუღიმე და მხარზე თავი დავადე... საქარე მინაში ვიყურებოდი და შევიგრძნობდი მამაჩემის სურნელს . პატარაობიდან მოყოლებული ვგიჟდებოდი ამაზე. მახსოვს კისერზე , როგორ მისვამდა , როგორ დამატარებდა აქეთ იქით .. უეცრად ამომიტივტივდა მეხსიერებაში ყველა დეტალი , გრძნობების მოზღვავება ვიგრძენი , თავი ავწიე და მამას ლოყაზე ვაკოცე..
–ჩემი პრინცესა !
–მამა !
–ხო ანი !
–გიოს ყველაფერს ვინ ეტყვის?
–მე და ნინის მამა მივხედავთ მაგ საქმეს , შენ არ ინერვიულო . შენი ერთადერთი მოვალეობაა აეროპორტში დახვდე , კარგი იქნება პირველს თუ შენ გნახავს და ...
–და თავი ისე დავიჭირო ვითომც არაფერი ხდება ხომ?
–არა მთლად მასეც არ არის .. გიორგიმ იცის , რომ დედამისი ცუდად არის .
–და დარწმუნებული ვარ იმედით აქვს გული სავსე , რომ ყველაფერი კარგად დასრულდება ...
–რას ვიზამთ შვილო. ასეთია ცხოვრება ...
–მართალია მამა , მაგრამ მაინც და მაინც გიორგისათვის რატომ მოიცალა ყველა ტკივილმა და უბედურებამ ?
–იქნებ ცხოვრების ბოლოს ელის დიდი ბედნიერება , ან ახლო მომავალში ...
–იქნებ მისთვისაც ცუდად მთავრდება ყველაფერი ...
–ნუ ხარ ანი პესიმისტი ...
–პესიმისტი არ ვარ ... რეალურად ვუყურებ ყველაფერს ...
–არა ანი მამი ... გაიხსენე ღმერთს ყველა უყვარს ... არ მოგცემს ისეთ განსაცდელს , რის გადატანასაც ვერ შეძლებ ...
–მეშინია მამა .. თავს რამე არ აუტეხოს ...
–ისევ იგივეს იმეორებ ... დამიჯერე უფალმა მას შენი თავი მარტო იმისთვისაც შეიძლება გამოუგზავნა , რომ ყევლაფრის გადატანაში დაეხმარო ...
–რომ ვერ შევძლო ...
–შენს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?
–არა , მაგრამ 16 წლის ვარ . არც ისეთი დიდი ვარ , რომ ვთქვა ყველაფერი ვიცი ამ ცხოვრებაში თქო ..
–მაშინ დიდი იყავი ბათუმში რომ მარტოდ მარტო გარბოდი ? შეიძლება ეს ბავშვის საქციელს გავს , მაგრამ შენ სიყვარულის ნიჭი გაქ პრინცესა... ეს უმთავრესია ...
დარჩენილი გზა ხმა აღარ ამომიღია . თვალები დავხუჭე და დროის შეგრძნებაც თითქოს სადღაც გაქრა ... მამაჩემს ალბათ ეგონა მეძინა და აღარ შევუწუხებივარ... მისი ერთ ერთი დადებითი თვისებაა ის არის , რომ აბეზარი არ არის . არ უყვარს ადამიანისათვის საკუთარი აზრების და უაზრო კითხვების თავზე შემოხვევა. ის ჩემი ყველაზე საუკეთესო დამრიგებელია ... სხვა მამა ალბათ გიორგის ისე შეხედავდა , როგორც მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ერთ ერთ გატაცებას , მაგრამ მან იცოდა , როგორი კავშირი იყო ჩემსა და გიორგის შორის , თანაც გიორგი არც ისეთი პატარაა , რომ პასუხისმგებლობებზე უარი განაცხადოს ... იგი ნამდვილი მამაკაცა , მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახანს გადააბიჯა სრულწლოვანების ზღვარს ! თუმცა მის თვალებში იკითხება , რომ ის დიადი სულის პატრონია. ის უფლის და ჩემი რჩეულია !
