
–ანი ანი მაპატიე გთხოვ .. ღმერთო არც კი ვიცი რა დამემართა ...
თავში ხელები დაიშინა და აქეთ იქით დაიწყო ნერვიულად სიარული. მე გაუნძრევლად ვიდექი და თვალს ვადევნებდი მის თითოეულ მოძრაობას. ჯერ კიდევ ვერ გამოვსულიყავი მდგომარეობიდან. ვიცოდი ეს ყველაფერი ამ დღისგან გამოწვეული სტრესიის გამო ხდებოდა და ამიტომაც დავხუჭე თვალები ყევლაფერზე. არ ვიცი რატომ , მაგრამ ვერ ვბრაზდებოდი. შეიძლება იმიტომაც , რომ მე უბრალოდ მესმოდა მისი. ის ახლა სითბოს ეძებდა და განერვიულებულმა უბრალოდ არასწორი ნაბიჯი გადადგა.. უეცრად თითქოს საბამ ჩემი აზრების წაკითხა შეძლო , ჩემთან ახლოს მოვიდა და თავის ხელებში ჩემი სახე მოიქცია.
–ძალიან გთხოვ მითხარი , რომ მაპატიებ , ბოლომდე არც მიკოცნია. ვიცოდი ბოლომდე არ შევტოპავდი. მართლა არ ვიცი რა დამემართა . ძმის სულს ვფიცავარ დაუფიქრებლად მოვიქეცი და ვნანობ ძალიან ვნანობ. უბრალოდ მითხარი , რომ მაპატიე ძალიან გთხოვ ...
თითქოს მეტყველების უნარი დავკარგე, კვლავ გაშტერებული შევყურებდი საბას გაგიჟებულ თვალებს და ისევ ვერ ვბედავდი ვერაფრის თქმას ...
–ანი ძალიან გთხოვ მითხარი რამე ...
–დაწყნარდი საბა . არ ვარ გაბრაზებული!
–დავივიწყოთ ხომ ანი ?
–ხო რა თქმა უნდა!
–დაუფიქრებლად გავაკეთე . მე პატივს გცემ შენ და პატივს ვცემ გიორგისაც . მიუხედავად იმისა , რომ არ ვიცნობ მე დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად გიყვართ ერთმანეთი და აუცილებლად დადგება დრო როდესაც ისევ ერთად იქნებით . მჯერა ანი ბედნიერი იქნები...
–საბა ბედნიერებას ყველაზე მეტად შენ იმსახურებ..
საბამ ხელები გამიშვა, იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო...
–არ ვიცი ანი. მე უკვე აღარ ვციი რას ქვია ბედნიერება. მე ბედნიერების შეგრძნება დიდი ხანია დავკარგე..
მივედი და გვერდით მივუჯექი... ხელი მხარზე დავადე და მშვიდად ვუთხარი:
–არა საბა რას ამბობ. ყველაფერი წინ გაქვს, არ უნდა ჩაიქნიო ხელი , მართალია ხშირად ცხოვრება უსამართლოდ გვექცევა , მაგრამ შემდეგ ყოველთვის ხდება რაღაც , რაც გვაბედნიერებს და ცხოვრების ხალისს გვიბრუნებს . მთავარია გწამდეს ... მართალია ამ სიტყვებს მე არ უნდა ვიძახდე . გამოუსწორებელი პესიმისტი გავხდი ამ ბოლოდ როს. ხომ ნახე გიორგი წავიდა და მეც ავდექი და გამოვიქეცი. ალბათ ეს ჩემი უაზრო აჩემებაა , მაგრამ ახლა როცა გავიგე , რომ კარგადაა და ვუყვარვარ . მივხვდი , რომ ცხოვრება სურპრიზებიითაა სავსე და არ ვიცით როდის რაგაგვიხარდება, შეიძლება ისე მოულოდნელად დაგვატყდეს თავს ბედნიერება ვერც კი გავიაზროთ . დამიჯერე საბა სულ 1 კვირაა რაც გიცნობ და ძალიან შემიყვარდი. ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ,,, იცოდე მე შენს გვერდით ვარ ...
საბამ ჩემი პატარა ხელი თავის ხელებში მოიქცია , მადლიერი და თბილი თვალებით შემომხედა ...
