გარეთ უამრავი ხალხი ირეოდა, ამიტომ ზურამ ვეღარ დაინახა გოგოები საით წავიდნენ და მათი ძებნა დაიწყო. უკვე მათი პოვნის იმედი რომ გადაეწურა სწორედ მაშინ მოკრა თვალი რომ გოგოები დაღმართზე მიდიოდნენ და სახლის გზას მიუყვებოდნენ. სირბილით წამოეწია და მშვიდად იკითხა:
-თქვენ რა სახლში აპირებთ წასვლას, მხიარულება ეხლა იწყება
-გვიანია უკვე მხიარულებას ხვალაც მოვასწრებთ
-კი მაგრამ ცოტა ხანი მაინც დარჩით, მე და ჩემი მეგობრები დღეს აქ ვათენებთ, არა თქვენ არ გაძალებთ გაათენეთთქო, მარა ცოტა ხანი თუ დარჩებით პირობას გაძლევთ არ ინანებთ და მერე სახლამდე მე გაგაცილებთ. თათას არ უნდოდა დარჩენა მარა გოგოებმა ისე სთხოვეს ხათრი ვეღარ გაუტეხა;
-კაი დავრჩებით ოღონდ ცოტა ხანი.- ზურამ გოგოები თავისი მაგიდისკენ მიიპატიჟა სადაც უკვე კარგად გახურებულიყო სიტუაცია. ყველა ოვაციებით შეხვდა მათ გამოჩენას. დაჯდა თუ არა ზურას აზრზე მოსვლაც არ აცალეს ეგრევე გიტარა მიაჩეჩეს ხელში. ეს მისთვის ერთერთი უსაყვარლესი საქმე იყო რომლის კეთებაც არასდროს მობეზრდებოდა, თან ის გოგო ეჯდა გვერდით რომლის მოხიბვლაც ამქვეყნად ყველაზე მეტად უნდოდა და მთელი გრძნობით დაიწყო სიმღერა,მას ბიჭებიც აყვნენ და ისეთი შოუ დადგეს ყველა სულგანაბული უსმენდა. დაასრულეს თუ არა სიმღერა მქუხარე ტაშმაც არ დააყოვნა. ყველა სთხოვდათ რომ კიდევ ემღერათ. იმ მომენტში ზურას მხოლოდ ის აინტერესებდა თათას როგრო მოეწონებოდა მისი ნამღერი და რამე გავლენას თუ მოახდენდა მათ ურთიერთობაზე.
-აბა რას იტყვი ანგელოზო არ მოგეწონა ჩემი ნამღერი?-ჰკითა ზურამ თათას, გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-რამდენადაც კარგად მღერი იმდენად კაი ხასიათი რომ გქონდეს უკეთესი იქნებოდა,- მიუგო თათამ და ენა გამოუყო. ახლა კი ჩვენი წასვლის დროა, ძალიან გვიანია. გოგოებს არ უნდოდათ წასვლა მაგრამ იცოდნენ თათას ჯიუტი ხასიათი და სხვა გზა აღარ ქონდათ. ზურამაც დაპირებისამებრ გოგოები სახლამდე გააცილა და პირობა ჩამოართვა რომ ხვალ უგულშემატკვრებდნენ მას,რომელიც შეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას დაემშვიდობა და უკან დაბრუნდა თავის მეგობრებთან. იქაც ვერ მოისვენა და გადაწყვიტა სახლში წასულიყო, ძალიან აფორიაქებული იყო, ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა. მისთვის რაღაც ახალი და გაუგებარი გრძნობები ირეოდა ერთმანეთში, უყვარდა? მას ხო არასდროს არავინ ყვარებია ,თუ შურისძიების სურვილით იყო გამოწვეული ეს ყველაფერი. ამ ფიქრებში გართულმა ვერც გაიგო თავზე როგრო დაათენდა.ბოლოს დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა და გამთენიისას ღრმად ჩაეძინა.
გაღვიძებას არ ჩქარობდა,უფრო სწორედ არ უნდოდა ისეთ ლამაზ სიზმარს ნახულობდა,მაგრამ მისი ნეტარება დიდხანს აღარ გაგრძელებულა, ნოდარი ხმაურით შევარდა მის ოთახში და გამოაფხიზლა ლამაზი სიზმრებისგან.
-კიდე გძინაავს? ადექი ბიჭო სადაცაა შეჯიბრი დაიწყება. ცხენი შევკაზმე და გიოს დავუტოვე.
-უი ხო ეგ სულ დამავიწყდა, ავდგები ეხლავე,-წამოხტა უცებ ჩაიცვა და გავიდნენ მოედანზე სადაც შეჯიბრის მონაწილეები და მაყურებლები უკვე შეკრებილიყვნენ. მისი თვალები მხოლოდ ერთ ადამიანს ეძებდა,მაგრამ ვერსად შენიშნა. იფიქრა ალბათ არ მოვაო და უხალისოდ შემოაჯდა ცხენს. მისთვის სულერთი იყო გაიმარჯვებდა თუ არა, ვის გამოც ყველაზე მეტად უნდოდა თავის გამოჩენა ის არსად ჩანდა. მონაწილეები მოემზადნენ და მხოლოდ ნიშანს ელოდებოდნენ შეჯიბრი რომ დაეწყოთ. ზურამ ერთხელ კიდევ გადახედა მაყურებლებს და დაინახა ის... სიხარულისგან გული გამალებით უძგერდა... ის აქ არის, ის ჩემს საგულშემატკივროდ მოვიდა, ესეიგი სულერთი არ ვარ მისთვის... ათასი ფიქები აერია.. და ამ დროს გაისმა კიდეც სტარტის ხმა და ცხენები მოსწყდნენ ადგილს... უნდა იჩქაროს... ყველას უნდა აჯობოს...ის ხომ არასოდეს აგებს... არ აქვს უფლება რომ წააგოს, მითუმეტეს ახლა...ყველას უნდოდა გამარჯვება, მაგრამ ზურა არავის უთმობდა ლიდერობას და ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა.
-ამ გამარჯვებას შენ გიძღვნი ანგელოზო, იმიტომ რომ შენმა დანახვამ მომცა ძალა პირველი ვყოფილიყავი.
-მე რა შუაში ვარ, კარგი მხედარი ხარ და გამარჯვებაც სამართლიანად მოიპოვე,-მორცხვად უპასუხა თათამ და თავი დახარა
-ოჰო კომპლიმენტების გაკეთებაც ცოდნია უჟმურ გოგოს,-სიხარულით წარმოსთქვა ზურამ და გაუღიმა.
-რა ლამაზი ცხენია, ბავშობიდან მიყვარს ეს ცხოველი, მაგრამ რაღაცნაირი შიში მაქვს და ვერასოდეს გავბედე დაჯდომა,-სინანულით ჩაილაპარაკა თათამ
-ხოდა დროა შენი შიში დავძლიოთ,ძალიან მშვიდი ცხენია, მოდი გაბედე სულაც არაა საშიში,ძალიან მშვიდი ცხენია, ცოტა გავისეირნოთ
-ერთი პირობით, შენც ჩემთან ერთად დაჯდები, მარტოს მეშინია,-უთხრა თათამ ზურას
-შევთანხმდით,პირობას გაძლევ რომ მშვიდობით დაგაბრუნებ სახლში,თან ისეთ ადილებს გაჩვენებ შიში საერთოდ დაგავიწყდება.-შემოისვა ცხენზე და წავიდნენ სასეირნოდ.