ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით, ანდა შევხვდებით ძალინ გვიან.
ვიცი, წაიღებს დრო ყველა ტკივილს, გული იმედებს კვლავ ჩაისახავს.
მაგრამ ნუ მეტყვი – აღარ ვიტირო, ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ....
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება, სანამ ბოროტი ქარები ქრიან,
და სანამ ვიცი – თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გ ვ ი ა ნ .