–მადლობა ანი... მართლა გულწრფელ მადლობას გიხდი თანადგომისთვის , მაგრამ დღეს არ შემიძლია საკუთარი თავის მოტყუება. არ შემიძლია იმის თქმა , რომ ბედნიერი ვარ ... ახლა მე იმიტაც ვერ მოვატყუებ ვერც ჩემს თავს და ვერც შენ , რომ ყველაფერი კარგადაა ! ხომ გესმის არ შემიძლია .
–მესმის საბა !
–უნდა წავიდე!
–სად მიდიხარ?
–ცოტა უნდა გავიარო, ტვინის განიავება მჭირდება... მე კი... კიდევ ერთხელ გიხდი დიდ ბოდიშს!
–აღარ არის საჭირო!
–უბრალოდ მე არ მინდა ამით ყველაფერი გავაფუჭო და ჩვენს მეგობრობას ხელი შევუშალო!
–საბა ჩავთვალოთ , რომ ეს არც მომხდარა.
–კარგი ახლა მშვიდად წავალ..
საბა ფეხზე წამოდგა, ერთმანეთს გავუღიმეთ , ლოყაზე მაკოცა და მანქანაისაკენ წავიდა. ნელა ვაყოლებდი თვალს, როგო ჩაჯდა საბა მანქანაში და , როგორ მოწყდა მანქანა ადგილს... ცოტა ხანს ასე გაუნძრევლად ვიჯექი , მერე წამოვდექი და სახლში შევედი. მისაღებ ოთახში დივანზე დავწექი , გულზე გადავბრუნდი და თვალები დავხუჭე . ერთბაშად უამრავი აზრი დამიტრიალდა თავში. პირველად ვიგრძენი თავი გაურკვევლობაში. ერთდროულად უამრავი რაღაც მიტრიალებდა.. ბოლოს კოცნა გამახსენა და ტანში ჟრუანტელმა დამიარა ... ჩემს თავზე გავბრაზდი წამოვჯექი და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა ბალიში განზე ვისროლე,,, 100 % ით ვიყავი დარწმუნებული გიორგის სიყვარულში და იმაშიც , რომ დედამიწაზე არავინ მიყვარდა მასაზე მეტად .. საბა კი უბრალოდ ჩემი მეგობარი იყო, რომელმაც სისუსტე გამოიავლინა და შორს შეტოპა , მაგრამ რატომღაც თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი გიორგის მიმართ... მაინც ღალატს ვეძახდი ამ საქციელს , მიუხედავად იმისა , რომ ყველაფერი დაუფიქრებლად და გაუაზრებლად მოხდა ... მე გიორგი მიყვარს და მუდამ მეყვარება. ამ სიტყვებს ვუმეორებდი საკუთარ თავს , როცა უეცრად კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. წამოვდექი და კარისაკენ გავემართე , გამოვაღე და ... ისევ ის ჩანთამოკიდებული კეპიანი ბიჭი შემრჩა ხელში. მუხლებში დამიარა და თავი ძლივს შევიკავე , რომ არ წავქცეულიყავი ...
–გამარჯობათ!
–გამარჯობა !
–წერილია თქვენს სახელზე ...
–მოემცით !
მოეთმენლად დავიწყე ცქუმტვა ერთ ადგილზე , სანამ ჩანთაში წერილს ეძებდა. ხელებს ვიფშვნეტდი და ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და უხეშად ვუთხარი :
–კიდევ დიდი ხანს უნდა ვიყო აქ დაყუდებული?
კეპკის ქვეშიდან გაბრაზებული თვალები მომანათა და წერილი გამომიწოდა .
–აი ! ინებეთ !
წერილი გამოვართვი და სახლში უნდა შევსულიყავი , როცა მომესმა , როგორ წარმოთქვა გამწარებულმა ბიჭმა გესლიანად სიტყვები:
–ამაზე ხელს არ მომიწერთ ?
–ა ხო .. მომეცი ! .. აი გამომართვი !
–კარგად ბრძანდებოდეთ !
–ნახვამდიისს!
კარების მიხურვას ვაპირებდი , რომ გავიგე , როგორ ჩაიჩურჩულა ჩემს უკან გაბრაზებული ხმით :
–იმედია აქ ბოლოჯერ მოვედი. ამას გონია მე ვგიჟდები ისე მომწონს ჩემი სამსახური !
