))

  • კატეგორია:
  • თაკო მაინც ეჭვიანობდა და სულ იმის ცდაში იყო ახალი რამე მოეგონებინა,რათა კიდევ უფრო მეტად დაეშორებინა სანდრო და ნუცა,ამისათვის კი რა თქმა უნდა ისევ ლაშას იყენებდა.
    -ლაშ რას შვები როგორ ხარ?
    -რა გინდა პირდაპირ მითხარი.
    -კვირის ბოლოს ჩვენი სამეგობრო წრე კარნავალს ვმართავთ,უცხოებიც იქნებიან,მინდა შენც წამოხვიდე და......
    -და ნუცას კუდში ვსდიო?ჩვენ ვიჩხუბეთ და მაგ საქმიდან არაფერი აღარ გამოვა ის მიხვდა ყველაფერს.
    -ვერაფერსაც ვერ მიხვდა,შეურაცყოფა მოგაყენა,არ უნდა აპატიო,ისე დაფიქრი ჩვენ გარდა მეტმა არავინ იცოდა ეს გეგმა და სხვას საიდან შეიძლება გაეგო?!ეტყობა იეჭვიანა და შენი გამოტეხვა უნდოდა,მოკლედ,ასეა თუ ისე კარნავალზე ერთი სერიოზული როლის თამაში მოგიწევს და.....
    -და რა,შენ ხელს დამიქნევ არა?!
    -არა “ოსკარს მიიღებ,როგორც მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში “როგორ დავაშოროთ შეყვარებულები”,ხუმრობის გარეშე ხომ შეგპირდი მობილურს გაჩუქებ-მეთქი,ჰოდა სიტყვა ძალაშია
    თაკო ბიჭს უხსნიდა როგორ უნდა მოქცეულიყო რა ექნა,რა ჩაეცვა და ა.შ.
    -მაკო ლაშა იმ დღეს ისე გაჩუმდა რომ მივაწექი მგონი მართლა მიზანში გავარტყი,სანდრომ დამირეკა მომენატრეო.
    -ხომ გეუბნები უყვარხართქო.
    -არ დამიჯერა ჩემზე და ლაშაზე ისევ სიმართლე ჰგონია.
    -აუუუ რა დებილი “ნაროდი”
    მოდის.ხისთავიანები არიან,თავისას აწვებიან და შენ არ გისმენენ.
    -ასეა თუ ისე მე ავუხსენი და ხვეწნას ნაღდად არ დავიწყებ იცი წიგნი თითქმის ნახევრამდე დავწერე “მეოცნებე სულები”მინდა დავარქვა ცუდია?
    -მოიცა ახლა შენი წიგნით არ დაიწყო ტვინის ბურღვა,მაგას ჯობია მოვიფიქროთ კარნავალზე რას ჩავიცვამთ.ხალხი უნდა დავშოკოთ,სანდრო შენს დანახვაზე უნდა დაეცეს.
    თაკო არ ისვენებდა,წინააღმდეგობის მიუხედავად გოგოებთან კონტაქტს არ წყვეწტდა განსაკუთრებით ნუცას ყველა ნაბიჯი აინტერესებდა და ეხლაც იმის ფიქრში იყო ის რას ჩაიცვამდა კარნავალზე სურდა მასზე ორიგინალურად და კარგად ყოფილიყო
    -ნუც,რას შვები?მომენატრე ოღონდ მართლა,მოდი ჩვენი გაუგებრობები დავივიწყოთ,ცოტა ხნით მაინც.
    -თაკო შენ მგონი სიცხე გაქვს,ექიმს გაესინჯე?ფსიქიკაშიც ვერ გექნება საქმე კარგად.
    -აი საყვარელო შენ უკვე შეტევზე გადმოდიხარ და შეურაცყოფას მაყენებ.
    -კაი მაშინ დაწყნარდი სიხარულო და მშვიდად ამიხსენი,რისთვის დამირეკე,შენ ხომ ჭკვიანი გოოგო ხარ,რაღაც გექნება ჩაფიქრებული.
