ბოლო ფიქრი
ბედობა დღეს უბედობა დამებედა.
ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა,
როცა გნახე მეკოცნა და გამებედა,
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი,
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი,
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა,
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა.
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ,
ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ.
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები,
გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები,
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი,
დღე და ღამე ამერია დავიღალე,
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე.
ლექს რომ დავწერ შენ უთუოდ წაიკითხავ,
ესე ძლიერ ვინ უყვარსო გაიკითხავ