წერილი ხელის კანკალით გავხსენი... გული არაადამიანურად ამიჩქარდა ! მეგონა გადმოვარდებოდა. ცრემლები უმოწყალოდ მოგორავდნენ ლოყებზე... ვერ ვიმორჩილებდი ხელებს.. კონვერტი ხელიდან მივარდებოდა .. ბოლოს როგორც იქნა გავხსენი , წერილი ამოვაძვრინე , გავშალე და ნელა დავიწყე წაკითხვა...
'' ჩემო ანი ! რომ იცოდე რა დიდი სიამოვნებით გავატარებდი მთელ დღეებს შენთან ერთად .... შენს კალთაში თავჩარგული... გეცურჩულებოდი ჩუმად ყურში თუ , როგორ უყვარხარ ჩემს გულს და როგორ სასტიკად მენატრები ! ჩემო ულამაზესო. ალბათ , როგორ დაგტანჯეე.. მძულს ..მძულს ჩემი თავი..! სამ კვირაზე მეტი გავიდა . მე კი ერთხელაც ვერ მოგწერე... არ მინდა გამოვიდეს თითქოს თავს ვიმართლებ , მაგრამ ჩემო პატარავ დამიჯერე აქ ისეთი პირობებია ამოსუნთქვის საშუალებაც არ გვეძლევა... მხოლოდ ის მაძლიერებს , რომ ვიცი მელოდები.. მელოდები და გიყვარვარ! გამააძლიერე შენი სიყვარულით პატარაავ ! ჩემი არსებობის წყარო ხარ ! მიზეზი ხარ , რომ ვისუნთქო. მიზეზი ხარ რომ ვიარსებო.. ერთი სული მაქვს გნახო და ჩაგიკრა გულში.. მიყვარხარ .! ეს იცოდე ჩემო ფერიავ ! ''
ცრემლები ღაპა–ღუპით ჩამომდიოდა. გული ამოფოქრიაქდა.. მუხლეები ისე ამიკანკალდა მეგონა მიწაზე დავეცემოდი. თავს ვეღარ ვიმაგრებდი... ნელ ნელა ბარბაცით მივედი და სავარძელში ჩამოვჯექი. წერილი კვლავ ხელში მეჭირა.. სივრცეს გავყურებდი.აზროვნების უნარიც კი არ მქონდა...იმ წუთას ბედნიერების მორევში გადავეშვი... ვიცოდი , რომ ცოცხალი იყო, კარგად იყო და ჩემზე ოცნებობდა ისევე , როგორც მე ! ... ვერ ვინძრეოდი.. წერილს ისე ძლიერად ვუჭერდი ხელს თითქოს მეშინოდა ვინმეს არ წაერთმიაა.... 5 წუთი ასე გაუნძრევლად ვიჯექი... გული არანორმალურად მიცემდა... დროის შეგრძნება მქონდა დაკარგულიი.
