ვნატრობ , ნეტავ შემეძლოს წარსულის დაბრუნება ,ნეტავ შემეძლოს ის წუთები დავაბრუნო როცა ჩემთან იყავი, ნეტავ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს რომ კიდევ ერთხელ თუნდაც ერთი წამით ისევ ჩემი გერქვას ისევ გხედავდე თუნდაც შორიდან , ნეტავ ადამიანები არ იყვნენ ასეთი სასტიკები ერთმანეთის მიმართ ,ნეტავ შეიძლებოდეს ამ ყველაფრის შეცვლა ,რას არ მივცემდი ,ნეტავ ყველას შეძლოს შენში იმის დანახვა რასაც მე ვხედავ ,ნეტავ ადამიანები ერთმანეთთან ფულის გამო არ მეგობრობდნენ ,ფული? ,ნეტავ რატომ შეუძლია მას ყველაფრის დანგრევა ,რაღაცის წართმევა რომელიც ყველაზე ძვირფასია ,ყველა და ყველაფერზე ,ნეტავ შემეძლოს უფსკრულის პირას მდგარი ადამიანის მობრუნბა ,რომელიც მხოლოდ იმიტომ დგას იქ რომ ფული არ ჰქონდა და მიატოვეს ,ნეტავ შემეძლოს ადამიანებს სხვა თვალით დავანახო სამყარო,ნეტავ, ნეტავ, ნეტავ ადამიანები ერთმანეთში მხოლოდ სიყვარულს ხედავდნენ და კარგ ცხოვრებას არ ნატრობდნენ .ნეტავ იცოდე როგორ მენატრება სუსხიანი ზამთრის ერთი ღამო ,ნეტავ შემეძლოს იმ ღამეში დარჩენა,ნეტავ შეიძლებოდეს დროის გაჩერება,ნეტავ შემეძლოს ახსნა რატომ წავედი ,ნეტავ მქონოდა ბრძოლის ძალა ,მაგრამ არა სადღაც გაქრა ეს ძალა ,მხოლოდ იმიტომ რომ ფარატინა ქაღალდი არ გქონდა ,რომელიც ყველას იმორჩილებს , ნეტავ სიზმარი გაცხადდეს ,ღამის ოცნებები ახდეს,ნეტავ შემეძლოს უკან დაბრუნება ,გეფიცები კიდევ ერთი შანსი რომ მქონდეს ,უკან მოუხედავად ჩავალაგებდი ბარგს და წამოვიდოდი ,მაგრამ არ მაქვს ,ნეტავ მქონდეს ჯადოსნური ჯოხი რომ ყველაფერი შევცვალო ადამიანებს რაღაც ვასწავლო ,ვასწავლო ნდობა ,ერთგულება ,ტყუილის გარეშე ცხოვრება , ნიღბების გარეშე ღიმილი ,ნეტავ შემეძლოს ამ ყველაფრის შესრულება თუნდაც ერთი დღით ,ნეტავ ისევ მესმოდეს ჩემს ქუჩაზე ბავშვების ჯრიამული და მათ შორის მეც ვიყო ,ნეტავ შემეძლოს შენი დაბრუნება.
ანა-მარი ამ ფიქრებში იყო როცა თავზე დათენდა საათს გახედა უკვე 7 დი ხდებოდა სწრაფად წამოხტა საწოლიდან ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა იმ იმედით რომ იქ მას დაინახავდა , თუმცა ის ძალიან შორს იყო მთების იქით სადაც მხოლოდ წარსული ცხოვრობდა ,აქ კი მხოლოდ მოგონება და ნატვრა დარჩა . იმ წამების რომლებიც არც ისე ბევრი იყო ,მაგრამ ტკბილი ,დღეს მხოლოდ სიცვე ბანჯარასთან ისევ მოლოდინი ზარის ,ქუჩაში უკუნა იხედება იქნებ ისევ მომყვება ჩუმად ,იქნებ ისევ ვარდს მოიტანს ჩუმად ამხედავს და მეტყვის ეს შენ ჩემგან სიხარულო.
ისევ ფანჯარასთან დგას და იყურება წარსული მხოლოდ მოგონება და ნატვრაა ოთახში .
-ანა-მარი სად ხარ?
-სახლში. შენ სად ხარ?
-მე შენ გელოდები როდის გამოხვალ.
-ამ სისულელებ ისევ არ იშლი , წადი თორე გაიყინები.
-არა ვიქნები და დაგელოდები.
-კარგი იყავი ,მაგრამ არ გაიყინო.
-კარგი ვეცდები .ხომ გამოხვალ?
-ვერა ვერ გამოვალ , წადი არ გაიყინო გთხოვ.
-კარგი წავალ შენი ხათრით .
-ხო წადი.
ანა-მარი დიდ კომფორტულ სახლში ცხოვრობდა ,დიდი ეზოთი ,სახლში სადაც დღეს მხოლოდ ნატვრები და მოგონებებია .
როგორც კი ანდრე წავიდა ანა-მარიმ სახლის კარებთან მირბინა კარები გაღო და კარებთან წითელი ვარდი დახვდა ვარდი აიღო და სწრაფად მიხურა კარები .
–მაიც გამოხვედი არა გარეთ?
–შენ საიდან იცი?
–დაგინახე.
–ა არ წახვედი ხომ?
–არა შორიდან გიყურებდი .
–მართლა. შენ ხო მითხარი წავალო .
–ხო მაგრამ .......
–რა მაგრამ?
–არაფერი დაივიწყე.
–კარგი.
–ხვალ ისევ მოვალ და ხომ გამოხვალ?
–არ ვიცი
–კარგი წავედი ახლა მართლა ,მართლა .
–კარგი წადი.
ანა –მარის ამის გახსენებისას თვალზე ცვრემლი მოადგა ხელში ჭიქა ეჭირა ხელიდან გაუვარდა და გატყდა .დაიხარა ჭიქის ნამსხვრევების ასაკრეფად ,უცბათ ხელი გაიჭრა ჭიქის ნამსხვრევი ხელში აიღო მაგრად მოუჭირა და ხელიდან სისხლი თქრიალით მოუვიდა მერე წამოდგა ფანჯარასთან მივიდა ,გაიხედა ქუჩაში არავინ იყო ,ფანჯარა გმოხსნა და ჭიქის სისხლიანი ნამსხვრევი მოისროლა და ხმამაღლა იყვირა ნეტავ შემეძლოს თავიდან დაწყება. ფანჯარა დაკეტა კედელს მიეყრდნო და ჩაიკეცა ტირილი დაიწყო .სისხლიან ხელს კედელს ურტყამდა და ნატრობდა ,ნეტავ,ნეტავ,ნეტავ შემეძლოს ,ნეტავ ,გაუთავებლად იმეორებდა ამ სიტყვებს .თითქოს ბუნებასაც ესმოდა მისი ,უეცრად ცამ გაიელვა ,შავი ღუბლები შეიყარნენ ცაზე ,თავსხმა წვიმა მოვიდა ანა–მარი კი ისევ კედელთან იჯდა და ციცხისგან იცლებოდა.