ასი წლის შემდეგ.
დაელოდები თითქოს ჩემ სუნთქვას,
დაელოდები და უსასრულოდ,
მერე სუნთქავ და მერე სუნთქავ,
სუნთქავ ჩემს ჟანგბადს,
ჩემს ღიმილს ჩემს გულს,
ამოისუნთქავ და მერე ყოველი,
შენი ჩასუნთქვა ისევ ჩემია,
შენი თვალების ეგ ღიმილები,
შენი ბაგენის ჩურჩული ჩუმი,
შენი თვალების ეგ წამწამები,
ჩემი გული კი განაწამები,
თავს რომ გადაწევ და ელოდები,
ჩემი ბაგენის ამ ამოსუნთქვას.
სრულად დაგლევ და სრულად გამოგცლი,
როგორც ბადაგი დაწურულს ველზე,
ერთი დღე მაქვს და ერთი ღამე,
ან სულაც კიდევ ასი ათასი,
მაგრამ სიცოცხლე ერთი მაქვს მხოლოდ,
და მე უშენოდ არამაქვს ფასი...
ვერც შენ იცოცხლებ ალბათ უჩემოდ,
და მაშინ ვიყოთ ჩვენც მოხუცები,
ისევ ერთად და ისევ ერთად,
მერე მოხუციც თავს რომ გადაწევ,
და ელოდები ისევ ჩემს სუნთქვას,
მერე ჩემს გულთან მოიწიე,
მოიჩოჩე და ჩუმად მოცუცდი,
ჩაგეხუტები და შენს თვალებში,
დავინახავ მეც რომ მოვხუცდი...