    -იმ დღეს მე და სანდრო ვსეირნობდით და გიკითხა,სულ ეს მინდოდა გადმომეცა,ვფიქრობ შენთვის ესეც ნუგეშია.შეთხზა სიტუაცია თაკომ და პასუხს დაელოდა.
    -გმადლობთ ყურადღებისთვის,მაგრამ მეც დამირეკა და მენატრებიო მითხრა....
    ამის გაგონებაზე თაკო დაიბოღმა თავი ხელში აიყვანა თორემ წივილ-კივილს ატეხავდა.
    -რატომ გაჩუმდი შემთხვევით ხომ არ ტირიხარ?
    -რა სისულელა,სანდროს ეხერხება ეგეთები,მაგრამ გარწმუნებ მაგან იმედები არ უნდა გაგიჩინოს...კარნავალზე ჩემთან ერთად მოდის ასე რომ.......
    -რომეოსა და ჯულიეტას ფორმებს ხომ არ იცვამთ?ისე თაკო ფრთხილად იყავი,გინება კიდევ არ აგცდება..ნუცამ ყურმილი დაკიდა.
    როგორ შეიძლება ადამიანს ამდენი ბოღმა და სიძულვილი ჰქონდეს გულში,ზიზღს მგვრის ხანდახან ეს ყველაფერი როგორ მინდა სადმე შორს ვიყო ან......ნუცა ჩაფიქრდა......
    -მაკო იქნებ მარტო წახვიდე კარნავალზე,სახლში მინდა ყოფნა....
    -არ მაინტერესებს შენ არ მოდიხარ,არც მე წავალ,თუ გინდა რომ შენი გულისთვის გამოკეტილი ვიჯდე,კი ბატონო!
    -ნუ დაიწყე რა,რა მინდა იქ თაკოს ტყლარჭვებს ვუყურო?სანდროს კისერზე იქნება ჩამოკიდებული,თან ამ ყველაფერს ლაშაც დაემატება და ვიცი როგორ განწყობაზეც ვიქნები.
    -მოდიხარ!მორჩა და გათავდა წინასწარ არავინ იცის რა იქნება ჩვენ კაბებს მივაკითხე იცი რა მააგარი გამოვიდა?!მაგრად მოგიხდება,მაკიაჟსაც მსუბუქად გაიკეთებ,თმა ყველა ვარიანტში უნდა აიწიო ისე კაბას არ მოუხდება,ნიღბებიც მაგარი გამოვიდა,ფეხსაცმელს რა მოვუხერხოთ?ხომ იცი მაღლებზე უნდა შეხტე სხვა გზა არ გაქვს,წამო მაღაზიებში გავიაროთ.
    ნუცა ცხირჩამოშვებული უსმენდა დაქალს და სულ სხვა ფიქრებში იყო წასული.
    -მაკო ქანცი გამწყდა არაცრ კარნავალი მინდა და აღარც არაფერი.
    -სულ მინოლურ ხასიათზე როგორ უნდა იყო?!
    გოგოები მთელი რე დადიოდნენ მაღაზიებში ათასი რამ მოიზომეს საღამოს ნუცასთან ძვლივს მილასლასდნენ.მაკო ჭკუაზე არ იყო.გეგმებს აწყობდა თავიდან ბოლომდე წარმოიდგინა მთელი კარნავალი
    -ნუცა ხვალ დილით სალონში გელოდები,იცოდე არ დამაყუდო..
    მაკოს წასვლის შემდეგ ნუცა ისევ დაიგრუზა,კარგად იქვითინა მერე ისევ წერას შეუდგა.
    "მეოცნებე სულების დამთავრება სანდროზეა დამოკიდებული,იდიოტია და მეტი არაფერი,ხვალ თუ თაკოსთან ერთად მოვა გავამწარებ,წიგნს ვეღარ ვწერ,ხვალ ლაშაც მიიღებს თავისას გაბანძებ"
    ნუცამ ფურცლები დახია და ძირს დაყარა.