*****
ჯოჯოხეთის წვიმაში
სიყვარული გამქრალიყო
ეშმაკების რისხვაში
წასულიყო ძველი გრძნობა
ევასაგან ნაგრძნობი
წასულიყო ცისკიდურზე
სიყვარული ნაცნობი
სიყვარული აღარ ენთო
მარადიულ საუნჯედ
წასულიყო,გაჰყოლოდა
ვარსკვლავების კარიბჭეს
სიყვარული აღარ ქროდა
გოგო-ბიჭის გულებში
სხვა კუნძული მოენახა
ოცნებებით ულევი
მეც ვიყავი დაქანცული
სიყვარულის ლოდინში
გამქრალიყო ძველისძველი
სიყვარული ყოფილი
და მოსჩანდა სიყვარულის
შორეული ლანდები
დაქცეული ოცნებები
შემუსვრილი ხატები
სიყვარული აღარ ენთო
ჯოჯოხეთის წვიმაში
სიყვარული გამქრალიყო
ეშმაკების რისხვაში