დღეს თუ მიყვარხარ
ხვალ იქნებ სულაც მიატოვოს ამ გულმა ფეთქვა...
და როცა აღარ გეყოლები...ის გწამდეს მხოლოდ
ჩვენს სიყვარულზე მოუყვები ლამაზად ... ღმერთსაც
მართლა წმინდაა ჩემი გრძნობა....თუმც ეს არ გწამდეს
მე ხომ სიმორცხვე ბავშვობიდან მაჩუქა დედამ,
ვერ გამოვხატავ?...ბგერებია გრძნობას რომ ცვითავს
ამიტომ ვცდილობ ყველა სიტყვა შევკრიბო ლექსად.
მე ხომ სიცოცხლე ცხოვრებაში დროებით მერგო
და შენი თავიც სულ ცოტახნით მაჩუქა ბედმა…
და როცა შენი დაბრუნება მართლა მომიწევს
მაშინდაიწყებს ჩემს მაგივრად ტირილსაც ზეცა.
დღეს რომ მიყვარხარ არ მიწყინო შენც ამიტანე
ხვალ იქნებ... მართლაც, მიატოვოს ამ გულმა ფეთქვა,
გთხოვ... დროებითი სიყვარული გამილამაზე...
თორემ მეც ვიცი......
რომ ვერასდროს ვიქნებით ერთად. ♥