მაშინ მივხვდი , რომ ზედმეტი ცინიკურობით ადამიანს გული ვატკინე , თუმცა ახლა ამაზე ფიქრისათვის ნამდვილად არ მეცალა. სამზარეულოში შევირბინე , მაგიდას მივუჯექი და კონვერტის გახსნას შევიუდექი. წერილი ამოვიღე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ფურცელს კი არა გიორგის მგრძნობიარე და ხავერდოვან კანს ვეხებოდი. ტანში სასიამოვნი ჟრუანტელმა დამიარა და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა .. წერილი გადავშალე და კითხვა დავიწყე :
'' ანი ! ჩემო ლამაზო ! უკვე 1 თვე შესრულდება მალე რაც აქ ვარ და ჩემთვის ყველაზე წმინდას გეფიცები , ისე არაფერს გავუხარებივარ , როგორც შენს წერილს . იმედით ავივსე და მივხვდი , რომ მაქ მიზეზი ვიცოცხლო, მაქ , რადგან ვიცი მელოდები და ფიქრობ ჩემზე. იცი როგორ გავძლიერდი. არა არ იცი როგორ მიყვარხარ, სიცოცხლის გაგრძელებას მხოლოდ იმიტომ ვინატრებ , შენს გვერდით , რომ ვიყო. რომ შეგეხო, შენი სურნელი , რომ შევიგრძნო ... თვალებში ჩაგხედო და გითხრა , გითხრა ყველაფერი რასაც ჩემი გული უკვე ვეღარ იტევს. მენატრები , მენატრები ისე , რომ უკვე ტკივილსში გადადის ეს გრძნობა. იცი ღამე თეთრად მათენდება შენზე ფიქრით... როგორ დავიძინო , როცა რეალობაში შენ არსებობ. მინდა შენი გული მუდამ ფეთქავდეს და შენი სახე მუდამ იცინოდეს. თვალები სულ ისე გიკამკამებდეს , როგორც მაშინ მთვარის შუქზე ! 1 საათია ფურცელს დავყურებ და ვხვდები ,რომ არ შემიძლია ჩემი გრძნობები ბოლომდე გადმოვცე. ღმერთის არსებობის მაშინ დავიჯერე , როცა პირველად დაგინახე. პირველად ამიჩქარდა გული არააბუნებრივად , პირველად დამიარა ჟრუანტელმა . გაგიმხელ საიდუმლოს და გეტყვი , რომ სანამ გაგიმხელდი ყველაფერს შენს გამო ჩუმად მიტირია კიდეც. მეშინოდა,მეშინოდა .. გესმის? მეშინოდა , ჩემი გრძნობებისთვის საპირისპიროდ არ გეპასუხა , მაგრამ შენ მე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქციე დედამიწაზე , როდესაც დამიდასტურე , როგორ გიყვარდი... მაშინ შემეძლო ბოლო ხმაზე მეყვირა შენი სახელი. მზად ვარ მთელს პლანეტას გავაგებინო , როგორ მიყვარხარ !!!!!! უამრავ სიტყვებს აქეთ იქით ვატრიალებ , შეიძლება ვბოდავ კიდეც , მაგრამ აზრი მაინც ერთია ... გაღმერთებ ჩემო ფერია ! გპირდები , პირველი რასაც გავაკეთებ , როდესაც დავბრუნდები , ოცნებას აგისრულებ და პარიზში წაგიყვან . გაგასეირნებ ეიფელის კოშკთან და თუ შესაძლებლობა მომეცემა ფრანგებსაც გავაგებინებ რომ მოსფლიოში ყველაზე მაგარი გოგო მე მყავს ! სიტყვები უბრალო და ფუჭია. შენ შეგიძლია ეს ყველაფერი ჩემს თვალებში ამოიკითხო ! მიყვარხარ და მენატრები ..'' იცოდე ჩემი გული გამალებით ძგერს შენს მოლოდინში !''
სიყვარულით ჩემს ფერიას გორგისაგან ''
წერილი გულზე მივიკარი. უკვე ვეღარ ვაცნობიერებდი ისე მოგორავდნენ ცრემლები. სიტყვებმა , რომლებიც ამ ფურცლებიდან ამოვიკითხე ყველაფერი შეცვალა. მართალია ახალი არაფერი გამიგია, ისედაც ვიცოდი მისი გრძნობების შესახებ , მაგრამ ნამდვილად უჩვეულოა , როცა ბიჭს ასე გურლწფელად შეუძლია გადმოსცეს ყველაფერი რაც გულში აქვს ... გული კვლავ ისე ამიჩქარდა ,როგორც ჩვენს პირველ პაემანზე. დარწმუნებული ვარ რამდენი დროც არ უნდა გავიდეს და რაც არ უნდა მოხდეს გიორგის სახელის გაგონებაზე იგივე გრძნობა დამეუფლება ყოველთვის , როგორიც ახლა !
