დილით მზის სხივებმა გამაღვიძაა. თვალები გავახილე და აღმოვაჩინე , რომ თავი საბას მკერდზე მედო ! ...
ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამეგო რა ხდებოდა. მთელი დღის ნასიცხარი გამოფიტული სხეული უმოწყალოდ იდო საწოლზე ... თავი ოდნავ ავწიე და თვალები საბასკენ გავაპარე. თვითონ ისევ იქ იწვა სადაც ძილის წინ. თავს უხერხულად ვგრძნობდი. ისიც კი არ ვიცოდი მნახა თუ არა ამ მდგომარეობაში. ოდნავ ავიწიე , ისე , რომ საბას არაფერი ეგრძნო , თუმცა როგორც კი გავინძერი საბაც მაშინვე შეიშმუშნა. უცებ გავიწიე , რომ ვერაფერს მიხვედრილიყო. როგორც კი გვერდი ვიცვალე საბამაც იგივე გააკეთა . ლოგინზე წამოვჯექი და საბა ჩემსკენ გადმობრუნდა . გამიღიმა და მშვიდად მითხრა :
–დილამშვიდობის ! თავს როგორ გრძნობ?
–არამიშავს.. ოდნავ თავი მტკივა!
–ნასიცხარი ხარ და მაგიტომ !
–ხო ალბათ.!
ჯერ კიდევ ვმორცხვობდი. არამარტო საბასი, არამედ ჩემი თავისაც მრცხვენოდა , თუმცა ოდნავ დავმშვიდდი , რადგან საბას ამის შესახებ არაფერი უთქვამს , მაგრამ ის კი ნამდვილად არ ვიცოდი დანამდვილებით ეს ყველაფერი არ შეუმჩნევია თუ უბრალოდ ჩემთან არ იმჩნევდა. ორივეს ტანსაცმლით გვეძინა. თავს მე ძალიან არაკოფორტულად ვგრძნობდი და დარწმუნებული ვარ საბაც ! ძალიან შემეცოდა ჩემს გამო მთელი დღე ოთახში იჯდა, მივლიდა და ზედ მყვებოდა, ახლა კი ჩემი ბავშვური ხასიათის გამო ყველაფერს ვერ გავაფუჭებდი. ამიტომ მეც თბილად გავუღიმე !
საბაც წამოჯდა , თვალები მოიფშვნიტა და მაჯის საათს ხელი დაავლო..
–რა დრო გასულა. ასეთი გვიან არ ვიღვიძებ ხოლმე.. – ჩაიცინა
–რომელი საათია?
–11
–უჰ ასეთი ადრე , როგორ გავიღვიძე მიკვირს..
–ეს ადრეა?
–ადრე კი არა დასვენების დღეებში ხან 2 ზე ვიღვიძებ !
–მხოლოდ ხანდახან ?
–ხანდახან 2 ზე და ხშირად 1 ზე !
–ვააა რა უცნაურები ხართ ეს გოგოები. !
–ეგ რა შუაშია?
–შუაში კი არა თავშია. დგებით იმ დროს როცა ბიჭებს უკვე ნახევარი საქმე გაკეთებული გვაქვს? მერე დღე უცებ არ გარბიის?
–კი როგორ არა , მაგაში კი მართალი ხარ ...
–კარგი ჯობია ავდგე!
–ხო მართალია !
–მე მარტო ჩემი თავი ვიგულისხმე . შენ იწექი.!
–არა არა რაა .. დღეს კარგად ვარ მართლაა ადგომა მინდა !
–კარგი მაშინ მე ქვევით ჩავალ შენ საქმე გექნება რამე . ქვევით ვიქნები !
–კარგი !
საბა წამოდგა , საათი გაიკეთა , მობილური ჯიბეში ჩაიდო , თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა ! მე საწოლიდან წამოვიზლაზნე. აბაზანაში შევედი. სარკეში ჩავიხედე და .... ვინანე.. საშინლად გამოვიყურებოდი. უცებ მოვიწესრიგე თავი, ტანსაცნელი გამოვიცვალე და სანამ მეც ქვევით ჩავიდოდი კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში. თვალები ოდნავ ჩაშავებული მქონდა. სარკისკენ უფრო ახლოს მივიწიე და უფრო მეტად დავაკვირდი ჩემს თავს. ჩემს გამომეტყველებას და მივხვდი , რომ ჩემი გამოხედვა ბევრად განსახვევბული იყო , ვიდრე 2 დღის წინ , ვიდრე აქ ჩამოსვლის დღეს , ვიდრე გიორგის წავლის დროს. უფრო ხალისიანი მეჩვენა ცემი თავი. ეს ყველაფერი კი წერილს და საბას დავაბრალე. წერილმა უბრალოდ გამომაცოცხლა . საბას გვერდით თავს კი ძალიან კარგად ვგრძნობდი. ვხვდებოდი , რომ ღმერთმა ძმა გამომიგზავნა , უფროსი ძმა , რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი. უცნაური გრძნობა დამეუფლა, ნამდვილად ვერ მივხვდი რა ერქვა ამ გრძნობას.. დავიბენი და თვინში ყველა აზრი ამერია.. თავი გავაქნიე , რომ უარყოფეთი ენერგია მომეშორებინა, სარკეში ჩემს თავს გავუღიმე, სააბაზანოდან გამოვედი და კიბეზე დავეშვი . საბა სამზარეულოში იდგა და გამიცინა !
