Mariana

მე ვეთაყვანე, შენს უგონო ყოველ საქციელს.
შენმა მშვენებამ თვალებს ნისლი შემოახვიეს,
ვერ შევამჩნიე, რად ვიქეცი, რად გადმაქციე,
ნება მიეცი, შიშველ მუზებს, ანც ფანტაზიებს...

Mariana

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.

Bero


არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო,
მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.

« 1 2 ... 32 33 34 35 36 »