გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე,
ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით,
მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე,
მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...

გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია,
ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება,
ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია,
ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...

გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა
თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა,
გემახსოვრებათ ჩვენი იუდა,
-ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...

-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდითი
-მინდორზე წოლა, თავდავიწყებითი
მე საუკუნო ძმობას შეგპირდით,
მე არასოდეს დამავიწყდებით!