თქვენ უფროსი ხართ
ჩემზე ასაკით,
გამოცდილება მოგიხდათ მის ;
რაც გამიცანით
ვიცი მას აქეთ,
თქვენი თვალები პატარად მთვლის.
დახევდით ნეტა
ბარათებს-დროს?
დააბრუნებდით თავიდან წამს?
ვიცი მეტყოდით:
"როდესაც თოვს,
მე შენი ცხელი ალერსის მწამს!"

ქალიშვილივით დაუწყებთ ცვლას,
ტანსაცმელსა და
საცვლების ფერს.
და თქვენი ვნების მიწიერ ძვრას,
დაგიკოცნიდით-
ურძეო მკერდს.

დატოვებთ ტიტულს-ვალდებულ ცოლს?
დაიწყებთ ღამით
ხალების თვლას?
მოზილავთ ღრუბელს-უფორმო ცომს?
დაუწყებთ მთვარეს
სხივების თლას?
გაგიშიშვლებდით ლექსივით ტანს,
დაგიფარავდით სარცხვენელს ფრთით;
შეგაყვარებდით როგორმე თავს
პატარძალივით
კანკალებთ,თრთით.

თქვენ უფროსი ხართ
ჩემზე ასაკით,
მაგრამ მკერდის ქვეშ გიკოცნით ხალს.
რაც გაგიცანით
ვიცი მას აქეთ,
ვეღარ ვუყურებთ თვალებში ხალხს ...