–სად ხარ აქამდე?
–რავიცი. სარკეში , რომ ჩავიხედე ვიფიქრე ეს მონსტრი ვინ არის თქო , ვიფიქრე იქნებ რაღაცა ვუშველო თქო და შევყოვნდით !
–რაო მერე მონსტრმა?
–ცოტა მომაწესრიგე თორემ ხალხს დააფრთხობო !
–მერე ვერ ცემე ტო?
–რატო უნდა მეცემა ?
–ეგ როგორ თქვაა ... შენნაირ ლამაზ მონსტრეებს სხვა სარკეშიც თუ ნახავს მერე გითხრას ეგ !
–კაი გაჩერდი ახლა !
–არ გამოვიდა ხო რაღაც?
–ნწ !
ორივე გულიანად ავხარხარდით ,,,
–რა სისულელეებზე ვიცინით .
–და შენ ნორმალური ხარ?
–და შენ? – წარბი ავწიე ..
–მოდი აქ ნახე რა გავაკეთე ?
–რა?
–ყავა
–როდის გააკეთე?
–რომ ჩამოვედი.
–და იმის მერე ასე დგას?
–ხო ?
–ცივი ყავა დალიე ბიჭო შენ .. უყურე ამას...
–შენ არც იმსახურებ მეტს...
–გამოდი გამოდი მე გავაკეთებ !
–უხდები სამზარეულოს.!
–წადი გამეცალე ახლა . დაჯექი მანდ და მოვიტან ყავას ...
ყავა გავაკეთე და მაცივარი გამოვხსენი. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. საბას ყველაფერი უყიდია და მეტიც. მაცივარში არაფრის ადგილი აღარ იყო დარჩენილი !
–საბა გაგიჟდი?
–რა იყო?
–ეს რა არის? რაამბავია .. მაინც არ ვიკვებები მაინც და მაინც გადასარევად ..
–აბა ასეთი მსუქანი რატომ ხარ?
–რა ? რა თქვი ? გაგიჟდი ხომ?
იმ წამსვე გავვარდი სარკისკენ... არასდროს არავის უთქვამს ეგ ჩემთვის. მსუქანი არ ვარ , მაგრამ არც ლანდი გამდის... ყოველთვის ყველას მოსწონდა ჩემი ტანი .. სახეც და მთლიანობაში ბევრს უთქვამს ძალიან ლამაზი ხარო. სამწუხაროდ მე ყოველთვის ვპოულობდი რაღაც უაზრო ნაკლს და შემდეგ გამუდმებით ვწუწუნებდი ამაზე ! უეცრად საბას ხითხითი მომესმა ...
–იდიოტო !
–კაი გეხუმრე !
–რა ღირსი ხარ ყავის !
–მადლობა !
ყავა დავლიეთ. საბამ ნამცხვარი დაჭრა ... ვსაუზმობდით.. უეცრად საბას ტელეფონმა დარეკა !
–ხო იკუშ ! ... ანისთან ... რა მოხდა? ... აა ეგ მახსოოვს ხო .... ახლავე? ... კაი გამოვდივარ ! ... ანიი წავედი მე !
–რამე , ხომ არ ხდება?
–არა ირაკლის აქვს საქმე და უნდა წავყვე , აბა შენ იცი საღამოს ალბათ ვერ მოვახერხებ შენს ნახვას .. ქობულეთში გადავდივართ ერთი დღით და ხვალ გამთენიისას დავბრუნდებით !
–კარგი , მაგრამ ...
–არ ინერვიულო სერიოზული არაფერია..
წამოდგა და მეც ავდექი ...
–იყავი იყავი !
–გაგაცილებ !
–არ არის საჭირო ...
მე სკამზე დავჯექი ისევ . საბა დაიხარა და შუბლზე მაკოცა... მე გამეღიმა და მანაც ღიმილითვე მიპასუხა ... აიწია და კარისკენ გაემართა . გასვლის წინ მობრუნდა და ხელი ამიწია. მეც იგივე მიმიკა გავიმეორე და საბამ სახლის კარი გაიხურა . მაგიდა ავლაგეე... უცებ ჩემი მობილური აწკრიალდა.. დედა მირეკავდა !
–ხო დედიკო ! – იმაზე ბევრად ხალისიანი ხმა მქონდა ალბათ ვიდრე ამას დედა ელოდა ..
–ვაიმე ვინ ხარ და რა უქენი ჩემს შვილს !
