იცი რომელ დღეს მოვკვდები? ყველაზე ლამაზ დღეს, მე არაფერი არ ვიცი და
მხოლოდ ვიტყვი ერთს:იმ ლამაზი დღის ნიავი სიკვდილს დაუქნევს ხელს, სიკვდილი
ჩემთან მოირბენს და გულს ჩამწყვიტავს მე, ვიცი რომ ეს დღე იქნება
სიცოცხლით სავსე დღე, ბევრი რაღაცით იხარებს, გული დაწყდება ბევრს, მე ხომ
სიცოცხლე წამართვეს ხელი უნდობლად მკრეს, დღეიდან მე ღმერთს ვეკუთნი ჩემს
თავს მივანდობ ღმერთს. უკანასკნელად ავხედავ ცაზე მომღიმარ მზეს,
გამიკვირდება რად ნათობს მზე როცა ვკვდები მე? ალბათ სიკვდილი მირჩია
განვლილ ბავშვობის წლებს, მე კი სიცოცხლე მწყურია მე პატარა ვარ ჯერ,
დაკრძალვის დღეს კი იწვიმებს აღარ იქნება მზე, პირს შეიკრავენ ღრუბლები
წვიმა მისველებს თმებს. ცრემლები უხვად მეჭრება მარგალიტივით ზედ, ტირილი
მინდა ვერ ვტირი რაღაცა მიშლის ხელს. დღეს ჩემს პატარა ჭაღარას მიწა ეხება
ზედ და სიმარტოვის ბურეში სავალი მიწევს მე. საფლავის ქვასთან ნიაღვარს
სწრაფათ გააქრობს მზე, ჩემს ზემოთ მიწა გათბება მე კი ვერ ვითბობ ძვლებს
გულზე პატარა ჩიორა ფრთხიალებს თანაც შტვენს იცი რომელ დღეს მოვკვდები?
ყველაზე ლამაზ დღეს!