თავის მოტყუების ნაცვლად , საბოლოოდ მართლა ჩამეძინა ... მანქანის გაჩერებამ აზრზე მომიყვანა ... თვალები , რომ გავახილე უკვე შებინდებულიყო , წამოვიწიე და მამაჩემს გავხედე ...
–მოვედით მამი !
–გადავალ მაშინ მე ...
–მიდი და ჩენთებს მე შემოვიტან !
–კარგი ...
მანქანიდან გადავედი , არემარეს თვალი მოვავლე. ჩემს დიდ და ლამაზ სახლს , ნაცნობ ქუჩას...
მივხვდი , რომ 1 თვე საკმარისზე დიდი დრო ყოფილა , იმისათვის , რომ ყველაფერი გულში ჩაწვდომამდე მოგენატროს ადამიანს ... სახლის დიდი ეზო გადავკვეთე , თვალი გადავავლე მწვანედ აბიბინებულ გაზონს და მალე კარსაც მივუახლოვდი , შევხსენი , იმ იმედით , რომ დედა შემეგებებოდა , ან ნიკუშა , თუმცა გავოგნდი , რადგან ყველა ოთახი ჩაბნელებული დამხვდა ...
–დედა ... ნიკუშა ? სად ხართ ? მოვედიიი !
მისაღებ ოთახში შევედი , რომ შუქი ამენთო ... მოეულოდნელად განათდა ოთახი . დედა , ნიკუშა და ნინის ყვირილით შემეგებნენ და მომცვივდნენ !
–ჩემი გოგო , ჩემი ანი. როგორ მომენატრე დეე..
–ვაიმე ჩემი დებილი დაქალი .. ვაიმე როოგორ მომენატრეეე ..
–ჩემი ლამაზი დაიკოო... მენატრეებოდიი ანიიიიი...
შეძახილები, ჩახუტება , მონატრების ცრემლები , მოზღვავებული ემოციები ...
ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია .... მაგრამ დიდი ბედბიერება ვიგრძენი , როცა კვლავ ვხედავდი იმ ადამიანებს , რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარდა ....
როდესაც სიტუაცია მიწყნარდა , საბოლოოდ მიყუჩდა ყველაფერი და ყველა ერთად შეიყარა მისაღებ ოთახში მაშინღა მიმოვიხედე გარშემო და ღრმად ამოვიქუნთქე , როცა კვლავ ვუყურებდი ნაცნობ კედლებს . აქ ისე ვიყავი როგორც , თევზი წყალში .... საყვარელი ხალხის გარემოცვაში .... მაგრამ ვგრძნობდი , რაღაცის დანაკლისს , მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რა იყო ეს ....
დაახლოვებით 9 საათი იყო , როცა ყველანი ერთად მივუსხედით სავახშმოდ მისაღებ ოთახში მდგარ დიდ მაგიდას მე , დედა , მამა , ნიკუშა და ნინი .
გადავხედე ყველას ერთდროულად და კიდევ ერთხელ გამევსო გული სითბოთი ...
ლაპარაკი მამამ წამოიწყო ....
–ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. თითოეულ ჩვენგანს დიდი მოვალეობა გვაკისრია .
ძალიან მიხაროდა მამაჩემის ასეთი დიდისულოვნება და მეამაყებოდა , რომ ასე იქცეოდა ,თუმცა არ გამკვირვებია , რამდგან არ ყოფილა მომენტი , მამაჩემი პასუხისმგებლობას , რომ შეშინებოდა. თანაც მისივე მონაყოლიდან ვიცი , რომ გიორგის მამასთან ადრე ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ისევე , როგორც დედაჩემს თამუნა დეიდასთან და ყოველთვის მიკვირდა რატომ მანამდე არ გავიცანი გიორგი , სანამ ჩვენ სკოლაში გადმოვიდოდა... თუმცა რას გაიგებ ...
