))))
-ბიჭო მიშკა,ნუცას შეყვარებული ყოლია და არ ვიცოდი,რა ტყუილად ვჩალიჩობდი!
-დარწმუნებული ხარ?ჯერ დააზუსტე და მერე ინერვიულე....
-რა დაზუსტება უნდა ჩემი თვალით ვნახე როგორ ჩაეხუტა ის ლაშა თუ ვიღაც ნუცას,მაგარი "გამიტყდა"ნუცა სხვანაირი მეგონა და იცი რა მიკვირს?შეხვედრაზე დამთანხმდა და მითხრა მეც მომენატრეო,რაში სჭირდებოდა ეგეთი თამაში აზრზე არა ვარ იმ ლაშას ადებილებს?თუ მეგობრად მთვლის?ისიც იცის რომ მიყვარს და როგორც მეგობარს ვერასოდეს შევხედავ.
-კაი,გითხარი დაზუსტეთქო,შენი რა მიდის ინფორმაცია გადაამოწმე.
ნუცა თითქმის ერთი საათი ელოდა სანდროს ძალიან ინერვიულა მაგრამ მაინც არ დაურეკა,"ნეტა გადამაგდო"?რა მოუვიდა თვითონ შემეხვერწა შეხვედრაზე დავთანხმებოდი და ახლა რა ბზიკმა უკბინა?გამწარებულმა ნუცამ მაკოსაკენ აიღო გეზი.
-რატომ არ დაურეკე არ გაინტერესებდა რა მოხდა?მე გული მიგრძნობს რომ ამ ამბავში თაკოს ხელი ურევია.
-გუშინ ღამე დამირეკა სანდრომ და ეგრე უცებ რა უნდა მოეგონებინა თაკოს,აბსურდია,ეტყობა ძმაკაცებთან ერთად იყო და დაავიწყდა რომ უნდა შემხვედროდა.
-ეგრე სად ხდება,მოდი დავურეკოთ.მაკომ დაურეკა ბიჭს.
-ჰო მაკო.რას შვები,რამე მოხდა?
-შენ რას შვები,როგორ ხარ?ხომ ყველაფერი კარგად არის?
-ვიიცი შენ რაზეც მეუბნები,თუ არ ჩავთვლით იმას რომ ნუცას ვიღაც ლაშა უყვარს რომლიც საჯაროშიც დაყავს,მაშინ არაფერი არ მომხდარა
-ვინ ლაშა?სანდრო რეებს ლაპარაკობ?
-კაი აღარ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი,რაც არის არის,უბრალოდ "გამიტყდა" ყველაფერს სხვისგან ვგებულობ რატომ ადრე არ მითხრა შეყყვარებული თუ ყავდა?იქნებ მეგობრად მთვლიდა?ირონიულად დაასკვნა ბიჭმა.
-ერთი შეკითხვა მაქვს და თავს განებებ,შემთხვევით თაკომ ხომ არ შეგატყობინა ეგ ინფორმაცია მაგას ეხერხება ხოლმე ტყუილები,თუმცა ეპატიება ქალი შენი სიყვარულით იწვის,რას არ აკეთებს ნემსის ყუნწში ძვრება.
-ეგ რა შუაშია?მე თვითონ ვნახე.
-უკაცრავად და საჯაროსთაან რა გინდოდა ზუსტად იმ დროს?ერთი სიტყვით სანდრო ერთხელ უკვე გაგდებილა თაკომ ეხლა კიდე ერთი ისტორია წამოიწყო,რაც გინდა ის ქენი მე გითხარი და მორჩა.
-გითხარი ნუცა თაკოს ამბავია ლაშასთან ერთად საჯაროში რომ იყავი.
-ხოდა წამოსვლისას ჩამეხუტა და ეტყობა ეგ დაინახა.
-ხო მაგრამ საიდან იცოდა იქ რომ იქნებოდით?ის რომ ლაშა თაკოს ძმაკაცია არაფერს გეუბნება?
-არ ვიიც უკვე ვერაფერს ვხვდები,მაკო მგონი სანდრო მიყვარს.
-რა ვქნა?ეგ თაკო თმებითაა სათრევი,იდიოტი გოგოა.
თაკო კმააყოფილი იყო თავის გეგმით ლაშასთან ერთად მხიარულობდა.
-მაგარი ხარ ლაშ კარგად შეასრულე ყველაფერი,
-თაკო ისე მაგრა ბოროტულად იქცევი სანდროს ის უყვარს და ვერაფერს იზამ,რად გინდა კუდში რომ დასდევ?უფრო თავს იმცირებ
-ნუცა უყვარს?გადავაყვარებ,სანდროს ვაიძულებ პატივი მცეს.
მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ნუცასაც უყვარს სანდრო.
-არ მაინტერესებს მე უკვე დიდი ხანია მაგ ბიწზე ვნადირობ ,თავიც კი ვაგინებინე,არ ვაპირებ ვიღაც დებილ ნიცას დავუთმო.
-ისე შენ წარმოიდგინე საინტერესო პიროვნებააა,ლამის მეც შემიყვარდა.გაეცინა ლაშას.
-საინტერესო არა,ურჩევნია სანდროს თავი დაანებოს თორემ რეებს ვუზამ არ ვიცი.......
მაკომ სასწრაფოდ ტაკოსთან დარეკა,დარწმუნებული იყო თაკოს მორიგი ფანტაზია იყო ლაშას ამბავი,
-თქვი კიდევ რა ჩაიფიქრე,თაკო იცოდე ჭკვიანად იყავი თავი ბრძენი ნუ გგონია,მიიბერტყები,ნუცას და სანდროს თავი დაანებე.
-მაკო რა დაგემართა?საიდან ამდენი აგრესია?
-ნუ "იაზვები" ეგ ლაშა თუ ვიღაც საიდან გამოქექე?ინანებ!ერთი იცოდე შენისთანა უთავმოყვარეო ბოროტი ადამიანი არავის არასოდეს არ შეუყვარდება,სანდროს ნუცა უყვარს და ვერაფერს შეცვლი.აი შენ კი მიბეგვა არ აგცდება...თაკო ნერვებზე აიშალა,მისმა საქციელმა კიდევ უფრო დაარწმუნა მაკო რომ ლაშას ამბავი თაკოს დაგეგმილი იყო...
თაკო ყველანაირად ცდილობდა სანდროთავიოს მხარეზე გადაებირებინა და რაც შეიძლება მეტად დაეჯერებინა ის, ნუცასა და ლაშას ურთიერთობიდ სერიოზულობაში
-სანდრო როდის უნდა დამიჯერო ,რომ ყველაფერი რაცას გეუბნები მართალია,ხომ იცი მე ტყუილი არ მიყვარს,მართლა მიყვარხარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ გატყუებ და ინტრიგებს ვხლართავ...
-თაკო არ გინდა თავის მართლება,ნუცა ლაშასთან მე თვითონ დავინახე კაი "როჟააა" ეგ ლაშა?
-რაში გაინტერესებს?ყოველ შემთხვევაში შენ ვერ გჯობია.
-ეგეთი ბაზარი არ გინდა.
-გვეყო მაგ თემაზე ლაპარაკი ხასიათს მიფუჭებს,სანდრო ხვალ ჩემი დაბადების დღეა და სადმე არ "მოვსხდეთ"?
-არ ვიცი პრინციპში კაი პონტია,ერთი კარგად მინდა ჩავთვრე,
-ოკ,პონტი იქნებ თანაც როგორი.
გახარებულმა თაკომ მაკოს დაუმესიჯა თავის გამართლების მიზნით,
-რას მიმესიჯებ,ვერ დამირეკავ თუ გერიდება ჩემი?
-არა უბრალოთ ესე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის.
-არ გეწყინნოს და მოდებილო ელემენტი ხარ.
-მაკო კიდევ ერთხელ გეუბნები ლაშასთან დაკავსირებით მე არაფერ შუაში არ ვარ.იმ დღეს ისეთ დღეში იყავი ვერაფერი აგიხსენი კაპასი დედაკაცივით მეცი.
-გთხოვ თაკო თავი შეიკავე ცხვირზე მეჭეჭი გაკლია და სოფელში რომ ჯამბაზები არიან იმათ დაემსგავსები,შენი ვითომ და უმანკო გამომეტყველება შენთვის შეინახე,რა გინდა მითხარი შენი ნერვები არ მაქვს,
-გითხარი მაგ ამბავში არაფერ შუაში არ ვარ-მეთქი თანაც ლაშა რაში მჭირდება მე და სანდრომ ყველაფერი მოვაგვარეთ უკვე ერთმანეთს ვხცვდებით,ასე რომ რაც გინდა ის იფიქრე ჩემთვის სულ ერთია.
-რა ზღაპრებს ყვები სიზმარში ნახე ეგ ყველაფერი?
-არა საყვარელო,ნუცას გადაეცი თუ ძალიან აინტერესებს სიმართლეს ვამბობ თუ არა ჩემს დაბადების დღეზე მოვიდეს ხვალ "წისქვილში" ისე შენც გეპატიჟები..თაკომ ნიშნის მოგებით გაიცინა.