ამბობენ სიყვარული ის ერთადერთი გრძნობაა რომელსაც სამყაროს გადარჩენა ძალულსო,ამბობენ და არც ცდებიან
ეს არის გრდძნობა რომელსაც არ გააჩნია საზღვრები,გრძნობა რომელიც ყველაზე ღირებული და წმინდაა
სწორედ სიყვარულით იგება ხიდი ადამიანსა და უფალს შორის...
აი ასეთი წრფელი,წმინდა სიყვარულით უყვარდა გოგონას...გოგონას რომელიც ერტი შეხედვით არაფრით გამოირჩეოდა და მაინც
ისეთი სიყვარულით უყვარდა მოკვდავთა ენით რომნ არ გამოითქმის...სიყვარულის ნიჭი უფალმა უბოძა...ხოდა უყვარდა,უყვარდა სპეტაკი,უმანკო სიყვარულით...
განგებამ ორი ადამიანის გზა ზეცაში დაუკავშირა ერთმანეთს...
ამბობენ რომ ყველაზე დიდი ნიჭი სიყვარულია,უბედური ხარ თუ სამყარო უსიყვარულოდ დატოვე
სწორედ უფალმა უბოძა გოგონას გულს სიყვარულის ნიჭი...იქ...ცაში გადაწვყიტა ღმერთმა მისი ბედი,სწორედ იქ გადაკვეთა ღმერთმა გოგონას და მისი ცხოვრების სიყვარულის გზები...
ძნელია სიყვარული...ძნელია როცა გიყვარს და არ იცი რა უწერია შენს სიყვარულს,როცა საპასუხოდ ვერაფერს იღებ,როცა იტანჯები,როცა ისე გენატრება რომ სუნთქვაც გიჭირს,როცა მის გარეშე შენი ცხოვრება არაფერია ,როცა გინდა მთელი ცხოვრება მის გვერძე გაატარო ,როცა არ იცი რას უმზადებს ბედი გრდძნობას რომელიც გულში დღითი-დღე იზრდება ...
აი ასეთი სიყვარულიტ იყო შეყვარებული სრულიად უბრალო და მაინც მისთვის ყველასგან გამორჩეულ ბიჭზე
დიახ უყვარდა მისი თვალები...უძირო,მრავლისმეტყველი და მაინც ამოუცნობი თვალები
უყვარდა მისი ღიმილი,თბილი...გულიდან წამოსული ღიმილი
უყვარდა ყველაფერი რაც მას უკავშირდებოდა,უყვარდა გულში,ჩუმად,თავისთვის მაგრამ უყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად...ყველაზე ძლიერი სიყვარულით
ერთადერთი ადგილი სადაც გოგონა თავს ბედნიერად გრძნობდა ბიჭის სიახლოვეს,ოცნებებშიიყო...ოცნბები ხომ ის არეალია სადაც იქმნება საკუთარი სამყარო,სადაც ყველაფერი ისეა როგორც გინდა,სადაც არ არსებობს პრობლემები..ოცნებებში შეეძლო გოგონას მის სიყვარულტან ყოფნა

საოცარია მაგრამ თითქოს ყველა ამჩნევდა გოგონასა და ბიჭს შორის რაღაც ისეთს რაც მათ აკავშირებდათ,თითქოს ყველა გრძნობდა უხილავ კავშირს მათ შორის,კავშირს რომლითაც ღმერთმა ორივეს გულში მიძინებული სიყვარული გააღვიძა
თითქოს ყველა ხვდებოდა როგორ ენთებოდა ბიჭის თვალები გოგონას დანახვისას,ყველა ხვდებოდა როგორ აჩერებდა მზერას სკოლის დერეფანში მდგარი ბიჭი ერთ გოგონაზე
ყველა ხვდებოდა მაგრამ ამბობენ სიყვარული ის ერთადერთი გრძნობაა რომლის ახსნას ყველაზე დიდი გამბედაობა სწირდებაო
ყველა ხვდებოდა რომ ბიჭს გამბედაობა არ ყოფნიდა,პირველიუ ნაბიჯის გადადგმა უძნელდებოდა...
ერთ დღეს ,როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყო და პირველად გაიჟღერა სკოლის ზარმა გოგონა საკლასო ოთახისკენ მეგობრებთან ერთად მხიარულად მიაბიჯებდა..
შეამჩნია მისის სიყვარულის მზერა...ის ფანჯარასთან იდგა და თვალს არ აშორებდა გოგონას და სწორედ მაშინ როცა საკლასო ოთახსი მეგობრებთან ერთად უნდა შესულიყო მწვანეთვალება გოგოც,სწორედ მაშინ საყვარელმა ხმამ გაიჟღერა
-ერტი წუთით თუ შეიძლება
ხმას კანკალი მორეოდა...ბიჭის აღელვებული მზერა პასუხის მოლოდინში გაშტერებით უყურებდა გოგონას რომელსაც არ შეეძლო ხმის ამოღება ...
სიჩუმე კვლავ მღელვარე ხმამ დაარღვია
-შეიძლება?
გოგონამ თანხმობის ნიშნად გაიღიმა და ბიჭთან მივიდა
-იცი?რაღაც მინდა გითხრა,უფრო სწორედ დიდი ხანია მინდოდა მეთქვა
ხმაში მღელვარება ნელ-ნელა მატულობდა...ნელ-ნელა ჩქარდებოდა გულის ცემა ...ნელ-ნელა დუღდებოდა ძარღვებში სისხლი
-გისმენ
-იცი?შენ ასლბათ ფიქრობ რომ წესიერად არც კი გიცნობ მაგრამ...
-არა მასე არ ვფიქრობ
-კარგი,რაღაც უნდა გითხრა ოღონდ ბოლომდე დამამთავრებინე ,არ შემაწყვეტინო ისედაც ძალიან მიჭირს ამის თქმა,როცა დავასრულებ საუბარს მხოლოდ მერე მიპასუხე
-კარგი
-მოკლედ დიდი ხანია მინდოდა მეთქვა,ამი ძალა არ მყოფნიდა და აი ,გავბედე შენთან საუბარი
ძალიან მიყვარხარ
ბიჭის გახშირებული სუნთქვა სიჩუმეს არღვევდა...,გაფითრებული გოგონა უყურებდა მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს და გრძნობდა როგორ უკანკალებდა ფეხები,გრძნობდა როგორ უკრთოდა მთელი სხეული,გრძნობდა როგორ გამალებით ცემდა მისი გული,გრძნობდა როგორ უწყლიანდებოდა თვალები
გრძნობდა და უსიტყვოდ უყურებდა ბიჭის თვალებს...სიყვარულით სავსე თვალებს...როცა გიყვარს სიტყვები უძლურია
ყველაფერი ნათელი იყო...სიჩუმემ მისი სათქმელი თქვა...ამ ორ ადამიანს ერთი დიდი გრძნობა - სდიყვარული აერთიანებდათ...
ასე გადაიკვეთა ორი ადამიანის ბედი იქ -ზეცაში და აქ- მოკვდავთა სამყაროში
: )) შემიფასეთ