ყველა საუბრობდა , ჩემს გარდა . ყველა რაღაცას გეგმავდა ჩემს გარდა ... მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი , უფროსწორედ ერთ ადამიანზე.. გიორგიზე, რომელსაც ღვთის ნებით რამდენიმე საათში გულში ჩავიკრავდი....
ვახშობას , რომ მოვრჩით დედამ ყავა შემოგვთავაზა , დესერტი მოიტანა . ცოტა ხანში ნელ ნელა მივიფანტეთ ... მამა კაბინეტში შევიდა , ნიკუშა თავის ოთახში , სათამაშოდ . დედამ კი დიასახლისის მოვალეეობები აიღო საკუთარ თავზე.. მაგიდასთან კი მე და ნინი დავრჩით.. ვთხოვე ჩემს მონატრებულ საძინებელში ამომყოლდა..
ყველაფერი ისე დამხვდა , როგორც დავტოვე... კომპიუტერს შევხედე, მაგრამ ჩართვა არც მფიქრია , უბრალოდ სურვილიც არც კი გამჩენია ... მე და ნინი აივანზე გავედით , რომლიდანაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება. იქვე სავარძელში ჩავსხედით და პლედი შემოვიფარეთ ... ნინის თავი მხარზე დავადე ... ასე ვისხედით ჩუმად და დიდ ხანს ...
–ნინ ამაღამ ხომ დარჩები ჩემთან?
–რა თქმა უნდა ...
–მაგრამ ვერ დავიძინებ .... შენ თუ გინდა შედი და ჩემს ლოგინზე ...
–არც მე მეძინება !
–5 საათზე უნდა გავიდეთ სახლიდან , რომ თვითმფრინავს დაჯდომამდე მივუსწრო ...
–ხვალ გიორგის ნახავ ანი !
–მაგრამ რა ელის ...
–ნუ ფიქრობ მარტო ცუდზე ...
უეცრად ჯიბის შიგნით ვიბრაცია ვიგრძენი ...
ამოვიღე . ეკრანი გავანათე , ახალი შეტყობინება დამხვდა ,,,,
საბას მისამართით !
ესემესი კი იყო ასეთი :
Saba : Ani ! Rogor Xar? Rogor Chaxvedi? erti saghamoa rac waxvedi da ukve dzalian momenatre ... Momwere , rogorc ki shesadzlebloba mogecema ! Saba :*
–ვინ არის?
–საბა !
–აა შენი მეგობარი ხომ?
–ხო საავადმყოფოდან გამოწერეს დილას ....
–რა დაემართა ....
–რა და ...
ნინის ყველაფერი მოვუყევი , რაც ბათუმში გადამხდა , იმ ბნელი ღამის შესახებაც , როდესაც საბამ მიხსნა და იმ კატასტროფის შესახებაც რაც საბას წინა დღეს შეემთხვა .. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი . ამასობაში გადამავიწყდა საბას შეტყობინებაზე პასუხის გაცემა , მაგრამ რისთვის არსებობს ნინისნაირი ყურადღებიანი დაქალი , რომელსაც ევრაფერს გამპაპარებ ...
–და პასუხს არ დაუბრუნებ?
–უი სულ დამავიწყდა...
პლედში უფრო გავეხვიე , ნინის მთლიანად მივეკარი , გულზე თავი დავადე და ესემესის წერას შევუდექი ...
Ani : Me kargad var saba ! Shen? Shen rogor xar? Gamogwerees? Mec ukve Dzalian momenatre da dzalian maklixar ... Gamteniisas gavdivar giorgis dasaxvedrad ... Dzalian vnerviulob . Neta mag dros chems gverdit iyo da gamamxnevo , ise shen , rom ici ....
შტყობინება გავაგზავნე და პასუხმა კვლავ არ დააყოვნა ...