წამოვდექი, სამზარეულოში გავედი , მაცივარი გამოვაღე, იქიდან ცივი წყალი გამოვიღე და გამჭირვალე ჭიქაში ჩამოვასხი.. პირი საშინლად მქონდა გამშრალი და ერთი მოსმით დავლიე.... შემდეგ საძინებელში ავირბინე, საწერი მაგიდის უჯრიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე.. მაგიდას მივუჯექი.. ცრემლები მოვიწმინდე და ნერწვი ხმამაღლა გადავყლაპე.....პასტა ავიღე და ფურცელს დავაწექი , არ ვიცოდი , როგორ დამეწყოო....ბოლოს ძალა მოვიკრიბე და დავიწყე :
'' გიორგი ! არც კი იცი , როგორ გამახარა შენა გამოჩენამ , ეს წერილი ძალას მომცემს რომ გავუძლო უშენობას კიდევ ცოტა ხანს. მაგრამ ეს წერილი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს რაც შენმა წასვლამ დატოვა ! ჭრილობა , რომელიც მტკივა! ერთადერთი წამალი შენ ხარ ! მინდა აქ მყავდე. ჩემთან ახლოს... ჩაგიხუტო და შენი სუნთქვა ვიგრძნო! კვლავ ჩავხედო შენს ცისფერ მოკამკამე თვალებს და გითხრა , როგორ ძლიერ მიყვარხარ ! მე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ყევლაფრის გამოსახატად ! მეგონა გავუძლებდი , მაგრამ ყოველი დღე გაუსაძლისი ხდება შენს გარეშე,, ! რაც წახვედი მას შემდე ბათუმში ვარ ჩემს სახლში ! სკოლის ბოლო სემესტრი მივატოვე. არ ვიცი რატომ ვიქცევი ასე ბავშვურად .. მაგრამ ერთი ვიცი.. არ მინდა იმ ქუჩაზე ვიარო მარტომ სადაც 1 თვის წინ ჩემს სულთან და გულთან ერთად დავდიოდი ! მიყვარხარ და გთხოვ ხშირად მომწერეე ...
შენი ანი ''
წერილს კარგა ხანს დავყურებდი.. ბოლოს კონვერტში ჩავდე.. გიორგის კონვერტიდან მისამართი გადავიტანეე... კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე და წამოვდექი.. ქვევით ჩამოვედი. გარეთ გავედი , საფოსტო ყუთში წერილი ჩავდე და გავიფიქრე, როდის იკადრებდა ნეტა ის კეპიანი ბიჭი მოსვლას.... უცებ გამახსენდა , რომ ჩვენს საფოსტო ყუთას არავინ ხსნიდა ხოლმე .. ახლა კი ჩემი წერილის გამო მეექვსე გრძნობა ვერავის განუვითარდებოდა , რომ ინტუიცით წაეღოთ აქედან წერილი... უეცრად ერთმა აზრმა გამიელვაა.. ჭიშკრიდან გავვარდი და საბას სახლამდე სირბილით მივედი.. კარებზე ვაბრახუნებდი .. უეცრად კარში წელს ზევით შიშველი ირაკლი შემრჩა...
–ანი?
–ირაკლი?
–რა ხდება ანი მშვიდობაა? რა სახე გაქ? ირბინე?
–საბა სახლშია?
–კი აბაზანაში შევიდა ახლახანს...
–ააა
–შემოდი დაჯექიი...
სახლში შევყევიი და იქვე დივანზე ჩამოვჯექი...
–ერთი წუთი დაგტოვებ ანი და მოვალლ..
რამდნიმე წუთში ირაკლი დაბრუნდა , ახლა უკვე მაისური გადეცვა ....
–ყავა არ გინდა? ან წვენი?
–არა ირაკლი მადლობა არაფერი მინდა , საბასთან მაქვს საქმე..
–ააჰ კარგიი , მაგრამ თუ სასწრაფოა იქნებ მე დაგეხმაროო..
–შეიძლება , მაგრამ არ მინდა შეგაწუხო . საბას დაველოდები!
–არა რა შეწუხებაა ანი რას ამბობ !!
ამ დროს საბამ ჩამორბინა კიბეზე ... სველ თმას აქეთ იქით იქნევდაა..
–ვა ანიი? ააქ რა ქარმა გადმოგაგდოო..
მოვიდა და ლოყაზე მაკოცა...
–საბა ,,,,
–ხო ანიი
–იცი...
–ძალიან დაბნეული ხარ.. რამე მოხდა?
–გიორგიმ....
–რა გიორგიმ?
–წერილი გამომიგზავნა..!
–რას ამბობ ? მართლაა? გილოცავ ანიი !!! მაგრამ არ მესმის რატომ ხარ ასეთ ..
–უბრალდო წერილი როგორ გავაგზავნო მე არ ვიცი და იქნებ დამეხმარო?
