ორი სანთელი
არვინ არ იცის მათი გულები რაზე ფიქრობდა...
რატომ ტიროდა ერთი სანთელი მისგან ფარულად...
როგორ უნდოდა ასრულებოდა რატომ უყვარდა...
სანთლის ფიქრები უკავშირდება მხოლოდ ერთს...
მას ხომ უყვარდა და ადიდებდა როგორც ღმერთს...
მისმა ღმერთმა კი ზურგი აქცია საცოდავს...
ჩუმად იწვოდა ნაზი სანთელი და მას ნატრობდა...
და ეს სურვილი მას გულს უკლავდა ცრემლებად ღვრიდა...
ნაზი სანთელი მთლად გაიფიტა გროშად არ ღირდა...
მოვაო ფიქრით ტკივილს ფარავდა გულში სანთელი...
მისი ტკივილი ყველამ გაიგო შველას არ ელის...
ჩუმად იწვოდა ეკლესიაში სანთელი მწველი...
და მის გარშემო შეგროვილიყო დამცველი, მხსნელი...
ამ გარემოში თავს იგი გრძნობდა უფრო დაცულად...
მას სძლია იმან რასაც იგი დიდხანს ნატრობდა...
გავიდა წლები და სანთელმა დალია სული...
და მის ადგილას იდგა ბურუსი სიჩუმე სრული......