Saba : Mec aramishavs . Arc tavis tkivili mawuxebs mainc da mainc... Sanapiroze var ... Magram titqos shentan ertad zgvac gaqra ... Agar aqvs iseti xibli ushenod ... Irakli medzebs albat ukve .. Dedasavit mivlis biggrin Mec dzalian gamixardeboda, axla sheni gamxneveba da daxmareba ... Imedia male gnaxav da did imeds vitoveb yvelaferi kargad damtavrdeba da gamacnob shens giorgis ....
.....
Ani : Dzalian miხaria irakli , rom givlis .. mshvidad viqnebi.... Me ukve menatreba sanapiro.... Zgvac da chemi saxlic...
Saba : Da me ? biggrin
Ani : Ooo erti patara suleli dzma ar meofoda ? Axla agmochnda rom ufrosic aranaklebi yofila biggrin
ყოველთვის ხაზს ვუსვამდი , რომ ის ჩემი ძმა იყო , თუმცა არ ვიცი რატომ მოვითხოვდი ასე კატეგორიულად, რატომ ვაჯერებდი საკუთარ თავს და რაღა თქმა უნდა საბასაც .. არ ვიცი , იქნებ დაძაბულობას ვხსნიდი. ან თავს ვიზღვევდი , ან არ ვიციი .......
Saba : Gexumre :* Mokleed Droeebiittt :* Taavs gauufrtxiildii da shemexmianee......
Ani : Shenncc gaufrtxildiii :* Droeebiiiiiitt !!!!!
აქ შევწყვიტეთ ... ნინის გადავხედე .. ჩასძინებოდა.. ადგილიდან არც გავნძრეულვარ , რომ არ გაღვიძებოდა...
რა თქმა უნდა არ დამიძინია.. დაახლოვებით 5 ის ნახევარზე ნინი გავაღვიძე ... მოვწესრიგდით , ქვევით ჩავედით და მშობლებთან ერთად აეროპორტის გზას დავადექით .....
მთელი გზა მოუსვენრობას ვყავდი შეპყრობილი.. გული სწრაფად მიცემდა და ადგილს ვერ ვპოულობდი ... ბოლოს ნინიმ ხელი მომკიდა და მითხრა ...
–ყველაფერი კარგად იქნება !
არაფერი მითქვამს . გადავხედე და გავუღიმე ...
აეროპორტში შევედით თუ არა თვითმფრინავიც მაშივე დაეშვა.... დედას, მამას და ნინის მოვცილდი და თვალყურის დევნება დავუწყე მიმავალ და მომავალ ხალხს.. გამოდიოდა უამრავი ადამიანი , იყო ცრემლი, იყო ჩახუტება , მე კი მოუთმენლად ველოდი მის გამოჩენას. კიდევ ერთხელ გავიხედე ხალხის მომავალი ნაკადისაკენ და .... დავინახე ის ვისაც ველოდიი დიდი ხანი... ეს დრო კი იმ წუთას ძალიან დაემსგავსა მთელ ცხოვრებას ....
ვუყურებდი და არ მჯეროდა , რომ ცხადიში ვიყავი....
დავიყვირე ,
–გიორგიიიიიიიიიიიიი !
და მისკენ გავექანეეე !!!!
..............
მივრბოდიი... მივბრობდიი და ბოლოს მის მკლავებში ავღმოჩნდი...
ვეხუტებოდი ... ვეხუტებოდი , ხელებს ძლიერად ვუჭერდიი .. მინდოდა ეს წუთები არასდროს დასრულებულიყო... გიორგი მთლიანად მეკვროდა ... მისი გულის ცემა მესმოდა.. არ მინდოდა მისთვის ხელის გაშვება . მინდოდა ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო . მინდოდა დრო გაჩერებულიყო... იმ წუთას ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი მის გარდა ,,,, ბოლოს თავი ავწიე და ნელა ავხედე გიროგის ლამაზ და უზადო სახეს..
