ვხედავ არასდროს ჩერდები წამით
ვხედავ როგორ ხარ სულ მარტო ღამით,
ვხედავ თავს როგორ იბრუებ წამლით,
როგორ ამაყობ ქუჩაში ამით.
ვხედავ კაიფობ–არ ზოგავ თავს,
ვიცი ვერ არჩევ თეთრსა და შავს,
ვეღარ გებულობ კარგსა და ავს,
მტრებში გერევა–ვერ არჩევ ძმას,
ჩუმად მიდიხარ ენდობი სხვას,
ენდობი სატანის უაზრო ხმას,
"წამლით კაიფი"–მხოლოდ ეს გწამს,
ნამდვილი ძმობის გრძნობა არ გწვავს.
შენ დღეს შეყევი წამლის ბნელ სოროს,
დღემდე ვერ ხვდები რა გელის ბოლოს,
შენ ვერ გაიგე სიცოცხლი ფასი
და აირჩიე ცხოვრება ფარსი,
დალიე!–ღვინით სავსე თასი,
რადგან შეიგრძნო სიცოცხლის არსი,
დალიე! და თან რამე თქვი ბოლოს,
არასდროს ენდო წამლის ბნელ სოროს!!!