განა მე მინდა?
მაგრამ რა ვუყო, რომ არავინ არ მყავს კარგო?
განა არ მინდა, რომ დავიკარგო?
მაგრამ გზა არსად მოსჩანს, რომ გავიარო
განა არ მინდა სიცოცხლე ვიგრძნო?,
მაგრამ ცოცხლებშიც მკვდრებია მხოლოდ
განა არ მინდა, რომ შენთან ვიყო?
მაგრამ შენს გვერდითარ არის სითბო.
მითხარი კარგო, რით გაგახარო?
მე ხომ ჩრდილი ვარ ერთი, უბრალო,
მალე გავქრები, და ეს სამყარო,
ვერც კი მიხვდება, რომ დავიკარგო.
განა არ მინდა , რომ გაგახარო
და, რომ ღიმილი შენი ვიხილო,
მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი სული
თავს ვეღარ იხსნის და არის ბნელში.