ღმერთო არ მჯერა, არ მჯერა , რომ ახლა ის ჩემს წინ დგას და შემიძლია მის ზღვასავით ლამაზ თვალებს ვუყურო... მის სახეს... მისი სურნელი შევიგრძნო...
გიორგიმ ნელა გამიწია თავი და ჩემი სახე ხელებში მოიქცია ...
–ანი ... ჩემო პატარავ ! ჩემო ლამაზო..როგორ მომენატრე ჩემო ანგელოზო.. არ მჯერა რომ ჩემი პატარა ახლა ჩემს მკლავებშია .. ვაიმე ანი ,, ანიიიიიი ....
ხელში ამიყვანა დაა დამატრიალა ,, მე კი ვიცინოდი , ვიცინოდი პატარა ბავშვივით, გულრწფელი სიცილით .. ვტიროდი , ოღონდ ეს იყო ბედბიერების ცრემლები, ბოლოს დამსვა, გავშეშდით, დიდ ხანს ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში ... სახე ნელ–ნელა ახლოს მოწია და ტუჩებით ნაზად შემეხო...
მხოლოდ ჩვენს გარშემო ტრიალებდა მთელი სამყარო.. არაფერი აღარ მახსოვდა ... მეგონა , რომ ჩვენს გერშემო ყველაფერი გაქრა . აორთქლდა. მე მეკუთვნოდა ახლა სამყარო.. მე და გიორგის ...
ტუჩები ნელა მომაშორა და კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში ... ეს მზერა... მზერა , რომელიც ყველაფერზე ძალიან მიყვარს. გამოხედვა , რომელსაც ვერაფერი შეედრება...
–გიორგი ! არ მჯერა ... გეფიცები ვერ ვიჯერებ ...
ისევ მთელი ძალით მოვუჭირე ხელები.... ვერ ვუშვებდი. მეგონა ისევ ისე წავიდოდა. მე კი მის გაშვებას აღარ ვაპირებდი. არაფრის დიდებით მას არ დავთმობდი ! ახლა კი ნამდვილად მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ვერაფერი შეედრებოდა მასთან ასე ახლოს ყოფნას...
კიდევ რამდენიმე წუთი ვიდექით ასე ბოლოს კი გიორგიმ ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში:
–ძალიან მიყვარხარ პატარავ !
–მეც უზომოდ !
ხელი ჩამკიდა და ერთად გავემართეთ აეროპოტის გასასვლელისაკენ სადაც დედა , მამა და ნინი გველოდებოდნენ ... ასევე იქ დაგვხდა თორნიკე. (ნინის ძმა და გიორგის საუკეთესო ძმაკაცი ... )
ყველა გადაეხვია. მოიკითხეს და გამოკითხეს იქაური ამბები,,, თუმცა ყველას მზერაში იგრძნობოდა აშკარა სიბრალული.... წინასწარ მეშინოდა . წინასწარ განვიცდიდი ყველაფერს რაც უახლოეს მომავალში მოხდებოდა. ყველაზე მეტად ამ ყველაფრით გამოწვეული შედეგი მაშინებდა..
მამას მანქანაში ჩავსხედით მე დედა და გიორგი... ნინი კი თორნიკეს გაყვა ...
მანქანაში გიორგის და მამას დიალოგი გაიმართა ...
–დედაჩემთან წამიყვანეთ ძალიან გთხოვთ .. ძალიან ვნერვიულობ , რომ გავიგე ცუდად არისო ... მოკლედ ერთი სული მაქვს ვნახო...
დედამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს, თუმცა არცერთს ხმა არ ამოუღია .... ალბათ ეს ყველაფერი ჩემს სახის გამომეტყველებაზეც აღიბეჭდა , რადგან გიორგიმ ხელი ჩამჭიდა და მკითხა :
–ხომ ყველაფერი რიგზეა?
–რა თქმა უნდა ...
ხელი უფრო მეტად მომიჭირა.. თითქოს მისი ნერვიულობა ჩემზე გადმოვიდა...
–შენ ხომ არ ნერვიულობ?