–კი რა თქმა უნდაა. ახლავე წავიეთ ფოსტაში.. ასე არ ქვიაა? – გაიცინა– და მივიტანოთ ...
–საბა ძმაო ჩემი მანქანა წაიყვანეთ შენი , ხომ გასარეცხადაა წაყვანილი..
–მადლობა...
გასაღები გამოუგდო , საბამ კი ჰაერშივე დაიჭირაა
–აბა წავედით?
–წავედით?
გარეთ გამოვედით ..
–აქ დამიცადე მანქანას გარაჟიდან გამოვიყვან !
–კარგი!
მანქანა მოაყენა და გადმოვიდა.. მოვიდა და კარი გამიღო... შემდეგ მანქანას შემოუარა და ჩაჯდა,,,! რამდენიმე წუთი ვდუმდით.. მე ვფირობდი გიორგიზე.. წერილზე .. ყევლაფერზეე... ბედნიერებას ვრძნობდი , მაგრამ ვერ გამოვხატავდი . ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი !
–ანი თავს როგორ გრძნობ ?
–საუცხოოდ საბა...
სახე მისკენ შევატრიელე, საბა გზას გაჰყურებდა. !
–5 წუთში მივალთ...
საბამ წერილის გაგზავნის ამბავი სწრაფად მოაგვარა და საუბრის დროს ისიც დაამატა , რომ ამ წერილის სასწრაფოდ მისვლა ადრესატამდე აუცილებელი იყო... რომ გამოვედით საბას ვუთხარი:
–დიდი მადლობა საბა.!
–აბა რას ამბობ რა მადლობა....
ორივე ვუღიმოდით ერთმანეთს...
–ანი აქვე ძალიან მაგარი კაეფა გინდა შევიაროთ?
–ჰმმ. რატომაც არაა....
კაფეში სულ რაღაც 10 წუთში ვიყავით.... ყველაზე კარგ ადგილას დავსხედით . მეორე სართულზე . ხეივანზე ... ზღვის ხედით..
–აბა ანი რა შევუკვეთოთ?
–იციი ... ნაყინი მინდა ძალიაან
–კარგიი...
–უკაცრავაად.... ორი ნაყინი თუ შეიძლება?
–რომელი?
–ანი რომელი?
–არ ვიცი, თქვენი გემოვნებით იყოს
–კარგით მაშინ ყველაზე საუკეთესოს მოგართმევთ..
სანამ შეკვეთას ველოდებოდით საბა თვალებში მიმზერდა ... თავი უხერხულად ვიგრძენი. ალბათ მიხვდა და სიჩუმდე კვლავ მან დაარღვია..
–ახლა რას აპირებ?
–რაზე?
–დაბრუნდები თბილისში?
–არა ...
–რატომ? დეპრესიის დღეებმა გაიარაა...
–არა აქ მინდა ! თან მაინც მალე ზაფხული დადგება და ...
–ხო მართალი ხარ !!
–საბა ხომ არ იცი აქ ტელეფონი არის სადმე? მობილური დამრჩა...
–ჩემსას გათხოვებ..
–არა ქალქის ნომერზე ვრეკავ დაა..
–მაშინ აი იქით წადიი მერე მარჯვნივ შეუხვიე და დაინახავ ... – ხელით მიმანიშნა ...
–კარგი მალე დავბბრუნდები..
ტელეფონს მალევე მივაგენი ავიღე და გიორგის სახლის ნომერი ავკრიფე.... თამუნდა დეიდასთან მინდოდა ლაპარაკი ! მეამბო წერილის შესახებ და გამეგო მასაც თუ შეეხმიანა გიორგი .
მესამე ზარზე ტელეფონს უპასუხესს...
–გისმენთ !
ხმის გაგონებისთანავე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მუხლები ამიკანკალდა და გული არაბუნებრივად ამიჩქარდა... ხმა ძლივს ამოვიღე ...
–გ–გ–გიიორგიი?