ოდნავ ხასიათი გამომიკეთდა , თუმცა სახლში შესვლისთანავე გული კვლავ უწინდებურად დამიმძიმდა, საითაც არ უნდა წავსულიყავი ჩემი ტკივილი თან დამქონდა. საითაც არ უნდა გამეხედა ყველგან სიცარიელეს ვხედავდი. რომელ მხარესაც არ უნდა გადამედგა ნაბიჯი ვგრძნობდი არცერთ ჩემს ქმედებაში სიცოცხის პატარა ნაპერწკალიც არ იგრძნობოდა ... ვიდექი ჩემთვის კართან , ხელები ერთმანეთზე მქონდა გადაჯვარედინებული და მთელი ძალით გულზე მიბჯენილი. ვიდექი და ვფიქრობდი. უბრალოდ ვფიქრობდი ყველაფერზე.. მე ის მიყვარდა იმდენადაც კი, რომ თავს უფლებას ვაძლევდი მანამ ვყოფილიყავი სრულიად მარტო , სრულიად გამოფიტული , სანამ გიორგის არ ვნახავდი... თვალების საშინელი წვა ვიგრძენი . უკვე ტირილს ვაპირებდი , რომ ძალა მოვიკრიბე , თავი გავაქნიე და ჩემს თავს შევუძახე ! არ მინდოდა ტირილი. აქამდე ცრემლი არცერთხელ შემიჩერებია, ახალა კი ვგრძნობდი ,რომ საკუთარი თავის ხელში აყვანას ვცდილობდი... გადავწყვიტე რაიმე მომეფიქრებინა გულის გადასაყოლებლად.. ავიღე ტელეფონი და ნინის ნომერი ავკრიფე .. მესამე ზარზე უპასუხა..
–ნინი
–რახანც შენი ხმა მესმის !
–ოხ ნინი...
–როგორ ხარ ანი?
–რავიცი ...
–მეგონა მეტყოდი კარგად ვარო ან არამიშავსო,ან რა შემაწუხე ერთი და იგივე კითხვითო. განა არ ვიცი , რომ ცუდად ხარ , უბრალოდ იმედი მაქვს , რომ ერთხელაც ამ კითხვაზე სასიამოვნო პასუხს გამცემ! –
ყელში ბურთი გამეჩხირაა. ისევ მომინდა ტირილი.. ამდენი ხნის მერე პირველად ვიგრძენი , თუ როგორ მინდოდა ნინის გულში ჩაკვრაა! ძალა მოვიკრიბე და ვითომ მხიარული ხმით ვკითხე ნინის ...
–შენ როგორ ხარ?
–აუჰ რავიცი. დაღლილი , განადგურებული..
–გამოცდები?
–რათქმა უნა
–ძნელი მისახვედრი არ იყო ...
ორივეს გაგვეცინა
–ხო .. ხო... მისმინე .. ანიი....
ხმა შეეცვალა ოდნავ ნინის
–გისმენ ნინი!
–თამუნა დეიდა ვნახე გუშინ . შუადღეს მაღაზიიდან გამოვდიოდი კართან შემხვდა შემთხვევით...
გული არაბუნებრივად ამიჩქარდა.. ამ სახელის გაგონებამ თავბრუ დამახვია. იმ წამს ათასმა აზრმა გამიელვაა .. ხან ცდუმა , ხან კარგმა... ვდუმდი.. ხმის ამოღება მიჭირდა...
–ანი .. ანიი? აქ ხარ?
–მერეე ნინი?
მიხვდა , რომ ავნერვიულდი და წყნარად მიპასუხა
–არაფერი ისეთი...
მისი ტონი არადამაჯერებლად მომეჩვენა
–ნინი!
–არა ნუ ღელავ . გიორგიზე არ უთქვას არაფერი.. უფროსწორედ თავს ვერ მივეცი იმის უფლება , რომ მასზე რამე მეკითხა , რადგან...
–რადგან რა?