–ცოტა ! იმედია სერიოზული არაფერია... ვერ ვიტან დედას , რომ რაღაც აწუხებს , თან საავადმყოფოში წევსო... მაგიტომ გამომიშვეს იქიდან .. უფროსწორედ წამოვედი... მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებდი , ამას ხომ იცი .. მამაჩემის საქმეს ასე უბრალოდ არ მივატოვებდი.. მიუხედავად იმისა , რომ თქვენს გარეშე მიჭირდა ...
–არ ინერვიულო !
–არა ....
მთელი გზა ოთხივე ჩუმად ვისხედით ....
მანქანა გაჩერდა ... საავადმყოფოში შევედით ... დერეფანს გავუყევით და მამამ გვითხრა ...
–აქ მოიცადეთ ! მალე დავბრუნდები ..
–კი მაგრამ დედა?
–შესვლის ნებართვა უნდა ვითხოვო !
–მაგას რა ნებართვა უნდა კი მაგრამ ! დედას ნახვა მინდა ...
გიორგი ხელს არ მიშვებდა,,, ნელ ნელა უფრო და უფრო ნერვიულდებოდა . სახე ეცვლებოდა და აშკარა შიში იკითხებოდა მისი თვალებიდან ...
–გიორგი შვილო დავიცადოთ ... ეს უბრალო ფორმალობაა ...
–კარგით ....
მამა წავიდა და რამდენიმე წუთში ნინის და თორნიკეს მამასთან ერთად დაბრუნდა... ორივე ჩვენს წინ გაჩერდა და გიორგის შეხედეს ... ნინის მამამ ამოიხვნეშა და დაიწყო :
–გიორგი შვილო !
უნდოდა რაც შეიძლება წყნარად ეთქვათ, თუმცა ეს ხომ შეუძლებელია , თანაც გიორგი მაშინვე კანკალმა აიტანა და ცრემლიანი თვალებით იკითხა
–ხომყველაფერი კარგადაა?
–გიორგი ახლა თავი ხელში უნდა აიყვანო ...
მე ხელი ძლიერად მოვუჭირე და მივეკარიი ..
მამაჩემი მასთან მივიდა და მხარზე ხელი დაადო ...
–მინდა ცალკე ვილაპარაკოთ ... მე შენ და ანიმ .... ექიმმა ერთ ერთი პალატა დაგვითმო სალაპარაკოდ ,,,
–კი , მაგრამ რა ხდებაა..?
–წავიდეთ!
მამაჩემი მე და გიორგის წინ გაგვიძღვა და ოთახში შეგვიყვანა ... მე და გიორი ლოგინზე დაგვსვა თვითონ კი წინ დაგვიდა ..
–მეტყვით რა ხდება?
სახე გაუწითლდა და ქვედა ტუჩი აუცახცახდა ...
მე ვერაფერს ვამბობდი ... მინჯივით ვიჯექი და გიორგის ხელზე ხელს ნელა ვუსვამდი...
–გიორგი .. შვილო... გთხოვ წინასწარ გთხოვ... მართალია შეუძლებელს მაგრამ მაინც გთხოვ ....
–რას მთხოვთ?
–მოკლედ გიორგი... ძალიან მიძნელდება ამის თქმა , მაგრამ .... ვწუხვარ ... ქალბატონი თამუნა ...
ეს თქვა და მამამ უიმედოდ გააქნია თავი ...
იმ წამს გიორგის სახის დანახვას სიკვდილი მერჩივნა ... თვალს ვარიდებდი .... და ველოდი რა მოხდებოდა...
გიორგის ხმა უფრო აუთთრთოლდა.... ხელი გამიშვა და წამოდგა , მამჩემს მიუახლოვდა და უეცრად ..... მის წინ მუხლებზე დაეცა ...
–მითხარით ... ! მითხარით რომ ეს ყველაფერი დედაჩემს არ ეხება ....
