სიყვარული...
რა არის სიყვარული? სიყვარულია, როდესაც გონებით ხვდები, რომ მასთან ერთად ბევრი პრობლემა,
საფიქრალი მოვა და გარკვეულწილად, ცხოვრება გაგირთულდება, მაგრამ მაინც გიყვარს...
რატომ გიყვარს? - იმიტომ, რომ უბრალოდ გიყვარს... იმიტომ, რომ შენი სიყვარული გავსებს
და საოცარ ძალებს გმატებს... სტიმულს გაძლევს და მომავალს ოპტიმისტურად უყურებ... დარწმუნებული
ხარ, ნებისმიერ სირთულეს გადალახავ.
იმიტომ კი არ
გიყვარს, რომ ეს შენ გინდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მას სჭორდება და გიყვარს ისე, რომ მას მოუტანო ბედნიერება. გიყვარს იმიტომ, რომ მის სახეზე ყოველთვის სასიამოვნო ღიმილი და უსაზღვროდ ღრმა გძნობა დაინახო... გიყვარს იმიტომ, რომ მისთვის ისუნთქო და მისთვის იცხოვრო.
სიყვარული სწორედ ის არის, როდესაც მზად ხარ მასთან ერთად ყველაფერი ნულიდან დაიწყო და არა - უკვე აწყობილ ცხოვრებაში შეუერთდე. თითოეული დღე, თითოეული წვალება, შრომა, სიცივე, წვიმა, მზე და სიცხე მასთან ერთად უნდა გაიზიარო.
ყოველი სამომავლო გეგმის თითოეული დეტალი მასთან უნდა შეათანხმო. შენს თავს მისი თვალით უნდა უყურო...
სიყვარული არ იზომება დეპოზიტებითა და საბანკო ანგარიშებით... არც შედარებებითა და მეტ-ნაკლებობით. სიყვარული ან არის, ან - არა. ნამდვილი სიყვარული ზომიერია და ზრდის ჩვევა აქვს...

და კიდევ, ძალიან მძაფრი გრძნობები ორჯერ უფრო სწრაფად გადის...

„ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვილაპარაკო, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს... როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე. ამჟამად ბუნდოვან მონახაზს ვხედავთ ლითონის სარკეში, შემდეგ კი პირისპირ ვიხილავთ. ამჟამად ნაწილობრივ ვიცი, შემდეგ კი კარგად მეცოდინება... ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია." ( ბიბლია - კორინთელების მიმართ მიწერილი პავლეს პირველი
წერილის მეცამეტე თავი)