–ვაიმე ანიი.. მე ასეთი ეგ ქალი არასდროს მინახავს.... რომ ნახო როგორი შეცვლილია... საშინლადაა გამხდაარიიი... ასეთი თავლები მას შემდეგ აღარ ქონია რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა .... საშინლად ნაღვლიანი.. ვიცი ამას არ უნდა გეუბნებოდე , უბრალოდ რატომ უნდა დაგიმალო. ვიცი გიმატებ.. უარესს ვშვრები, მაგრაამ .. ! მე მხოლოდ ის გამიკვირდა. 3 კვირაზე ცოტა მეტია რაც გიო წავიდა. ასე უცებ , როგორ ჩამოდნა ! ალბათ ძალიან ნერვიულია . ალბათ ენატრება და მაგიტომ არის ასე....
ნინი თავის ვარაუდებს გამოთქვამდა , მაგრამ მე ? მე? განა ცუდის მეტი მიტრიალებდა თავში რამე? იმ წუთას მთელი გულით ვისურვე , რომ მიწა შუაზე გახსნილიყო და შიგნით ჩავეტანე. ტელეფონს ხელს ვუჭერდიი. სავარძელს ჩამოვეყრდნე, რომ არ წავქცეულიყავი...
–ღმერთო.... – გულიდან აღმომხდაა
–კარგად ხარ ანი?– შეშინებული ხმა ქონდა ნინის
–არა .. ძალიან ცუდად ვარ...
–მაპატიე.. არ უნდა მეთქვა.. მაპატიე გთხოვ . ჩემი ბრალიაა!
–არა არა არის შენი ბრალი. ამას ვერსად გავექცევი, როდემდე დამალაავ რაც მოსახდენია მოხდება.. აღარ შემიძლია ნინი.. სიკვდილი მინდაა
–გაჩუმდი რეებს ამბოობ!
–ძალიან გთხოვ ნინი მაპატიე მაგრამ ლაპარაკი არ შემიძლია!
–კარგი ანი!
–დროებით!
–კარგად ანი.. მიყვარხარ .. იცოდე ძალიან მიყვარხარ,,, !
–მეც ნინი!
ძლივს წარმოვთქვი ბოლო სიტყვები... ტელეფონი ყურიდან მძიმედ მოვიშორე... ხელი შუბლზე მივიდე. ვიგრძენი მთლიანად დაბუჟებული ვიყავი. საშინელ სიმძიმეს ვგრძნობდი ,მერე ,,, მერე აღარ მახსოვს რა მოხდა ... ათასი სურათი დატრიალდა ჩემს გარშემო.. მილიონმა ფიქრმა და მოგონებამ ამოიტივტივა ჩემს გონებაში , მაგრამ ყველა ფიქრის და წარმოსახვის მთავარი გმირი გიორგი იყო, უამრავ სიტუაციაში წარმომიდგა თვალწინ, ყველაფერს ერთად ვხედავდი. მის ღიმილს, მის ლამაზ ცისფერ ტავლებს, მის ხელების სითბოს შევიგრძნობდიი. იმდენად რელურად თიტქოს იმ წუთას ატასი კილომეტრით კი არა მხოლოდ მილიმეტრებით იყო ჩემგან დაშორებული.. მინდოდა .. ძალიან მინდოდა გულში ჩამეკრა, არსად არარ გამეშვა. მინდოდა კიდევ ერთხელ ჩამეხედა მის სიყვარულით სავსე თვალებში და მეტქვა , რომ ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. ისევ შევხებოდი მის ნაზ ტუჩებს და მისი სუნთქვა მეგრძნო... მაგიჟებდა ეს ფიქრები... ეს სურათები კი ტავბრუს მახევდა... უეცრად გავაცნობიერე , რომ ვერარაფერს ვერარ ვგრძნობდი... მივხვდი , რომ ლამაზი და ფერადი სურათები სისავეს შეეცვალა. ჩემს გონებაში ბურუსი ჩამოწვა,,, ვერაფერს... ვერაფერს ვერარ ვხდევადი.. არაფერი აღარ მესმოდა.. რამდენიმე წამში კი უკვე ძირს ვეგდე ....