ტიროდა ბოლო ხმაზე ტიროდა... მამა ჩაიკუზა და გადაეხვია თუმცა უცებ გიორგი წამოხტა ......
ახლა უკვე ღრიალებდა...
–არა არა არააააააააააა! ღმერთოო რატოოომ?
მასთან მივედი , მინდოდა ჩავხუტებოდი , მაგრამ საშუალება არ მომცა ..
სკამი აიღო და განზე ისროლა.. მერე ქოთანს მოკიდა ხელი და კედელს შეახეთქა..
ყვიროდა განწირული..... ყველაფერს აქეთ იქით ისროდა.. ბოლოს კედელთან მივიდა და თავი მთელი ძალით მიარტყა. მუშტებს ურტყავდა და თან ყვიროდა :
–აი ღმერთო ბოლომდე არ დამინდე... მამა წამართვი. ახლა დედა. კიდეე? კიდე რას იზაავ? მიდი მიდი მზად ვარრრ !!!
მამაჩემი მივიდა და შეჩერება ცადა თუმცა შეუძლებელი იყო ... ყევლას თავიდან იშორებდა. მე კი ვიდექი ერთ ადგილზე და არც ვუახლოვდებოდი. ვიცოდი ეს უფრო გააღიზიანებდა . ვიდექი და ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა...
ოთახში ხალხი შემოცვივდა. დედა , ნინი, ნინის მშობლები თორნიკე.. ვერავინ გააჩერა . კაცები ცდილობდნენ დაეკავებინათ , მაგრამ არაფერი გამოდიოდა.. ვერც თორნიკემ გააჩერა . ყველაფერს აქეთ იქით ახეთქებდა. ლოგინს ხელი წაავლო და გადააყირავა..
ასეთი გიორგი ცხოვერბაში არასდროს მენახა თუმცა ახლა მას ვერავინ გაამტყუნებდა....
უეცრად ოთახში თეთრ ხალათიანი ექიმი შემოვარდა და გიორგის მოულოდნელად შპრიცი ჩაარჭო უკნიდან...
მე წამოვიყვირე და გავექანეე
–რააა ? რას აკეთეეეეეეეეეეებთ...?
გიორგი დაბლა დაეცაა.... ნელ ნელა ძალას კარგვდაა...
–ეს დამაწყარებელია...
–კი , მაგრამ როგორ გაბედეთ?
ექიმს მივვარდი და ხელების რტყმა დავუწყეე...
მამჩემმა მომაცილააა ...
გიორგისთან მივედი ისევ და მასთან ცავიმუხლე ... ვხედავდი, როგორ მილულა თვალები და ბოლოს როგორ შეეცვალა ხშირი სუნთქვა ჩვეულებრივით და თავი უსულოდ მოსწყდა,..
საკაცით გაიყვანეს მეორე ოთახში და იქ დააწვინეს....
ყველა გაიფანტა , ყველა რაღაცას აგვარებდა. მხოლოდ მე ვიჯექი მოსაცდელში და ვტიროდიი..... რამდენიმე საათის განლავლობაში ვიჯექი ასე გაუნძრევლად და ველოდი გიორგის გამოფხილზლებას, თუმცა ვციოდი , რომ რეალობა მას კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებდა.....
ფიქრებში ვიყავი გართული , როდესაც თორნიკეს ყვრილის ხმა მომესმა დერეფნის ბოლოდან..
–ანი ანი ანიი!! მოდი დროზეე...
ავდექი და მისკენ გავემართე ,,,
თორნიკე ძალიანა ნერვიულებული მეჩვენა ... ვეღარ სუნთქავდა და თვალები არანორმალურივით ქონდა ჩაწითლებული:
–რა მოხდაა თორნიკე რააა?
–გიორგი!
–რა გიორგი?
–გიორგი პალატაში არაა..
–რაა?
–ვერსად ვიპოვეე...
–რას ამბობ თორნიკე,,,,,
–ხოო ანი...... გიორგიი სადღაააც გაქრააა !!!!!!!!