როგორ შევაყვაროთ ყველას საკუთარი თავი
შეწყვიტეთ ცუდი ურთიერთობები
რანაირი ურთიერთობები? თქვენს შინაგან კრიტიკოსთან. ზუსტად იმასთან, რომელსაც შეუძლია მხოლოდ გაკრიტიკება და ნაკლოვნებებზე მითითება, ამავდროულად თქვენთვის სულელისა და მსუქანი ძროხის წოდების მიცემით. იგი თქვენ არ გჭირდებათ. შეიძლება საკუთარი თავის პატივისცემა, ხუთი უცხო ენის ცოდნის გარეშეც, არავითარი ზედმეტი კილოგრამის დაკლების გარეშე, კარიბის კუნძულებზე დასვენების საშუალების გარეშეც. თქვენ გიყვართ თქვენი საყვარელი ადამიანი იმისათვის, რომ მას შეუძლია თვითმფრინავზე ფრენა? ან უფრო ცუდად მოებყრობით, თუ იგი შეჭამს მის პატარა ნაწილს მაინც?
გაიცანით ერთმანეთი უფრო ახლოს
გამოტყდით, იმისათვის, რომ თავი მოაწონოთ ვინმეს, თქვენ ხომ ცდილობთ გამოამჟღავნოთ თქვენი საუკეთესო თვისებები? ნუ მალავთ საკუთარი თავისგან თქვენს გრძნობებს და ემოციებს, ვინაიდან ზუსტად მათგან საბოლოო ჯამში წარმოიქმნება ქარიზმა. მაგალითად, მეგობრებთან ან კოლეგებთან საუბრის დროს ნუ გეშინიათ და ნუ გერიდებათ თქვენი აზრის დაცვა, მიუხედავად იმისა თუ არავინ მხარს არ გიჭერთ, და აუცილებლად დაასაბუთეთ, თუ რატომ გგონიათ ასე. ეცადეთ მიხვიდეთ თქვენი ხასიათის, თქვენი "მე”-ს სიღრმეებამდე, რომ გაიგოთ ყველა თქვენი მინუსის შესახებ, აღმოფხვრათ ან შეიყვაროთ ისინი.
აღიარეთ
ვის? რა თქმა უნდა საკუთარ თავს! მოუყევით, რა ხდის თქვენს თავს მიმზიდველს. შეიძლება, თქვენ ძალიან მომხიბვლელი ხართ, ან თქვენ გაგაჩნიათ შესანიშნავი იუმორის გრძნობა, ან სიარული მოდელის სიარულს გავს. და პატარა ნაკლები ნუ დაგავიწყდებათ, რომლებიც ხდიან თქვენს თავს სხვებისაგან განსხვავებულს და რომლებიც შეიძლება გარდაქმნათ ღირსებად ან წარადგინოთ როგორც სიახლე.
აჩუქეთ თქვენს თავს ბედნიერება
და არა მარტო იმიტომ, რომ რაიმენაირად უნდა დაამშვიდოთ საკუთარი თავი – ინერვიულეთ ან იყავით მოწყენილი, არამედ საკუთარი დაკმაყოფილებისათვის, უბრალოდ იმიტომ, რომ ასე გინდათ. ყოველდღე დასვით საკუთარ თავს კითხვა: რით გავახარებ საკუთარ თავს? ბოლოს და ბოლოს, იყიდეთ საყვარელი სუნამო, მიდით ტანსაცმლის მაღაზიაში, საკონდიტროში.
აღფრთოვანდით
თქვენს სხეულს უბრალოდ სწყურია სიყვარული – ნაზი კანის ან საუცხოო კულულა თმების გამო. ისწავლეთ თქვენი სხეულით აღფრთოვანება იმ მომენტებში, როდესაც იგი მოძრაობაში იმყოფება. იგრძენით თქვენი სხეულის მელოდია გულით და სულით. ისწავლეთ გიყვარდეთ და პატივი სცეთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ.
გიყვარდეთ თქვენი თავი, დატკბით ცხოვრებით, ხშირად გაიღიმეთ, და გარშემომყოფები ვერ შეძლებენ რომ არ შეგიყვარონ!