ვნებათა აგონია

  • კატეგორია:
  • მე ვეთაყვანე, შენს უგონო ყოველ საქციელს.
    შენმა მშვენებამ თვალებს ნისლი შემოახვიეს,
    ვერ შევამჩნიე, რად ვიქეცი, რად გადმაქციე,
    ნება მიეცი, შიშველ მუზებს, ანც ფანტაზიებს...

    შენ სამუდამოდ მიმატოვე, ზურგი მაქციე,
    ტანჯულთა მეფედ და პოეტად გადამაქციე...
    ჩემში ვებრძოდი, ბოროტ ვნებებს, შავბნელ მაქციებს,
    ისე მიმაგდე, ყურადღებაც არ მომაქციე.

    შენ ჩემი გრძნობის და ვედრების აღარ იწამე,
    შენ სიყვარული დიად ცოდვად მე ჩამითვალე.
    თუ უშენობა მიწერია შავბნელ ყოფაში,
    სჯობს, აქვე სული მე ამომხდეს, შენზე ბოდვაში!

    განსასვენებელ ზიარების ბოლო წამებში,
    სანამ კუბოთი ჩამიტანან მე სამარეში,
    იქნებ, იქ მაინც მომეფერო ნაზი ალერსით.
    არა ცრემლები! მხოლოდ სითბო, მხოლოდ ალერსი...