დედა..

  • კატეგორია:
  • წლებმა საათებად ჩაიარა
    წლები საათივით მდევდა,
    დრომ რა უცაბედად გაიარა
    გრძნობის ყველა წამი დედა..

    რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
    გულში კლდედ ქცეული სევდა
    მთელი დღეები და ღამეები
    მუდამ მეყვარები დედა!

    შენთან მოვედი და შემიფარე,
    აღარ დაგშორდები მეტად,
    ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
    შენთვის აღარ დამრჩა დედა..

    ყველა მეგობარი დამეფანტა
    ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
    სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
    ვისღა მივაკითხო დედა?

    ფიქრი ღრუბელია მარტოობა
    ფიქრმა დამიბნელა მზე და
    რატომ არ მასწავლე სიძულვილი
    მღუპავს სიყვარული დედა