ოთახში ავირბინე. საწერ მაგიდას მივუჯექი და წერილის წერას შევუდექი !
'' გიორგი ! ჩემო გმირო. ღმერთო რით დაგიმსახურეე . რატომ დამასაჩუქრა უფალმა ასე. მარტო იმით ვარ სხვებზე ბედნიერი , შენ , რომ მყავხარ ... მენატრეებიი ძალიან მენატრეები. ყველაფერი მენატრება რაც შენ გეხება. მჭირდები ! სუნთქვაც კი არ შემიძლია უშენოდ. ყოველი წუთის შენთან გატარება მინდა. ოცნებად მექეცი. აუხდენე ოცნებად. მგონია ეს დრო განუსაზღვრელი დროით გაიწელება. 1 თვე გავიდა და მგონია უშენობა მომკლავს და , წარმოდგენაც მიჭირს , რომ წლები შეიძლება ვერ გნახო. ვერ შემოგხედო ისე ... ვერ გაკოცო და ვერ ჩაგეხუტო , მონატრებაზე დიდი ტკივილი არ არსებობს. მომავალს მხოლოდ შენთან ვხედავ ... შენი ბედნიერებისათვის თავსაც გავწირავ, შენი სიცოცხლისთვის სიკვდილსაც კი ვინატრებ , ოღონდ ვიცოდე , რომ ბედნიერი ხარ ყევლაფერზე ვარ წამსვლელი. თუმცა ჩვენი ბედნიერება ერთმანეთთან ახლოს ყოფნაა !დამიჯერე არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი , რომელიც იმაზე მეტად ამაყია ვიდრე მე , იმიტომ , რომ ჩემი ხარ ... მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ! მე არ შემიძლია ვიყო შენნაირი განსაკუთრებული და შენნაირად ლამაზად გადმოვცე თითოეული განცდა , თუმცა შენივე სიტყვებს გავიმეორებ , სიყვარული სიტყვებით აუღწერელია , განსაკუთრებით ჩვენი .... ! მიყვარხარ , გაღმერთებ , გელოდები !
ანი''
წერილი კონვერტში ჩავდე, მისამართი მივაწერე და კვლავ გამახსენდა , რომ ვერც ახლა წერილს საბას დახმარების გარეშე ვერ გავაგზავნდიი. რათქმა უნდა დღეს მისი შეწუხება უსამართლობა იქნებოდა და სეიძლება შახლში არც ყოფილიყო და გადავწვიტე ამჯერად დახნარება ირაკლისათვის მეთხოვა , მერე კი აუცილებლად გავიგებდი რა როგორ უნდა გამეკეთებინა და დამოუკიდებლადაც შევძლებდი წერილის გიორგსითან გაგზავნას .
წამოვდექი, ქვევით ჩავირბინე, თხელ ჟაკეტს ხელი დავავლე და სახლიდან გავვარდი...
საბას კარზე დიდ ხანს ვაბრახუნე , თუმცა არავინ ჩანდა. გამოვბრუნდი , უკვე წამოსვლას ვაპირებდი , თუმცა ზურგს უკან კარის გაღების ხმა გავიგონე და შევბრუნდი ,,,
–ვა ანი!
ირაკლი ნამძინარევ თვალებს იფშვნეტდა !
–ირაკლი! როგორ ხარ?
–არამიშავსს შენ როგორ ხარ?
–კარგად ! საბა არ არის სახლში ?
–არა არ არის. მეგონა შენთან ერთად იყო...
–იყო , მაგრამ წავიდა ... მისმინე შეგიძლია დამეხმარო?
–კი რა ხდება მითხარი თუ შემიძლია ...
–წერილი მაქვს ისევ გასაგზავნი. ამ ერთხელაც მჭირდება დახმარება და მერე გპირდები ვისწავლი ყველაფერს და არცერთს აღარ შეგაწუხებთ !
–კაი რა მაგას შეწუხებას ეძახი? აბა მეგობარი რისთვის არსებობს ..!! დამაცადე ჩავიცვამ და ჩამოვალ . შემოდი შიგნით დამელოდე .
