))))

  • კატეგორია:
  • მაკო და ნუცა ბჭობდნენ.თაკოს სიტყვებზე მაკო დარწმუნებული იყო რომ ის იტყუებოდა და ინტრიგების ქსელს ხლართავდა,ნუცა როგორც ყოველთვის პესიმისტურად განეწყო,ფარ-ხმალი დაყარა და ისევ პროზაში გადაეშვა.საბოლოოდ მოილაპარაკეს ვინმე შეეშვათ,მეორე დღეს "წისქვილში"სიტუაციის დასაზვერად.ასეც მოიქცნენ,მაკომ თავისი ძმაკაცი შეუშვა.
    -ჰა რა ქენი მოყევი რა ხდებოდა?
    -სანდრო დიდი ვარდებით "გაიჩითა" "სასტავმა"კარგად მოილხინა თაკო ზედ ეკიდებოდა სანდროს,მოსვენებას არ აძლევდა,ინაზებოდა იცეკვეს,იმღერეს,იმხიარულეს და კიდევ რა გაინტერესებს?
    -არაფერი ჯიგარი ხარ,შეგიძლია წახვიდე.
    -მაკო,დარწმუნებული ვიყავი თავისას გაიტანდა ეგ "სწერვა"
    -კაი დაწყნარდი,ჯერ კიდევ საკითხავია გაიტანა თუ არა,ცოტა ხანი დამაცადე,ნახავ ნიანგის ცრემლებს როგორ აფქვევს.
    -ყველაფერი მაღიზიანებს,არაფერი აღარ მინდა,მარტო მინდა ვიყო.
    -ჯობია წავიდე სანამ არ დამცოფე,იმის მაგივრად რომ საბრძოლველად მოემზადო დებილივით იქცევი,კაი მე წავედი,იმედია ხვალამდე მოხვალ გონზე.......ნუცა კალამს და რვეულს მიუჯდა და წერა განაგრძო.
    "ის ისევ მარტო დადის,მეორე ნახევრარს ეძებს იმ იმედით,რომ იპოვის,ამბობენ ყველას ყავს თავისი მეორე ნახევარი მაგრამ... ოცნებობს,მხოლოდ ფიქრებმა არ მიატოვეს..იქნებ ნატვრის თვალის მოლოდინში ელიოზივით არ გაიყინოს,ან სულაც მასავით მეორე მეოცნებე სული იპოვოს......დრო მიდის საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება კი ერთ ადგილზეა გაჩერებული და მხოლოდ მაშინ იძვრის რაიმე ახალს თუ აღმოაჩენს,ან შეიტან შენი ცხოვრების სტილში.
    -ნუცამ რვეული დახურა და ფიქრებში წავიდა.
    -არა სანდრო მართლა მიყვარს.მან არ იცის,ნეტა როგორი რეაქცია ექნება რომ გაიგებს?ალბათ ვერასოდეს ვერ გაიგებს,არა მაკო მართალია,რაღაც უნდა მოვიფიქრო.ლაპარაკობდა თავის თავთან ნუცა.
    -ლაშ ნუცა ვარ,რა ქენი რაა მიიღე ჩანაწერში?
    -მგონი ას ქულას დამიწერს,შანსი არაა შენს ნაწერში ნაკლები დავაწერინო
    -ისე თაკოს დავალებებს ხშირად ასრულებ ხოლმე???
    -ვერ მივხვდი რას ამბობ....
    ას ქულას ჩემს ჩანაწერში დარწმუნებული ვარ თაკო არ დაგიწერსდა თუ სახლში დასადებად გინდოდა გეთქვა და სხვანაირად დაგიწერდი უფრო მხიარულად მივუდგებოდი ნაწერს.
    -ნუცა რა უცნობებით მელაპარაკები,განტოლების ამოხსნას მასწავლი თუ დეტექტივობას?
    -გეტყობა მაგრად ხუმრობ,შენი უაზრო საქციელით რომ რომანი გვაქვს თაკოს მაგრად "გაუსწორე"მაგრამ მე რა რეაქცია მექნებოდა ეგ უკვე აღარ გეხებოდა?მთავარია მისია შეუსრულე შენ ბაბა-იაგა დაქალოჩკას,ისე შენი გამოყენებით სანდროს გაბრუება ეხერხება რაც მართალია,მართალია.
    -ნუც ტელეფონით ვერაფერს აგიხსნი შეიძლება გნახო?
    -ჯერ არ მცალია,არც სურვილი გამაჩნია შენი ხილვის,ისე ფრთხილად იყავი თაკომ ყური არ აგახიოს....
    ლაშა წყობილებიდან გამოიყვანა ნუცას შეურაცყოფამ და ირონიულმა ლაპარაკმა,მაგრამ თავი შეიკავა,ბოლოს მაინც მართლა თაკოს დაკრულზე იცეკვა!
    -გისმენთ!რა გინდა ლაშა რას გადამეკიდე?
    -ლაშა არ ვარ სანდრო ვარ,ნუცა დაიბნა
    -მეგონა ისევ ის დეგენერატი მირეკავდა.
    -სასიყვარულო ჩხუბები რომანტიულია არა?/!
    -სანდრო შეიძლება ამიხსნა რისთვის დარეკე?
    -მომენატრეეეე!
    ნუცას ხმა ჩაუწყდა ეგონა მოესმა.
    -რა თქვი?
    ჰო მომენატრე ეგეთი ნაგლი "როჟა' ვარ ვიცი რომ შეყვარებული გყავს მაგრამ მაინც გაბამ მოსულა?
    -ნორმალურად ილაპარაკე შენ რა "წისქვილის"ღვინომ ხომ არ გაწყინა?
    -შენ საიდან იცი?
    -ვიცი,ვიცი,ვარდები ცეკვა,მთელი რომანტიკა იყო შენსა და თაკოს შორის არა?
    ვუყვარვარ და მააფასებს,მეც ნაბიჯს ვუწყობ თან შენ მენატრები,ამ დროს ლაშა მახსენდება და ნერვები მეშლება და ისევ თაკოს ვუბრუნდები.
    -იტრიალე "კრუგში' არავის არ დაუჯერო და კიდევ დიდხანს იქნები მაგ მდგომარეობაში.
    -ნუცა ჩემი თვალით ვნახე როგორ ეხუტებოდით ერთმანეთს,თან საკმაოდ კმაყოფილი სახე გქონდა.
    მარტო შეყვარებულ ადამიანს შეუძლია იეჭვიანოს ასეთ სულელურ რამეზე,ლაშას ნორმალურად არც კი ვიცნობ,ბიჭმა თემის დაწერა მთხოვა და მეც დავუწერე.
    გეყოფა ზღაპრების მოყოლა,უცებ დაგიჯერებ,მნახე რა პატარა ბავშვი.უბრალოდ იმისთვის დაგირეკე რომ მომენატრე და კინდოდა დაგლაპარაკებოდი..სანდრომ ტელეფონი გათიშა.