–ანი ვარ დედა ...– გამეცინა !
–რაღაცა სხვანაირი ანი ხარ შენ !
–ხო დღეს კარგ ხასიათზე ვარ ..
–აბა მომიყევი ...
ის არამარტო დედა , არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა... ყევლაფერი მოვუყევი წერილის შესახებ და ასევე საბას შესახეებ. სიცხის ამბავმა ყველაზე მეტად აღაშფოთა და ყველაზე დიდი ყურადღება საბამ მიიქცია.. მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ და , როცა მასთან საუბარს მოვრჩი ნინის დავურეკე.. თითქმის იგივე თემებზე გვქონდა საუბარი და ჩემდა გასაკვირად ისიც ყველაზე მეტად საბათი დაინტერესდა ! მითხრა , რომ ამ თვეში აუცილებლად ჩამოვიდოდა ჩემთან ! კიდევ უფრო დადებითად განვიმუხტე . საუბარი მასთანაც დავამთავრე და ეზოში გავედი ! თუმცა ჩემდა საუბედუროდ ვერანაირი გასართობი და დროის გასაყვანი ვერ ვიპოვე.. გადავწყვიტე ქალაქისკენ გამევლო და ჩემთვის რამე მეყიდა... გავემზადე , ჩანთა და მობილური ავიღე და ქალაქისკენ დავიძარი.. 10 წუთში უკვე ქალაქის ცენტრში ვიყავი. ბევრ მაღაზიაში შევედი... ერთი მაისური ავარჩიე და სამაჯური... ჩემი ნავაჭრით კმაყოფილი ვიყავი.. ვსეირნობდი .. სახეს მზეს ვუშვერდი.. ვიღიმოდი ... მიკვირდა ჩემი ასეთი გარდასახვის , მაგრამ შინაგანად მაინც ვერ გამეცა ჩემი თავისთვის პასუხი კითხვაზე რატომ ხდებოდა ამდენი ცვლილება ჩემში !
ბოლოს ერთ კაფეში შევედი და ნაყინის შეკვეთა გადავწყვიტე , თუმცა სიცხის ამბავი გამახსენდა და გადავიფიქრე . ყავა ავიღე.. ცოტა ხანს კაფეში შევყოვნდი... კაფიდან , რომ გავედი უკვე შებინდებული იყო.. არ მიყვარდა სიბნელეში მარტო სიარული , თუმცა სახლში ხომ უნდა დავბრუნებულიყავი... გზად ერთი პატარა გვირაბის მაგვარი რაღაც უნდა გემევლო, რომელშიც გავლა დღისითაც კი არ მანიჭებდა სიამოვნებას , მაგრამ სხვა გზა არც მქონდა და სამწუხაროდ არც ვიცოდი ! ცოტა შიშის გრძნობა დამეუფლა , მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ....
უკვე გვირაბის ნახევარი მქონდა გავლილი , რომ გვირაბის ბოლოში სილუეტი დავინახე. ნელ ნელა მიახლოვდებოდა.. შიშისგან ტანში გამაჟრჟოლა... მიუხედავად იმისა , რომ უბრალო გამვლელი იყო , თუმცა უეცრადდ !
–ეი გოგონი მოიცადე !
შიშისგან ტანში გამაჟრჟოლა ,, მეორე მხარეს შევბრუნდი , მაგრამ ჩემდა საუბედუროდ იქიდანაც ვიღაც მიახლოვდებოდა. მზად ვიყავი ბოლო ხმაზე მეყვირა , თუმცა მიზეზს ვერ ვხედავდი..ნელ ნელა უფრო მიახლოვდებოდნენ და კიდევ ერთხელ შემომესმა მისი ხმა !
–გოგონი !
–აქ რა უნდა შენისთანა ლამაზ გოგონას სიბნელეში ? – ახლა მეორემ დაიწყო..
–ეძებ რამეს?
–ჩვენ ხომ არა?
ორივემ სიცილი დაიწყო... უკვე გადაწყვეტილი მქონდა დამეყვირა , მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მეტყველების უნარი დავკარგე.... ნელ ნელა უფრო მომიახლოვდა ერთერთი.. ვერცერთის სახეს ვერ ვხედავდი გარკვევით.. ტყავის კურტკიანი მომიახლოვდა და ხელზე შემეხო.. მოულოდნელობისგან გვერდით გავხტი ..
–არ შემეხო ..
ახლა მეორე მოვიდა . მანაც იგივე გაიმეორა..
–ხელი გამიშვით ! მიშველეთ ...
კი არ ვყვიროდი , ვხაოდიი.. ხმა საერთოდ არ ამომდიოდა პირიდან ! ვუძალიანდებოდი, ხელებს ვიქნევდი და ვცდილობდი მომეშორებინა , მაგრამ ვერ ვიმორჩილებდი... შიშისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა .. მოულოდნელად ბრახუნის ხმა გავიგე და მიწაზე უგონოდ დავეცი !