–არა იყოს აქ ვიქნები..
–მაგრამ იცი ანი ერთი პრბლემაა...
–რა პრობლემა?
–ჩემი მანქანა საბას ყავს. საბასი კიდე სამრეცხაოდან არ გამოგვიყვანია... ფეხით უნდა გავიაროთ !
–კარგი არაუშავს . მიყვარს ფეხით სიარული !
–უკეთესი ! ახლავე ჩამოვალ !
ირაკლი 5 წუთში უკვე დაბლა იყო ...
–წავედით?
–წავედით...
გზაზე მივდიდოდით , მაგრამ არცერთი არაფერს ვამბობდით. ბოლოს უხერხული სიჩუმე ირაკლიმ დაარღვია .
–ხომ არ იცი სად წავიდა?
–არა ,,, ძალიან იყო განერვიულებული.!
–რაზე?
–თავისი ძმის შესახებ მომიყვა . მერე სასაფლაოზე გავყევი და...
–ა ხომ .. დღეს 8 წელი შესრულდა რაც ...
–ვიცი . ყველაფერი მომიყვა !
–ძალიან ძლიერი ადამიანია. ამდენს გაუძლო .. ჯერ ძმა ,, მერე დედა !
–ხო მართალია !
–მოიცა დავურეკავ !
ირაკლიმ ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო და საბას ნომერი აკრიფა,,,, ვხედავდი , როგორ ეცვლებოდა სახის გამომეტყველება ნელ ნელა..
–რა ხდება?
–არ იღებს !
–რამე ხომ არ შეემთხვა?
–კაი ანი რას ამბობ ღმერთმა დაიფაროს , ალბათ სადმე ბარშია და სვამს გულის გადაყოლების მიზნით !
–ა ხომ შეიძლება , მაგრამ რავიცი..
–კარგი ანი ნუ ფიქრობ ცუდზე, დამიჯერე დღეს მისთვისვე ჯობია ასე, გვიან დაბრუნდება ალბათ და შენ , რომ არ ინერვიულო ვეტყვი დაგირეკოს ...
მომიტრიალდა და თვალი ჩამიკრა ... დანიშნულების ადგილზე მალევე მივედით და ირაკლიმ იმაზე უცებ მოაგვარა ყველაფერი ვიდრე ვიფიქრებდი.. იქიდან , რომ გამოვედით უკვე დაბნელებული იყო .... ცივი ნიავი ქროდა და ტანში ჟრუანტტელმა დამიარა. წელზე შემოკრული თხელი ჟაკეტი მოვიხსენი და შემოვიცვი..
–დიდი მადლობა ირაკლი!
–კაი რა არ მიყვარს ეს მადლობები !
–კაი ..!
ორივეს გაგვეცინა ...
ქუჩაში მოვდიოდით , როცა გზის მეორე მხარეს ტროტუარზე დავარდნილი მამაკაცი დავინახე...
–ირაკლი ნახე იქ ვიღაც არის ...!
–ვინმე მთვრალი იქნება . აქ იმდენს ნახავ მასეთს !
–მოიცა მივიდეთ იქნებ უჭირს რამე !
–მგონი კარგი აზრი არ უნდა იყოს
–წამოდი ირაკლი
–არ გინდა დამიჯერე არ არის საჭირო .. შეიძლება საშიშია ..
–ირაკლი შენ რამის გეშინია?
–არა , მაგრამ ვიცი ყოველ სააღამოს ბარიდან გამოსული ლოთი კაცები ასეთ მდგომარეობაში ამოყოფენ ხოლმე თავს .
–კარგი მარტო გადავალ!
–ო რა ჯიუტი ვინმე ხარ ! დამიცადე მოვდივარ !
რაც უფრო ვუახლოვდებოდი უგონოდ დავარდნილ უცხო ადამიანს მით უფრო უცნაური გრძნობა მეუფლებოდა. ბოლოს კი , როცა მისი ტანსაცმელი დავინახე მუხხლები მომეკვეთა .. ბოლომდე არ ვაჯერებდი საკუთარ თავს , მაგრამ როცა მისი სახე გამოკვეთილად დავინახე , თავი ვეღარ შევიკავე და თავზარდაცემულმა წამოვყვირე ...
–ღმერთო საბა !!!!!!!!